ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აპრილი » 14 » ილია II - როცა ადამიანი უცხოეთში საცხოვრებლად წასვლას წყვეტს, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა    

22:02:24
ილია II - როცა ადამიანი უცხოეთში საცხოვრებლად წასვლას წყვეტს, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა

ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მცირე ხნით წასვლა უცხოეთში, - ამის შესახებ სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ფინეთში მისი მოგზაურობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქ მრავალ ქართველს შეხვდა, მათ შორის ორი-სამი წლის წასულებს საქართველოდან, რომელთა შვილებმაც ქართული ენა არ იციან.
"ისინი სწავლობენ უცხო ენაზე და რა ეშველებათ მომავალში, ღმერთმა იცის. როცა ადამიანი წყვეტს წავიდეს საცხოვრებლად უცხოეთში, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა. მე არაფერს ვამბობ სასწავლებად წასვლაზე. ქართველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს უცხოეთში, თუმცა, როდესაც საცხოვრებლად მიდიხარ, ადგილობრივი მოსახლეობა შთანთქავს შენს ისტორიასა და კულტურას. ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე. უნდა იცნობდეს ქართულ ისტორიას, კულტურას და ამის შემდეგ შეიძლება წასვლა უცხოეთში, ისიც მცირე ხნით", - ბრძანა უწმინდესმა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უცხოეთში ბავშვების გაგზავნით მშობლები შვილებს მძიმე მდგომარეობაში აგდებენ, რადგან მათ საკუთარი კულტურისა და ისტორიის შესახებ ბევრი არაფერი იციან, საზღვარგარეთ კი ქართულ ენას კარგავენ.


"უცხოეთში ხშირად მინახავს ქართველები.  მაგალითად თურქეთში ერთხელ ვკითხე ერთ ახალგაზრდას – "თქვენ ქართველი ხართ?", მიპასუხა "არა, თურქი ვარ". ჩემი მამა, დედა, წინაპრები ქართველები იყვნენ, მაგრამ მე აღზრდილი ვარ ადგილობრივ სასწავლებელში და შესაბამისად თურქი ვარო. ეს გარდაუვალია ყველასთვის", - ბრძანა უწმინდესმა.
  პატრიარქმა გაიხსენა საქართველოდან საფრანგეთში "მენშევიკების" დროს წასული პირველი ემიგრაცია და აღნიშნა, რომ მათი შთამომავლობიდან ქართული ენა თითქმის აღარავინ იცის. "მათი შვილები დაქორწინებული არიან ადგილობრივებზე და მშობლიური ენა აღარ იციან. ამიტომ ღრმად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ქართული ენა უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს. ქუჩებში, მაღაზიებსა თუ სხვა დაწესებულებებზე ხშირად გვხვდება წარწერები არა ქართულ, არამედ უცხო ენაზე. შევთხოვ უფალს, მოგვცეს სიბრძნე, რომ ვიცოდეთ ქართული ენის ძალა და მნიშვნელობა ჩვენს დღევანდელ ცხოვრებასა და მომავალში", - ბრძანა უწმინდესმა.




"ინტერპრესნიუსი"




წყაროhttp://www.ambebi.ge/sazogadoeba/75776-ilia-ii-roca-adamiani-uckhoethshi-sackhovreblad-tsasvlas-tsyvets-unda-akhsovdes-rom-misi-shthamomavlo
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1820 | დაამატა: avtandil | ტეგები: როცა, II, წყვეტს, ადამიანი, ილია, უნდა, უცხოეთში, ახსოვდეს, საცხოვრებლად, წასვლას | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 leqso-1984   (05.06.2013 03:31:41) [მასალა]
უფალმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი და დიდხანს ყოფილიყოს ქართველების მწყემსი.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 14
    სტუმარი: 14
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика