ის, რისი გადატანაც ამ ძაღლს მოუწია, წარმუდგენლად მძიმეა. იგი არ იცნობდა სიყვარულს და ადამიანურ სითბოს. ის იყო მებრძოლი ძაღლი, რომელიც ყოველ დღე ბრძოლისას სიკვდილს უყურებდა თვალებში.
მისი გადარჩენა საოცრებას ჰგავს. მეტად წარმოუდგენელი კი ის იყო, რომ ახლა ეს ძაღლი ერთი ოჯახის უსაყვარლესი ბინადარია, სადაც, როგორც იქნა, თავს ბედნიერად გრძნობს. უცნაურია, მაგრამ მუდმივმა ბრძოლამ და ადამიანების სითბოს ნაკლებობამ, ძაღლი არ გააბოროტა და მაინც ვერ აქცია მკვლელობის მანქანად. უგის არ დაუკარგავს ადამიანების ნდობა და შეძლო სიყვარული მათი, ვისაც ის ნამდვილად უყვარდა.
უგის მარცხენა ყური არ აქვს, ხოლო თავის ნაწილი ერთ დიდ შრამს ჰგავს, ასევე აქვს მაგიდის ჩოგბურთის ბურთისხელა ნახვრეტი. საქმე იმაშია, რომ უგი მებრძოლი ძაღლია. მას ლეკვობიდან სვამდნენ გალიაში დიდ ძაღლებთან ერთად, რომლებიც მასზე ვარჯიშობდნენ.
მას შემდეგ, რაც ძაღლმა ძლიერი ჭრილობები მიიღო, იგი ჩამოწერეს და გალიაში საჭმლისა და სასმლის გარეშე ჩაკეტეს. ასეთ მდგომარეობაში უგი 5 დღის მანძილზე იბრძოდა სიცოცხლისთვის, სანამ ის პოლიციის მუშაკებმა არ იპოვეს. მისი სიცოცხლე მას შემდეგ შეიცვალა, რაც ცხოველი ვეტერინარულ კლინიკაში მოხვდა.
სწორედ ამ დღეს ამავე კლინიკაში ლარი ლევინი და მისი 12 წლის ტყუპი ბავშვები მივიდნენ. მათ თავიანთი 17 წლის ავადმყოფი კატა უნდა დაეძინებინათ. უგის სწორედ ამ დროს ასეირნებდნენ. უეცრად ის მომვლელს ხელიდან გაუსხლტა და ტყუპისცალთან მიირბინა.
უგი ბიჭს შეახტა და სახე აულოკა. ოჯახმა ძაღლის მძიმე ცხოვრების ისტორია გაიგო და ვერ შეძლო გულგრილად განზე გადგომა. უგი სახლში წაიყვანეს.
მას შემდეგ უგის ცხოვრებაში ბედნიერი პერიოდი დაიწყო. ცალყურა ძაღლი ოჯახის სრულუფლებიან წევრად იქცა და ტყუპებთან ერთად იზრდებოდა. ყოველ ღამით ის ლარის ლოგინში იძინებდა.
ლარიმ თავის საოცარ ძაღლზე წიგნის დაწერა გადაწყვიტა. ამ წიგნით მას სურდა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო იმ საშინელებაზე, რაც ძაღლების ბრძოლის დროს ხდება.
ძალიან სასიხარულო იყო ისტორიის ასეთი დასასრული. უგი თავისებურ სიმბოლოდ იქცა იმისა, რომ თითოეული გაჭირვების ღირსეულად გადატანა შეიძლება და რომ ყოველთვის უნდა გვჯეროდეს უკეთესი და ბედნიერი მომავლის.