მთავარი » 2015»მაისი»17 » გმირი ცხოველები, რომლებმაც ადამიანები დაღუპვას გადაარჩინეს - 2
16:06:50
გმირი ცხოველები, რომლებმაც ადამიანები დაღუპვას გადაარჩინეს - 2
ეს პატარა საოცრებები ყოველთვის გვეხმარებიან და გვამხნევებენ. ბევრ მათგანს ადამიანის სიცოცხლეც კი გადაურჩენია.
თხა მენდი
ავსტრიელი ფერმერი ნოელ ოსბორნი ნაკელის გროვაში ჩავარდა და ნეკნი დაიზიანა. ის ძალიან შორს იყო ყველასგან, ამიტომ რომც ეყვირა, მაინც ვერავის გააგონებდა. ნოელი გატეხილი ნეკნით ღია ცის ქვეშ, ნაკელის გროვაში 5 დღე იწვა. როგორ გადარჩა? ის გადაარჩინა თხამ, სახელად მენდი, რომელიც მის გვერდით იწვა და ათბობდა. მეტიც, იგი ნოელს თავის რძესაც კი ასმევდა. თხამ ნოელს ასე გადაატანინა ცივი წვიმიანი ღამეები. საბოლოოდ, ნოელს მეგობრებმა მოაკითხეს და უშველეს.
ცხენი, სახელად კერი
40 წლის ქალბატონი, ორი შვილის დედა ფიონა ბოიდი საოჯახო ფერმაში მარტო იმყოფებოდა, როცა ფანჯრიდან ხბოს ხმა მოესმა. როდესაც ქუჩაში გავიდა, დაინახა, რომ ხბომ დედა დაკარგა და სხვა ძროხებს შორის ვერ პოულობდა. ფიონამ გადაწყვიტა, ხმოს დახმარებოდა და ფარდულში დედასთან წაეყვანა, მაგრამ ძროხამ ხბო ადრე შეამჩნია და ფიონას ჟესტი არ გაიგო სწორად. ძროხა ქალისკენ გაექანა, წააქცია და არ მოეშვა. ფიონა მიწაზე იწვა, თავს ხელებით იფარავდა, მაგრამ როდესაც ძროხამ მის სიახლოვეს სიარული შეწყვიტა, თავი ასწია და დაინახა, რომ მისი 15 წლის ცხენი კერი, რომელიც ამ დროს ახლომახლო იმყოფებოდა, ძროხას თავით აწვებოდა. სანამ კერიმ ძროხის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა, ფიონამ შეძლო უსაფრთხო ადგილას, ელმავლის ღობესთან გადასვლა და ასე გადარჩა.
ჩიხუახუა ჩი-ჩი
მერი ლეინი მეუღლესთან და ჩიხუახუასთან ერთად სანაპიროზე ისვენებდა. ძალიან წყნარი ხასიათის ჩიჩი სკამზე უბრალოდ იჯდა, მაგრამ იგი უცებ წამოხტა და სანაპიროზე ხმამაღალი ყეფით გაიქცა. ქვიშაზე თან საბელზე გამობმულ პატარა სკამსაც მიათრევდა, რაზეც მიბმული იყო. პატრონმა, რომელიც ძაღლს გაეკიდა, უეცრად ორი ხანში შესული ქალბატონი შეამჩნია, რომლებიც, როგორც ჩანს, დიდი ტალღის ქვეშ მოყვნენ და იხრჩობოდნენ, რადგან არ ყოფნიდათ ძალა ნაპირზე ამოსვლისთვის. მერიმ ქმართან ერთად ქალბატონები უცებ გამოიყვანა ნაპირზე, რითაც მათი სიცოცხლე გადაარჩინა. როდესაც წყვილი უკან, თავის დასასვენებელ ადგილას დაბრუნდნენ, იქ ჩიჩი დახვდათ, რომელსაც მშვიდად ეძინა თავის სავარძელში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!