ფოტოგრაფი უნიკალური სანახაობის მომსწრე გახდა. მან ტბაში მოცურავე ბუ დაინახა .
სტივენ სპიტცერიმა, სულ ახლახანს ლოიოლის პარკის სანაპიროზე (ჩიკაგო) შეამჩნია ფრინველი, რომელიც ორ შავარდენს გაურბოდა. სპიტცერმა ბუს დახმარება სცადა, მაგრამ ძალიან გაოცებული დარჩა, როდესაც დაინახა, რომ ფრინველმა უბრალოდ გაცურა უსაფრთხო ადგილისკენ. რამდენადაც ბუ არ არის წყალზე მოცურავე, მან წყალში თითქმის ადამიანის მსგავსად, ბრასით გაცურა, ხოლო თავი წყლის ზემოთ ეჭირა.
შავარდნისგან გაქცეული მოცურავე ბუს ნახვა, ისიც დღისით ძალიან იშვიათი, თითქმის უნიკალური შემთხვევაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მას ყველაფერი კარგად ექნება და კვლავ შეძლებს ცურვას, ოღონდ არა გაქცევის მიზნით, არამედ მხოლოდ სიამოვნების მიღებისათვის.