ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » ივლისი » 24 » უნიკალური ქართული ბუნება: ნაკრძალები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ    

03:06:10
უნიკალური ქართული ბუნება: ნაკრძალები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ
უნიკალური ქართული ბუნება: ნაკრძალები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ
ნაკრძალად ის ადგილი ცხადდება, რომელიც შეიცავს სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფას ბუნებრივ ობიექტებს (მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტის ტიპებს, მინერალებს). საქართველოში 20 ნაკრძალია, რომელთა საერთო ფართობი 159,900 ჰა-ს შეადგენს. ნაკრძალებში ჩატარებული სამეცნიერო მუშაობა არაერთი მიმართულებით დიდძალ მასალას იძლევა. 

გვინდა, საქართველოს რამდენიმე ნაკრძალზე გიამბოთ:

თუშეთის ნაკრძალი
1961 წელს დაარსდა და ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ნაკრძალის ფართობი 12627,2 ჰექტარია. იგი აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.

ნაკრძალის ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, სპეციფიკური ბიო-ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით. ამ ზონაში არსებული სუბალპური არყნარები და დეკიანი კომპლექსები ხასიათდება როგორც ზვავსაწინააღმდეგო, ნაშალდამმაგრებელი და ეროზიასაწინააღმდეგო თვისებებით; ნაკრძალში ბინადრობს: ნიამორი, კავკასიური ჯიხვი (რომლის რაოდენობა კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში), არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი. ფრინველებიდან - შევარდენი, მთის არწივი.

ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე შესაძლებელია ფეხით და ცხენით.



ქობულეთის ნაკრძალი
ქობულეთის დაცული ტერიტორიები განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ არის ვარგისი, ვინაიდან უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემებია. იქაურობა გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით.

იქ ჭაობის როლი საკმაოდ დიდია, რასაც სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. ერთ-ერთი ფუნქციით უზრუნველყოფს კლიმატური პირობების სტაბილიზაციას, აკავებს ეროზიას და ინარჩუნებს ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას. ის მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მდგარი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების საცხოვრებელი ჰაბიტატია, ხოლო გადაფრენის პერიოდში - ფრინველთა შესვენების ადგილი.

იქ ზღვის ტიპური, ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატია, სადაც გვხვდება იშვიათი სახეობის სამეფო გვიმრაც.



საგურამოს ნაკრძალი

საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი საგურამოს ქედზე მდებარეობს. თბილისიდან 25 კმ-ით არის დაშორებული და შედის ქალაქის მწვანე ზონაში. დაარსებულია 1946 წელს. ფართობია 5241 ჰა. ნაკრძალის აღმოსავლეთით ეროვნული პარკის ტყეებია. ნაკრძალის ქვედა საზღვარი ზღვის დონიდან 600 მ-დე მდებარეობს, ზედა - 1393 მ-ზე. ტერიტორიის მეტი ნაწილი დაფარულია ტყით. ხემცენარეებიდან გავრცელებულია - წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი, პანტა. საგურამოს ქედი აღმოსავლეთ საქართველოში "კოლხური ტყის კუნძულია", სადაც გვხვდება - მოცვი, კოლხური სურო, ბზა, უთხოვარი, კატაბარდა, გარეული ვაზი და სხვა. ცხოველებიდან გავრცელებულია კავკასიური ირემი, შველი, მცირე რაოდენობით - დათვი, მელა, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, იშვიათია ჯიქი და არის მრავალი სახეობის ფრინველი.

ლალი ფაცია
 


წყაროhttp://AMBEBI.GE
კატეგორია: მიმოხილვა | ნანახია: 2668 | დაამატა: Admin | ტეგები: უნიკალური, მოინახულოთ, რომლებიც, ქართული, ბუნება:, აუცილებლად, ნაკრძალები, უნდა | რეიტინგი: 5.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика