გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა ბრაკონიერობის ფაქტი,კერძოდ კაჭკაჭზე უკანონოდ ნადირობა,რომელიც არ მიეკუთვნება გადამფრენი ფრინველების ჩამონათვალს. სამართალდარღვევის შესახებ ცნობილი გახდა,სოციალურ ქსელში გავრცელებული კერძოდ, myvideo.ge - ზე ატვირთული სამი ვიდეო მასალისაგან. რისთვისაც მადლობას ვუხდით საზოგადოებას აქტიურად თანამშრომლობისათვის.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. ზესტაფონში ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე რერიტორიაზე კერძო პიროვნებისგან ამოიღეს „წითელ ნუსხაში" შეტანილი „ბექობის" სახეობის არწივი, რომელიც დროებითი შენახვის მიზნით გადაეცა ქ. თბილისის ზოოპარკს. მოქალაქის მიმართ კი გატარდა შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!