ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » აპრილი » 30 » ლისის ტბა, კუს ტბა და თბილისის ზღვა - საინტერესო მონაცემები დედაქალაქის წყალსაცავების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის    

02:50:44
ლისის ტბა, კუს ტბა და თბილისის ზღვა - საინტერესო მონაცემები დედაქალაქის წყალსაცავების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

ლისის ტბა, კუს ტბა და თბილისის ზღვა - საინტერესო მონაცემები დედაქალაქის წყალსაცავების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის
საქართველოში არსებული 44 წყალსაცავიდან რამდენიმე თბილისშია, მათ შორის, თბილისის ზღვა, ლისის ტბა და კუს ტბა. თითოეულს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ, - თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილებია. 

თბილისის ზღვა
თბილისის ზღვა (სამგორის წყალსაცავი), რომელიც აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს წყალსაცავიც გახლავთ, ივრის ზეგანზე, თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. თავის დროზე მლაშე ტბების - ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას შეიქმნა. ამ სტატუსით ფუნქციონირება 1953 წლიდან დაიწყო. ამ პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერი მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მდივანი კანდიდ ჩარკვიანი იყო. 

წყალსაცავი ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ - ვიწრო. რიცხვებში ის ასე გამოიყურება - სიგრძე - 8,75 კმ-ია, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. საერთო ფართობი - 11,6 კმ2. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. წყალსაცავის უდიდესი სიღრმე - 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. 
წყლის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე კი, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, 7-10 მ-ით იკლებს.

ზამთარში ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ხშირი ქარის გამო ღელავს. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისთვის, თევზის სარეწად, საწყლოსნო სპორტისთვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.

ლისის ტბა
ლისის ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით არის გაშენებული. ზედაპირის ფართობი 0,47 კმ-ია, აუზის ფართობი - 16 კმ, მაქსიმალური სიღრმე - 4 მ, მოცულობა - 1,22 მლნ. მ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი - შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა - 28 °C. ზამთრობით ტბაზე ყინულსაფარი ჩნდება. წყალი მომლაშოა. ტბაში მოშენებულია თევზი. ლისის ტბა საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, ასევე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.

კუს ტბა
კუს ტბა, იგივე ქორქის 


ტბა, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზეა განლაგებული. ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე მდებარეობს. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი - 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე - 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. თავად ტბის სიგრძე - 180 მ-ია, სიგანე - 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების შედეგად.

ტბა იკვებება ვარაზისხევის წყლით, ამასთან, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. თევზით ღარიბია. ის თბილისელებისთვის საყვარელი დასასვენებელი ადგილია.

კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ტბაზე მიყვანილია ბაგირგზა. თრიალეთის ქედზე მდებარე ეს ადგილი დიდი ხანია თბილისელთა თავშეყრისა და გართობის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა. პატარა ბუნებრივი ტბა თავის დროზე მიწისქვეშა შენაკადებმა წარმოშვა. ზაფხულის დადგომასთან ერთად, კუს ტბაზე საბანაო სეზონი იხსნება.

P.S. კარგი იქნება თუ ამ ადგილებში მეტი წესრიგი, სისუფთავე გამეფდება, ნაგავში არ ჩაიძირება იქაურობა და ანტისანიტარიის ბუდეებად არ გადაიქცევა, რაზეც პასუხისმგებლობა როგორც ქალაქის ხელმძრვანელობამ, ასევე თბილისელებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ.

ლალი ფაცია

წყაროhttp://ambebi.ge
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2305 | დაამატა: Admin | ტეგები: თბილისის, მონაცემები, და, დედაქალაქის, ზღვა, ლისის, კუს, საინტერესო, ტბა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика