ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით    

17:13:06
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით

2013-04-26

გარემოს დაცვის სამინისტროს „ფეისბუქის" გვერდისა და ელ.ფოსტის მეშვეობით სამინისტროში შემოდის უამრავი ინფორმაცია ბრაკონიერების მიერ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობისა და სხვა სახის დარღვევების თაობაზე. ასევე ხშირია მომართვები აკრძალული საშუალებებით თევზჭერის ფაქტებთან და ნადირობის წესების დარღვევებთან დაკავშირებით.

ამ საკითხების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მცირედი განმარტების მოწოდება:

გარემოს დაცვის ინსპექცია 2011 წელს მმართველობის სფეროში გადაეცა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ლიკვიდირებული იქნა გადაცემიდან ორი თვის ვადაში. ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შეზღუდული უფლებამოსილებით, კერძოდ, სამინისტროს სისტემაში მუშაობს მხოლოდ 9 ინსპექტორი და მათ გააჩნიათ მხოლოდ საწარმოების შემოწმების უფლება.

გარემოს დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში, 2013 წლის 14 მაისიდან, გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში იქმნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ერთიანი სამსახური. მის შემადგენლობაში იქნება რეგიონული სამსახურები - 7 ტერიტორიული ორგანო და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანოები იმუშავებენ სამი ძირითადი მიმართულებით:
- საწარმოების ინსპექტირება;
- ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების პირობების შესრულების შემოწმება; 
- ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის აღკვეთა.

ჩვენი უმთავრესი მიზანია გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების პრევენცია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შექმნასთან ერთად იგეგმება კონტროლის მექანიზმების გაძლიერება. ამოქმედდება „ცხელი ხაზი", რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს დაუბრკოლებლად და ოპერატიულად მიაწოდონ მაკონტროლებელ სამსახურს ინფორმაცია პრობლემურ საკითხებზე. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებზე გამკაცრდება სანქციები, მოხდება დროული რეაგირება და შეიქმნება სამართალდარღვევათა შემაკავებელი სისტემა.



წყაროhttp://moe.gov.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2507 | დაამატა: Admin | ტეგები: უკანონო, ბუნებრივი, რესურსებით, დაკავშირებით, სამინისტროს, განცხადება, დაცვის, გარემოს, სარგებლობასთან | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 aleksi   (30.04.2013 01:12:48) [მასალა]
კარგია ბუნების დაცვაზე საუბარი მარა მარტო ლაპარაკიტ საკმე არ კეტდება მივმარტავ ტხოვნიტ გ დ ს სამსახურს მიიგოს მკაცრრი ზომობი და გულ დასმიტ მოეციდოტ ამ საკმეს კახეტსი კველაზე დიდად არის ბრაკონიერობა და იკნებ მიაკციონ კურადგება მდინარეები ადუგებულია დენიტ კველაზე მეტად მდ ალაზანი არსეილება ასეტი საკმის კეტება რა იკნებ როგორმე სეაცეროტ

+1   Spam
6 zuramonadire   (29.04.2013 20:00:33) [მასალა]
კარგია ამ საკითხს აქტიურად თუ მოეკიდებიან და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და არა 1-2 წელიწადში შეეშვან და შუაგზაზე მიატოვონ დაცყებული საქმე საქართველოს ფლორას და ფაუნას მართლაც დაცვა და მოფრთხილება თან სასწრაფოდ. პირველ რიგში თავიანთი სტრუქტურებიდან უნდა დაიწყონ და ისეთი კადრები შეარჩიონ რომლებიც პატიოსნად შეასრულებენ თავის საქმეს და არა როგორც დგეს უმრავლესობა აკეთებდა ვითომ სამართალდამცველები არიან და მონადირეებზე მეტს ხოცავენ ნადირს თუნდაც შველი ავიღოთ, უამრავი შემთხვევა გაუგია ალბად ბევრ ჩვენთაგანს როცა 3-4 ნადირი მოუკლავთ და თან ისე დაუფარავად ნადირობენ რომ კიდიათ ვაფშე მაგრამ დაიკიდებენ აბა რა კანონი მაგათ იცავს აბა ჩვენკიარა, ჩვენ უბრალო მონადირეები რომ დაგვიჭირონ თუნდაც შველის მოკვლაზე დაგვაქცევენ იმხელა ჯარიმებს გაგვარჭობენ. მერე იმ სირ ხალხს უნდა მიხედონ გუშინ რომ დაიკავეს თოფი ხელში და ფულიანი მონადირეები რომქვიათ ან მაყუთა დედიკო და მამიკოები რომ ყავთ და არც ჯარიმის ეშინიათ და ნადირ-ფრინველის და ბუნების სიყვარული რომარიციან ცავლენ და გადახოცავენ ყველაფერს რამდენიც შეხვდებათ 3 ნადირი იქნება თუ 4 არაინტერესებთ მეორე დღეს სხვაგან წავლენ იქაც იგივეს იზამენ, ასეთი ვითომ მონადირეების მიმართ უნდა გაამკაცრონ სანქციები პირველრიგში თორე არა სულით მონადირეებზე რომლებსაც სულში აქვს ნადირობა და ბუნების სიყვარული, ასეთი მონადირეები არასდროს გაანადგურებენ ნადირს იქ სადაც ხვალ ისევ უნდა ავიდეს და ინადიროს!!!

+1   Spam
5 ვულფ   (27.04.2013 21:20:50) [მასალა]
მართალია დაუსჯელობის განცდა არავის არ უნდა ქონდეს. კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს და მაშინ ეშველება ბუნებას და ნადირობასაც ვნახოთ რა იქნება!

0   Spam
4 chako   (27.04.2013 19:35:13) [მასალა]
ვფიქრობ ურიგო არ იქნება თუ სამინისტრო ითანამშრომლებს ბაზიერი ჯის ადმინისტრაციასთან და მსგავს საიტებთან.მათ ულევი ინფორმაციი წყარო და ძლიერი მხარდაჭერა ექნებათ პატიოსანი მონადირე მეთევზეების სახით.იფიქრონ ამეზე!!!!!

0   Spam
3 giohunt1982   (27.04.2013 19:16:14) [მასალა]
ეეე, ესენი ისევ, თავის მართლების რეჟიმში მუშაობენ და ცხოვრობენ.

+1   Spam
2 zipo1971   (27.04.2013 19:11:05) [მასალა]
გააჩნია რა ხალხით დაკომპლექტდება ეს სამსახური, იმიტომ რომ მე ბევრი მინახია გედების თანამშრომლების ბრაკონიერობა, ამას რატომღაც ყურადღებას არავინ აქცევს.

+2   Spam
1 mamalixarazuli   (27.04.2013 18:35:45) [მასალა]
კანონი უნდა იყოს უმკაცრესი! ერთი ადამიანის მკაცრად დასჯა შეაჩერებს 100 ადამიანს(მეტსაც)... მხოლოდ ამით მიიღწევა სასურველი შედეგი. ლმობიერებით ეს "საქმე" არ გამოვა...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика