გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა ბრაკონიერობის ფაქტი,კერძოდ კაჭკაჭზე უკანონოდ ნადირობა,რომელიც არ მიეკუთვნება გადამფრენი ფრინველების ჩამონათვალს.ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლების საფუძველზე,კანონდამრღვევის მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,აგრეთვე ჩამორთმეული და დალუქულია სანადირო თოფი. სამართალდარღვევის შესახებ ცნობილი გახდა,სოციალურ ქსელში გავრცელებული კერძოდ, myvideo.ge - ზე ატვირთული სამი ვიდეო მასალისაგან. რისთვისაც მადლობას ვუხდით საზოგადოებას აქტიურად თანამშრომლობისათვის. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად,მომავალშიც აგრძელებს პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
სასაცილოა რა, გაუკეთებიათ საქმე. ვინმემ თუ MYVIDEO-ზე ან YOUTUBE-ზე არ ატვირთა მასალა ისე არაფერი... ტყეში ეგენი არ დადიან და აბა როგორ გამოავლენენ სხვანაირად. ვიღაცა დათვს ან ჯიხვს რომ მოკლავს ელოდებიან როდის ატვირთავს MYVIDEO-ზე (ვაიმედედარაგვეშველებასმაილი)
მერე იცით რამდენ ბარტყებს უჭამს ეგ უარგისი ფრინველი სასარგებლო ფრინვალებს,ან როგორ არიან გამრავლებულები ყვავები,კაჭკაჭები და მგლები,მალე ასე თუ გაგრძელდა მაგათ გარდა არაპერი არ დარჩება საქართველოს ტყეებში
,,არ მოკლა ტყუილად” კი მესმის მაგრამ დაიჭერენ კაჭკაჭის მოკვლის ფაქტზე და დაიწყებენ ბაქი ბუქაობას.რაც მთავარია მაშინ იკარგებინ და რაც მთავარია იმაზე არ აჯარიმებენ ,,მანოკებით’’ რო არის ყურები გამოჭედილი !!!
კაროჩე ესეთების გამო მერე პატიოსან მონადირეებს დასდევენ. ამოვიდა ყელში რა , ან სურათებს რაღას დებ შე შობელძაღლო თითქოს ლომი ყავდეს მოკლული ისე ამაყად იღებს სურათებს რასტრელიაწ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!