მონღოლეთის მთიანი რეგიონების შორეულ უდაბნოში, მომთაბარეების პატარა ჯგუფი არწივებთან ერთადნადირობის უძველეს ხელოვნებას ფლობს. ეს ნადირობის ტრადიციული სახეობაა, როდესაც არწივებს მელიებზე და კურდღლებზე სანადიროდ წვრთნიან. უძველესი კულტურის საიდუმლო, ათასწლეულების მანძილზე, თაობებს გადაეცემა.
ზამანბოლი - ყაზახი მომთაბარე ოჯახიდან, რომელიც უმეტეს დროს ქალაქის სკოლაში ატარებს. დასვენების დღეებში გოგონა თავის არწივთან და ძმასთან -ბარზაბაისთან ერთად ვარჯიშობს.
დუკჰას ცხოვრებაც დაკავშირებულია ირმებთან: ცხოველები ტომს აძლევენ რძესა და ყველს. გარდა ამისა, მონღოლები მათთან ერთად ლოსებსა და ტახებზე ნადირობენ.
ტომში არსებული ადამიანთა რაოდენობა სწრაფად მცირდება: სულ რაღაც 44 ოჯახი, ხოლო რაოდენობრივად 200-დან 400-მდე ადამიანი დარჩა.
უხუცესი დუკჰა 96 შამანი ცუიანია. ტომის რწმენით, შამანი მათ აკავშირებს ირმებსა და ტყის სულებთან, რომლებიც ცოცხლებს სიმღერით ეკონტაქტებიან.
თუ ყოველდღიურმა რუტინამ დაგღალათ (განსაკუთრებით მოგბეზრდათ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა) და ცხოვრებაში გჭირდებათ ცოტა მაგია, ეს იდეა აუცილებლად მოგეწონებათ: გაემგზავრეთ კუნძულ ფულაზე - ამ ულამაზეს ადგილზე უსაყვარლესი პონები მეტია, ვიდრე ადამიანები.
ამ ადგილზე პონები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობენ. სწორედ აქ გაჩნდა შოტლანდიური ჯიში პონი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია.
სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე ცხოვრობს ტომი, რომელსაც ასობით ძროხა ჰყავს. უცნაურია, თუმცა, ტომის წევრებს ძროხის ხორცი არასოდეს უჭამიათ.
მომთაბარე ტომი საჰელის რეგიონში, ნილოსის გასწვრივ, ჩლიქოსნებთან ერთად გადაადგილდება. მათი ძირითადი კვების რაციონი რძე და იოგურტია. ტომში ადამიანები და ძროხები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. მათ ერთად სძინავთ, იკვებებიან და ერთად სეირნობენ. ძროხები ამ ტომისთვის ყველაფერია - ვალუტა, საკვები და სიამაყე.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!