18-02-2013
20 წელს გრძელდებოდა ადამიანისა და ალიგატორის ეს საოცარი მეგობრობა. ხოლო შოუ "პონჩო და ჩიტო" იმდენად პოპულარული იყო კოსტა-რიკაში, რომ ალიგატორი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. უკანასკნელ გზაზე კი დიდი პატივით - ყვავილებით, ლითონის კუბოზე დასვენებული გააცილეს. ალიგატორის პირობაზე პონჩო უზარმაზარი იყო - 78-კბილიანი აგრესიული ქვეწარმავლის სიგრძე 5 მ-ს, წონა კი 250 კგ-ს აღწევდა.
მისი მწვრთნელი და პატრონი, ყოფილი მეთევზე ჩიტო, იგივე ჟილბერტ შედენი იხსენებს: "ჩვენი შოუ ყოველ კვირას იმართებოდა ტურისტულ ცენტრში. ის ყველა ჩემს ბრძანებას - კუდის მოქნევას, წყალში გადატრიალებას, პირის ფართოდ დაღებას, ხმელეთზე ამოსვლას და ა.შ. ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ასრულებდა"...
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მომაკვდავი პატარა ალიგატორი შედენმა თევზაობის დროს იპოვა მძიმე მდგომარეობაში და მის გადარჩენას დიდი ძალისხმევა შეალია. როდესაც პონჩო წამოიზარდა, ის ერთგული ძაღლივით იქცეოდა და მასთან ერთად მეთევზემ წყალში შესვლა ამიტომაც გაბედა. შოუს იდეაც პირველად მაშინ დაიბადა.
"წარმოდგენის დროს მისი არასდროს შემშინებია, რადგან პონჩოს ძალიან ვუყვარდი", - ამბობს ჩიტო, რომელიც, რომელიც, ცხადია, "აღზრდილს" ვერ ივიწყებს.