ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივლისი » 6 » მოხალისეებმა კალიფორნიაში მდინარე გადაარჩინეს    

11:55:29
მოხალისეებმა კალიფორნიაში მდინარე გადაარჩინეს

მოხალისეებმა კალიფორნიაში მდინარე გადაარჩინეს

1986 წელს მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მდინარე ლოს ანჯელესს დღემდე ასუფთავებს. 24 წლის მანძილზე ჯგუფმა მდინარიდან 450 ტონა ნაგავი ამოიღო.



ამერიკის ხმა


მდინარე ლოს ანჯელესს 80 კილომეტრიანი ცემენტის კალაპოტი აქვს, რომელშიც წყალი ძირითადად სანიაღვრე არხებიდან ჩადის.  უკანასკნელი წლების განმავლობაში მდინარეში დიდი რაოდენობით ნაგავი იყრებოდა, რამაც ის ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა.  ქალაქის მოსახლეობამ მდინარის გადარჩენა გადაწყვიტა.
 
მდინარის კალაპოტი 1930-ან წლებში ცემენტით გაამაგრეს ხშირი წყალდიდობების გამო.   
 
რამდენიმე ხნის წინ ქალაქის მოსახლეობამ მდინარის გაწმენდა დაიწყო წყლიდან იმ ნაგვის ამოსაღებად, რომელიც წყალში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ ხვდება.
 
ერთ-ერთი მოხალისე კაროლ ჰენინგი ამბობს, რომ დღეს მდინარე მდინარეს ჰგავს, ყოველ შემთხვევაში გარკვეულ მონაკვეთებში მაინც. 
 
„დღეს მდინარე უკეთესად გამოიყურება. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს მდინარის ცარიელი კალაპოტი და იქ გამართული შეჯიბრები მანქანებით."
 
მდინარე ლოს ანჯელესის ცემენტის კალაპოტში გამართული ავტო რბოლა  1978 წლის პოპულარულ ფილმ "ბრიოლინშიცაა" ნაჩვენები. 

დღეს მას განსხვავებული სახე აქვს, რადგან მისი ზოგიერთი ნაწილის ეკოსისტემა აღდგა და ის ნამდვილ მდინარეს დაემსგავსა. 
 
ლუის მაკადამსის განცხადებით, მდინარე ქალაქს აღარ ამახინჯებს.  ლუისმა 1986 წელს მოხალისეთა ჯგუფი შექმნა, რომელიც მდინარეს დღემდე ასუფთავებს. 
 
„ახლა მდინარე ქალაქის ღირშესანიშნაობადაა მიჩნეული. წელს უკვე 24-ჯერ ვატარებთ საგაზაფზულო დასუფთავებას.  ჩვენი გათვლებით ამ ხნის მანძილზე მდინარიდან დაახლოებით 450 ტონა ნაგავი გვაქვს ამოღებული."
 

ზოგიერთი მოხალისე, როგორიც მაგალითად ჯონ დუბლერია, გაოცებას ვერ მალავს და ამობს, რომ ხშირად ნაგავში გადაყრილ სრულიად წარმოუდგენელ ნივთებს პოულობენ:
 
„ვპოულობთ პარკებს, ტანისამოსს, ავეჟს, ლეიბებს, კომპაქტ-დისკებს..."

ჯეკ ლებიკი ამბობს, რომ ერთი რამ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხვდება მდინარეში:
 
„ტონობით ცელოფნის პარკები.  ჩემი აზრით, ეს ყველაზე ხშირი დამბინძურებელია.  ისინი ხშირად სხვა ნივთების ქვეშ არის ხოლმე მოქცეული."
 
მოხალისეების ყოველწლიურ ძალისხმევას დადებითი შედეგი მოჰყვება. მდინარე, რომელიც აქამდე ქალაქის სირცხივლად ითვლებოდა, დღეს ოჯახებისთვის რეკრიაციულ პარკად არის ქცეული.


წყაროhttp://www.amerikiskhma.com/content/los-anjeles_river_clean/1670786.html
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 2479 | დაამატა: Admin | ტეგები: გადაარჩინეს, მდინარე, მოხალისეებმა, კალიფორნიაში | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 gi_chxaidze   (30.06.2014 19:53:37) [მასალა]
10

0   Spam
1 dudu-duda   (07.07.2013 23:10:12) [მასალა]
ეეეჰ ნეტა საქართველოშიც გამოჩნდეს ეგეთი მოხალისეები და რიონი დაასუფთავონ 25 25 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика