მთავარი » 2015»აპრილი»22 » როგორ უნდა მოხდეს პატრონის მერ ოჯახის ბინადრის რეგისტრაცია/ჩიპირება
18:15:30
როგორ უნდა მოხდეს პატრონის მერ ოჯახის ბინადრის რეგისტრაცია/ჩიპირება
ცხოველი, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა . ის ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია და ქალაქის დებულების მიხედით, ამის ოფიციალური დადასტურებაა საჭირო მათი მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №7-28 დადგენილების მიხედვით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებლები, რომლებსაც ჰყავთ შინაური ბინადარი, ვალდებული არიან დადგენილების მიღების დღიდან, 2015 წლის 6 აპრილიდან, 6 თვის განმავლობაში დაარეგისტრირონ და ჩიპირება გაუკეთონ საკუთარ ცხოველს.
დასაწყისისთვის გავეცნოთ ტერმინს, თუ ვინ ითვლება ცხოველის პატრონად:
ცხოველის პატრონად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და უზრუნველყოფს მის რეგისტრაციას, მოვლა-პატრონობას, შენახვას, ვეტერინარულ მომსახურებას და სოციალური ქცევის კორექციას, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით;
ხოლო პატრონიანი ცხოველი - არის ცხოველი, რომელსაც ჰყავს პატრონი, კონკრეტული მომენტისათვის იმყოფება ცხოველის პატრონის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ და რეგისტრირებულია უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულების ან ცხოველთა თავშესაფრის მიერ; პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც ამ წესის მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით, მესაკუთრის (მფლობელის) განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდება ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულების მიერ.
ცხოველის რეგისტრაცია (აღრიცხვა) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულების ან ცხოველთა თავშესაფრის მიერ, ამ წესით დადგენილი ცხოველთა კლასიფიკაციის შესაბამისად ხორციელდება;
მუხლი 5. ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება
1. ცხოველის რეგისტრაციას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებები ან ცხოველთა თავშესაფრები, ცხოველის პატრონის ან მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე. 2. პატრონი ან მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში. 3. პირველად რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) ერთი თვის ასაკს მიღწეული ცხოველი; ბ) ერთ თვეზე მეტი ასაკის არარეგისტრირებული ცხოველი. 4. რეგისტრაციას, ცხოველისა და მასზე პატრონობის ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება ცხოველის პატრონის საკუთრებაში ან ფაქტიურ მფლობელობაში არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში. 5. რეგისტრაციას, ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების მიზნით, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანო. 6. რეგისტრაციას, ცხოველის მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება მიმკედლებლის ფაქტიური მეთვალყურეობის ქვეშ არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში. 7. საკონტროლო რეგისტრაციას ყოველწლიურად (ბოლო საკონტროლო რეგისტრაციის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში) ექვემდებარება საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ან მიკედლებული ყველა რეგისტრირებული ცხოველი. 8. რეგისტრაციისას გაიცემა ამ წესის დანართი №1-ით დადგენილი სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში. 9. ცხოველთა ერთიან აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას, შევსებასა და ექსპლუატაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო, ცხოველთა მონიტორინგისა და მათი პოპულაციების მართვის მიზნებში. 10. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო (პირველადი რეგისტრაცია, რეგისტრაცია ცხოველზე პატრონობის ფაქტის დადგენის მიზნით, ნაყარის მიღებისა და ნაყარის გასხვისების ფაქტის რეგისტრაცია, საკონტროლო რეგისტრაცია და სხვა, ამ წესით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემები) და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ, ამ წესის დანართი #2-ის მიხედვით წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (ე-მაილ). 11. ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი ყველა ორგანო და პირი ვალდებულია ცხოველების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ელექტრონული ფორმით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, ცხოველების სარეგისტრაციო საქმიანობის დაწყების შესახებ. უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირების ვალდებულება ასევე წარმოიშობა სარეგისტრაციო საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ საქმიანობის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში. 12. ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოს/პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარსადგენი ინფორმაცია მოიცავს: ა) ორგანოს/პირის სრულ დასახელებას და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელს, გვარს, პირად ნომერს); ბ) ორგანოს/პირის რეგისტრაციის და საქმიანობის განხორციელების ფაქტიურ მისამართს; გ) ორგანოს, იურიდიული პირის ხელმძღვანელის და უფლებამოსილ ორგანოში სარეგისტრაციო მონაცემების წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი).
ასევე: 6. ცხოველის პატრონი ვალდებულია 10 დღის ვადაში უზრუნველყოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულების ინფორმირება, თავისი ან/და ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ან ცხოველის რეგისტრაციისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მონაცემების შეცვლისას, სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.
7. ცხოველის პატრონი ვალდებულია 10 დღის ვადაში უზრუნველყოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულების ინფორმირება, საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ცხოველის ნაყარის და მისი გასხვისების (გაჩუქება, გაყიდვა, გაცვლა) თითოეული ფაქტის შესახებ, ნაყარის შემდგომი რეგისტრაციის წინაპირობების შექმნისა და ამ წესის სხვა მიზნების უზრუნველსაყოფად.
12. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან "საჭდით" (ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას. ამასთან, პირი, რომელიც ახდენს ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას, ვალდებულია აწარმოოს მის მიერ იდენტიფიცირებული ცხოველების რეესტრი, რომელსაც, მასში ახალი მონაცემების შეყვანიდან 10 დღის ვადაში ან მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში, ამ წესის დანართი # 3-ის მიხედვით. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (E-mail).
ჯერ ეს მარტო თბილისში არის...მოკლედ ალბთ ხალხი რაღაცას იზამს და ამ კანონს რაღაცას მოუხერხებენ( არამგონია რაღაც) ან ნელ-ნელა სხვა ქალაქებს და რაიონებსაც მოედება გარკვეულ დროშ ჩემი აზრით..მაგრამ ყოველ შემთხვევაშ ჯერ მარტო თბილისში მოქმედებს
რატო ჩიპავთ ცხოველს, ამას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება თუ საჭიროების შემთხვევასი ჯიპიეს წვდომა ექნება ჩიპს ამ შემთხვევაში კი ზედ უბრალოდ აცრების ინფორმაცია და მფლობელის მისამართი ეწერება, ვითომდა, ქუჩაში რომ დაიჭიროდ დაგირეკავენ და მოიკითხავ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!