მთავარი » 2018»ნოემბერი»26 » "BBC"-ის ჟურნალისტებმა ანტარქტიდაზე პატარა პინგვინები გადაარჩინეს
02:13:12
"BBC"-ის ჟურნალისტებმა ანტარქტიდაზე პატარა პინგვინები გადაარჩინეს
ბრიტანული ტელევიზიის "BBC"-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს დოკუმენტური ფილმის გადაღება შეეწყვიტათ, რათა პინგვინები სიკვდილისგან ეხსნათ. ამის შესახებ წერს გამოცემა "The Mashable"-ი.
დოკუმენტური ფილმის "დინასტიის" ავტორი დევიდ ათენბორო გადამღებ ჯგუფთან ერთად, რამდენიმე დღე უთვალთვალებდა იმპერატორი პინგვინების გუნდს, რომლებიც ცდილობენ ანტარქტიდაზე მკაცრი ზამთარი გადაიტანონ. გადაღების პროცესში ქარიშხალმა პინგვინების ნაწილი გადააგდო ციცაბო კლდეების ხევისკენ, საიდანაც ზემოთ ამოსვლა ცხოველების ნაწილმა ვერ შეძლო. ზოგიერთი დედა პინგვინი სამშვიდობოს ამოვიდა, თუმცა, მათი შვილები ხევში დარჩნენ.
დოკუმენტალისტები წყალხმელეთა ფრინველების ქცევებს რამდენიმე დღე აკვირდებოდნენ. როდესაც პინგვინის ნაშიერები მახეში იღუპებოდნენ, მათ ჟურნალისტურ პრინციპებს გადააბიჯეს და ბუნებრივ მოვლენებში ჩაერივნენ.
"ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ ამის შესახებ. საბოლოოდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეკეთებინა პანდუსი, რისი დახმარებითაც ცხოველები სამშვიდობოს ამოვიდოდნენ", - განმარტავს გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
საბედნიეროდ, პატარა პინგვინები ხევიდან ამოვიდნენ. "BBC"-ის მაყურებელმა სოციალურ ქსელში ჟურნალისტებისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მათი აზრით, ჯგუფის გადაწყვეტილებას საკვები ჯაჭვი არ დაურღვევია და პინგვინებს გადარჩენის შანსი მისცეს, რაც ძალიან სასიხარულოა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!