რამოდენიმე წლის წინ კუნძული ტორის ნავსადგურში (ირლანდია) მკვდარი დელფინის სხეული გამოჩნდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ აქ მოცურდა დელფინი დუგი , რომელიც თავის დაღუპულ მეგობარზე იყო დამწუხრებული. ეს მგრძნობიარე ისტორია კიდევ მეტად სულისშემძვრელი გახდა, როდესაც დელფინს ლაბრადორი ბენი დაუახლოვდა. მას შემდეგ უკვე რამოდენიმე წელია ყოველ დღე აქ ნამდვილი სპექტაკლი თამაშდება.
ეს კუნძულ ტორის ნავსადგურია. ყოველ დღე აქ რაღაც წარმოუდგენელი ხდება.
აი უკვე 3 წლის მანძილზე ლაბრადორი ბენი ყოველ დღე მირბის ამ ნავსადგურისკენ, რომ თავისი საუკეთესო მეგობარი მოინახულოს.
თუმცა, ბენს საკმაო მანძილის გაცურვა უწევს, რომ ითამაშოს თავის მეგობართან, რადგან ეს მეგობარი დელფინია, სახელად დუგი.
ჩვეულებრივ დუგი უკვე ელოდება მას. ბენი კი ძალიან კარგად ცურავს!
ხშირად ძაღლები ყეფენ თამაშის დროს, მაგრამ ბენის და დუგის ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით.
აი ასე, სრულ სიჩუმეში მათ თავისი საკუთარი თამაშები მოიგონეს, რასაც ისინი ეხლა უკვე მთელი დღეების მანძილზე თამაშობენ.
ხან ძალიან დიდი მხიარულება ისადგურებს და დუგი ყოველთვის ყურადღებიანია თავისი მეგობრისადმი. აქამდე არასოდეს რაიმე ცუდი არ მომხდარა.
ერთხელ ისინი ისე დაიღალნენ, რომ ბენი ძალიან დასუსტდა. მაშინ დუგიმ ის ქვემოდან აიტაცა და მიწაზე გამოიყვანა.
ისინი ერთად აპობენ ტალღებს.
როდესაც მეგობრები იღლებიან, გამომშვიდობების დროც მოდის. დუგი ბრუნდება ოკეანის სიღრმეში.
ბენი კი უკან, ნაპირზე მოცურავს, რომ შეამოწმოს, მის ტერიტორიაზე ყველაფერი არის თუ არა წესრიგში.
ისინი ორივე უფრთხილდებიან მეგობრობას, რომელიც ნდობაზეა დაფუძნებული. ეს მეგობრობა არ საჭიროებს სიტყვებს.
მათ მეგობრობას საზღვარი არ აქვს, არა და ისინი ხომ სრულიად სხვადასხვა ენაზე "საუბრობენ", მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ერთგულ მეგობრებად რჩებიან.