ფოტოზე ხედავთ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ყველგანმავლის ახალ მოდელს, რომელიც ნაწილობრივ შენიღბულია : ფოტოგრაფებმა ”მერსედესის” ახალი პროტოტიპი გამოიჭირეს - ეს გახლავთ Mercedes G63 AMG 4x4.
ნიღაბი ავტომობილის მხოლოდ ქვედა ნაწილს ფარავს. ეს ავტომობილი ყველასათვის კარგად ნაცნობი სამხიდიანი G63 AMG 6x6-ის პატარა ძმაა. შესაბამისად, მისი კაპოტის ქვეშ ბენზინის V8-Biturbo ძრავა იმუშავებს და, სავარაუდოდ, დიდი ძმის დარად, მასაც 544 ცხენის ძალა ექნება.
Mercedes G63 AMG 4x4-ის სავარაუდო ფასი 200 000 ევროა. ”მერსედესი” მის გაყიდვას 2015 წლიდან დაიწყებს.