მთავარი » 2015»მარტი»19 » თბილისში შესაძლოა ცხოველები კვლავ იარაღით დახოცონ - დაარღვია თუ არა საკრებულომ კანონი?
17:42:09
თბილისში შესაძლოა ცხოველები კვლავ იარაღით დახოცონ - დაარღვია თუ არა საკრებულომ კანონი?
შესაძლებელია თუ არა, რომ თბილისში ცხოველები კვლავ იარაღით დახოცონ? ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საკრებულომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს იარაღის გამოყენების უფლება მისცა.
მონიტორინგის სამსახური ახლა უკვე პარლამენტისგან ელოდება ანალოგიური ნებართვის მიღებას.
ცხოველთა უფლებათა დამცველები „რუსთავი2-თან" ამბობენ, რომ საკრებულოს არ ჰქონდა უფლება, ცენტრის თანამშრომლებისთვის შეიარაღების ნებართვა მიეცა.
ცხოველთა მონიტორინგის ცენტრს თემურ ფხალაძე ხელძღვანელობს, რომელიც 1990-იან წლებში უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო.
როგორც ცხოველთა უფლებადამცველები „რუსთავი2-თან" აცხადებენ, ფხალაძის სახელს უკავშირდება ის პერიოდი, როდესაც თბილისში უპატრონო ძაღლებს ელექტროშოკითა და იარაღით ხოცავდნენ.
ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი რამდენიმე თვეა სიპად ჩამოყალიბდა და ის 3 მილიონი ლარით ფინანსდება. არსებული ინფორმაციით, ცენტრში160 ადამიანია დასაქმებული.
ამისთანა სადისტობა დაუშვებელია. ადამიანი არ უნდა დაეშვას ცხოველის დონეზე. როცა ადამიანი ცხოველს ექცევა, როგორც ადამიანს, ის ადამიანია. და, როდესაც ადამიანი ცხოველს ექცევა, როგორც "ცხოველს" ის ცხოველზე უფრო უარესია.
გეთანხმები 100%-ით მახო! რა გახდა ერთი უპატრონო ძაღლების თავშესაფარის აშენება ამდენი საწყალი ძაღლი რო არ დახოცონ. ცოფიანი ძაღლები მარტო ჩვენთან არ არიან მთელს მსოფლიოში არიან მაგრამ ასე ჭიანჭველებივით რომელი ხალხი ხოცავს ცივილიზებული? რადგან ცხოველი უპატრონოა ეს არ ნიშნავს რომ იმას რომ მისი სიცოცხლე არაფრად ღირს, საიდან მოვიდა ესეთი სადისტური მიდგომ????.
არ დავეთანხმები ამ გადაზყვეტილებას,.ეს იქნება სადისტობა!!! შეუძლიათ ჩოტა თანხა გამოყონ,ქალაქ გარეთ გააკეთონ თავშესაფარი ნორმალური და უპატრონო ძაღლები შეასახლონ.ამხელა ცოდვის დადება არ შეიძლება.ესეთ სადისტურ გადაწყვეტილებებს პატივს არ ვცემ.თუ ცოფი აქვს და საშიშია მისი სიცოცხლე ქვეყანაზე,გაუკეთონ დიდი დოზა.თოფის სროლა და ელექტრო შოკი მიუღებელია ჩემთვის.მოსაკლავად უპატრონო არ უნდა გაწირო,მითუმეტეს სულიერი.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!