1. ძაღლებს შეუძლიათ კიბოს დაავადების აღმოჩენა
თურმე ძაღლებს ყნოსვით შეუძლიათ განასხვავონ სხვადასხვა სპეციფიური სურნელი , რომლებიც დაკავშირებულია კიბოს დაავადებასთან. ერთ-ერთ კვლევაში კიბოს დაავადების აღმოჩენის შესახებ, ძაღლებმა 98%-ით ზუსტად ამოიცნეს მსგავსი დაავადების ადამიანები
2. ცხოველებს შეუძლიათ მიწისძვრის წინასწარმეტყველება
იმის შესახებ, რომ ცხოველებს თურმე შეუძლიათ მიწისძვრის წინასწარმეტყველება, ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში. თანამედროვე მეცნიერები ვერ ხსნიან ეს როგორ მუშაობს, მაგრამ ზოგი მათგანი სინამდვილეში თვლის, რომ ცხოველებს შეუძლიათ შეიგრძნონ დედამიწის სულ მცირე სეისმური აქტივობაც კი, რომელიც წინ უსწრებს შედარებით ძლიერ დარტყმებს, ასევე გრძნობენ ატმოსფეროში მომხდარ, ან მიწისძვრის წინმსწრებ ცვლილებებს.
3. სპილოებს არასდროს არაფერი ავიწყდებათ
სპილოებს ყველაზე დიდი ტვინი აქვთ ძუძუმწოვრებს შორის და ისინი მას, როგორც ჩანს, კარგადაც იყენებენ. გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ სპილოები არასოდეს ივიწყებენ, როგორ გამოიყურებიან მათი მეგობრები. შეიძლება გავიდეს რამოდენიმე ათეული წელი, სანამ ისინი მათ ხელახლა ნახავენ, თუმცა, ისინი მათ აუცილებლად გაიხსენებენ. ასაკოვანი სპილოები უფრო სწრაფად იღებენ გადაწვეტილებებს თავდაცვისას, ვიდრე ახალგაზრდა სპილოები, იმიტომ რომ მათი მეხსიერება ინახავს მოგონებებს იმის შესახებ, რომ უცხო შეიძლება საშიში იყოს.
4. ნიანგები პატარა ბავშვებივით ტირიან
როდესაც ვინმე ფარისევლურად ახდენს სინდისის ქენჯნის, ან სინანულის დემონსტრირებას და ამასთან თავს ისე აჩვენებს, თითქოს ტირის, ჩვენ ამას ნიანგის ცრემლებს ვუწოდებთ. ეს ფრაზა წარმოიშვა იმ რწმენისგან, რომ ნიანგები მსხვერპლით კვების დროს ტირიან. წარმოიდგინეთ, ეს ასეც არის! გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ნიანგებს თვალების გარშემო განსაკუთრებული ჯირკვლები აქვთ, რისი მეშვეობითაც ორგანიზმიდან ზედმეტი მარილი გამოდის. ინტენსიური ღეჭვის დროს, სწორედ ასე ხდება, რასაც ცრემლდენას აწერდნენ.
5. ქათმებს შეუძლიათ სქესი შეიცვალონ
ქათმის სხეულში მხოლოდ ერთი მარცხენა საკვერცხე ფუნქციონირებს. ხოლო, თუ ფრინველის ორგანიზმში კისტა, ან სხვა მსგავსი დაავადება ვრცელდება, მაშინ ის საკვერცხე, რომელიც ფუნქციონირებს, შეიძლება პასიური გახდეს. მის მაგიერ კი შეიძლება "ამუშვდეს" მარჯვენა საკვერცხე, რის გამოც ქათამი შესახედავად შეძლება, მამალს დაემსგავსოს. ამასთან "ახალი" ფრინველი ვერ გამრავლდება.
6. კოალას "თითების" ანაბეჭდები ადამიანის ანაბეჭდებს გავს.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ფაქტობრივად იდენტურია იმიტომ, რომ სინამდვილეში შეუძლებელია განსხვავების პოვნა! ჩანთოსანი ძუძუმწოვრები თავისი ევოლუციის გზაზე 70 მილიონი წლის წინ გაიყვნენ, ამიტომ მეცნიერები ვერ ხსნიან ამ მსგავსებას. ასევე, ვერ ხსნიან, თუ რატომ შეუძლიათ კოალებს ჩაჭიდება და ზოგ შემთხვევაში ადამიანების მსგავსი მოქმედება.
7. ზომბები არსებობენ
ჭიანჭველა-ზომბები - არსებები, რომლებიც სოკოს განსაკუთრებული სახეობით არიან დაავადებულები, რაც მწერების ნერვიულ სისტემაზე მოქმედებს. სოკო, რომელიც მთლიანად აკონტროლებს ზომბირებულ მწერს, აიძულებს ჭიანჭველას იპოვოს გრილი და ნესტიანი ადგილი, რაც იდეალურია მათი გამრავლებისთვის. ფაქტობრივად, საბოლოო ჯამში, ეს კლავს მას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს მოვლენა ყველაზე ხშირად შუადღით ხდება.
წყარო: http://zooclub.ge
|