პროექტის მიხედვით, ცხოველის პატრონი ვალდებულია ძაღლის ან კატის იდენტიფიკაციის მიზნით, ცხოველს სხეულში ჩაუყენოს ჩიპი, გაუკეთოს ტატუ ან იარლიყი.
ასევე ვალდებულია ცხოველი აღრიცხვაზე აიყვანოს და ყოველწლიურად გაიაროს საკონტროლო რეგისტრაცია, რომელიც სავარაუდოდ ფასიანი იქნება.
პროექტი შეზღუდავს შინაური ცხოველის გასეირნების წესსაც. კერძოდ, ქუჩაში ცხოველის გაყვანა დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე მოკლე საბმელით იქნება ნებადართული. შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ცხოველის გადაყვანაც.
ცხოველის პატრონს ვალდებულება ექნება, რომ კარზე დაამაგროს სპეციალური ნიშანი, თუ რომელი ცხოველი ჰყავს. აღნიშნული პროქტის დამტკიცების შემთხვევაში, აიკრძალება ცხოველის მოკვლა დახრჩობით, მოწამვლით, ელექტრომუხტის გამოყენებით, მექანიკური დაძინებით, შიმშილითა ან სხვა არაჰუმანური მეთოდებით.