ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2018 » აგვისტო » 31 » კატების როლი დედამიწაზე ფრინველთა რაოდენობის შემცირებაში    

15:22:29
კატების როლი დედამიწაზე ფრინველთა რაოდენობის შემცირებაში

ახალი ზელანდიის სოფელმა გადაწყვიტა თავიდან მოიშოროს კატები. რატომ??


 ახალი ზელანდიის ჩინოვნიკების გეგმებს უმრავლესობა ენთუზიაზმის გარეშე შეხვდა.
 

     პატარა სოფელი ახალი ზელანდიის სამხრეთ სანაპიროზე გეგმავს რადიკალურ ზომებს, რათა დაიცვას ველური ბუნება - აკრძალავს ყველა შინაურ კატას.

     რეგიონული საბჭოს ინიციატივით თანახმად, ყველა კატის მეპატრონე სოფ. ომაუიში ვალდებული იქნება მის ცხოველს გაუკეთოს კასტრირება, ჩაუდგას მიკროჩიპი და დაარეგისტრიროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

     ცხოველის გარდაცვალების შემდეგ შეუძლებელი იქნება ახალი კატის აყვანა. ღონისძიება ტარდება, როგორც ექსპერიმენტი: წარმატების შემთხვევაში დაგეგმილია მისის გავრცელება სხვა რეგიონშიც.

     ამ ექსპერიმენტის მომხრეები მიუთითებენ , რომ ეს უკიდურესი ნაბიჯი მიუთითებს, რომ კატები პასუხისმგებელნი არიან ყოველ წელს უამრავი ფრინველის და ძუძუმწოვარის დაღუპვაზე  - და, მათი აზრით, ამ ყველაფერში დამნაშავე არის მხოლოდ ხალხი.

     დოქტორ პიტერ მაპპა ხელმძღვანელობს სმიტსონის გადამფრენის ფრინველების ცენტრს, მას მრავალი სტატია აქვს დაწერილი ამ პრობლემაზე. მიუხედავად მასზე გავრცელებული აზრისა, ის თავს არ თვლის კატების მოძულეთ, მას არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს ამ ცხოველების სახლში ყოლასთან დაკავშირებით. "კატები - შესანიშნავი, სრულიად საოცარი ცხოველებია! მაგრამ არ შეიძლება მათ მიეცეთ უფლება ისეირნონ იქ სადაც მათ სურთ, ეს არის ყველაზე ნათელი გადაწყვეტილება", - განმარტა მან თავისი პოზიცია BBC-თან მიცემულ ინტერვიუში. "ჩვენ ხომ არასოდეს არ ვაძლევთ ასეთების უფლებას ჩვენს ძაღლებს. მოვიდა დრო მოვეპყროთ კატებს ისევე როგორც ძაღლებს".

     ომაუის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღონისძიება არის გამართლებული, რადგან სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ნადირობენ კატები ფრინველებზე, მწერებზე და ქვეწარმავლებზე სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
 

 ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ხელისუფლება ზოგიერთი სახეობის ცხოველების გაქრობას უკავშირებენ  მათზე დაუნდობელ ნადირობას, რომლებსაც აწარმოებენ კატები, მას მერე რაც გადიან სახლიდან. 
 

     "თქვენმა კატამ შეიძლება მშვიდად იცხოვროს ომაუიში და გააგრძელოს  ნორმალური ცხოვრება, - ამბობს  გარემო პირობების უსაფრთხოების რეგიონული ოპერაციების მენეჯერი ალი მიდე -. მაგრამ როდესაც ის მოკვდება, თქვენ უფლება არ გექნებათ აიყვანოთ ახალი კატა".

     გეგმის თანახმად, ვინც არ მოისურვებს დაემორჩილოს გადაწყვეტილებას, პირველად მიიღებენ გაფრთხილებას. თუ ეს არ იმუშავებს, ცხოველი ჩამორთმეული იქნება მფლობელზე - თუმცა, როგორც ხაზგასმით აღნიშნავენ ჩინოვნიკები, ეს მოხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

     ეს ინიციატივა არის უფრო ფართო გეგმის ნაწილი, მავნებლებთან ბრძოლაში,  შემუშავებული სამხარეო ადმინისტრაციის მიერ, რომელზეც კონსულტაციებიც დაიწყო ამ კვირაში.
 

     უკვე დიდი ხანია მოვიდა დრო მოვეპყროთ კატებს ისევე როგორც ძაღლებს ამბობს დოქტორი მარრა.
 

     კატების აკრძალვის აქტიური მომხრე, საქველმოქმედო ფონდის "ომაუიის ველური ბუნების დაცვის" თავმჯდომარე ჯონ კოლინზი  ამტკიცებს, რომ ეს ღონისძიება აუცილებელია განსაკუთრებით ღირებული ბუნებრივი რესურსების შესანარჩუნებლად. "ჩვენ არ ვართ კატების მოძულე, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ბუნება კიდევ გაფართოვდეს სიცოცხლის ველური ფორმებით", - განაცხადა მან ადგილობრივ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.
 

რამდენად საშიშია კატები ბუნებისთვის?
 

     დებატები კატების პოპულაციაზე და იმ ეფექტზე, რომელსაც შინაური ცხოველები   ახდენენ ველურ ბუნებაზე მიმდინარეობს არა მარტო ახალ ზელანდიაში.

     გარემოს დაცვის სპეციალისტები უკვე დიდი ხანია განგაშს ტეხენ მაწანწალა და ქუჩაში გაშვებული კატების მიერ ადგილობრივ ეკოსისტემაზე მიყენებულ ზიანზე.

     როგორც დოქტორი მარრა ამბობს 63 სახეობების ველური ცხოველის გადაშენებას უკვე უკავშირებენ მთელ მსოფლიოში შინაური კატების სწრაფი ზრდას.

     პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ისეთი ძალიან მგრძნობიარე ეკოსისტემების რაიონებში, როგორიცაა მაგალითად ახალი ზელანდია.
 


დოქტორი მარრა მიიჩნევს, რომ კატის მფლობელები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ მათი ცხოველების მოვლას და შენახვას.     
 

     "ექსტრემალურად ჟღერს რა თქმა უნდა, მაგრამ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა", - განაცხადა მან. 
     
მას მიაჩნია, რომ კატა მოყვარულებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით რადიკალურად უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება ამ ცხოველების მოვლა შენახვაზე.
     მისი თქმით, ისინი, შეძლებისდაგვარად, თქვენ უნდა აიყვანონ თავშესაფარიდან, არ უნდა გაამრავლონ გასაყიდად, ცხოველები უნდა იყვნენ სტერილურები და ნადირობაში ივარჯიშონ სახლიდან გაუსვლელად  სათამაშოების გამოყენებით, და თუ მათ სახლიდან გასვლის ნებას დართავენ, მკაცრად გააკონტროლონ მეპატრონეებმა, მაგალითად საბელით გაასეირნონ.

 


 კატები უნდა იყოს სტერილური და არ მიეცეს მათ უფლება ისეირნონ თავიანთ ჭკუაზე.    
 

     "ამ არასასიამოვნო სიტუაციის შექმნა კატების ბრალი არ არის - ამტკიცებს მეცნიერი -. ბრალი სრულად ეკისრება ადამიანებს".

    კატების ფანტასტიკური პოპულარობის გამო, მათ შორის ინტერნეტის მომხმარებლებს შორის, მთელ მსოფლიოში მათი რაოდენობის კლება არ შეინიშნება.

    "ისინი უბრალოდ ძალიან საყვარლები არიან - ჩვენ ვხედავთ ფისუნიების გამოსახულებებს ყველგან, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს" - ამბობს დოქტორი მარრა.

     ზუსტი მონაცემები დედამიწაზე კატების რაოდენობაზე არ არსებობს, მაგრამ ვარაუდობენ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს დაახლოებით 86 მილიონი მხოლოდ შინაური კატა - დაახლოებით ერთი კატა ყოველ სამ დიასახლისზე.
 


   საყვარელი ფისუნიები დომინირებენ სოციალურ ქსელებში, თუმცა ოთახებისა და ინტერნეტის გარეთ ესენი გონიერი და მოქნილი მტაცებლები არიან. 
 

     მიახლოებითი შეფასებით მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 4 მილიარდი ფრინველი და 22 მილიარდი ძუძუმწოვარი ხდება კატების მსხვერპლი.

    ხოლო მოხეტიალე და გარეული კატები არ ექვემდებარება არანაირ დათვლას და ველური ფაუნის მრავალი წარმომადგენელი მათი კლანჭების მსხვერპლი ხდება.
    ბრიტანეთში გარეული ცხოველებისა და ფრინველების პოპულაცია შემცირებისკენ მიდის. ექსპერტების აქაც კატებს ადანაშაულებენ. ძუძუმწოვართა შესწავლის საზოგადოება ამტკიცებს რომ ბრიტანელი კატები ყოველწლიურად 55 მილიონ ფრინველს კლავენ.
 


კატების საწინააღმდეგო ელექტ​​​როღობე ავსტრალიაში, რომელიც მუშაობს მზის ბატარეებზე. როგორც ამტკიცებენ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ღობეა.
 

     ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ კატას განიხილავენ როგორც უბედურებად ან საფრთხედ ახალ ზელანდიაში - ქვეყანაში, რომელიც თავს იწონებს, რომ ეს ნაზი მტაცებელი ცხოვრობს ყოველ მეორე სახლში.

     ისინი გახდნენ ცხარე დებატების საგანი მეზობელ ავსტრალიაში, სადაც მოსეირნე კატებია პასუხისმგებელი ყოველწლიაურად ადგილობრივი ფაუნის მილიონობით წარმომადგენლის ნაადრევ სიკვდილში.
 


ზოგიერთ ავსტრალიის შტატში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა 10 დოლარის ჯილდო ყოველ დაჭერილ და მოკლულ მაწანწალა კატაზე
 

     2015 წლიდან ავსტრალიის მთავრობა აფინანსებს  მაწანწალა კატების განადგურების სხვადასხვა პროგრამებს. ამაყობს მსოფლიოში ყველაზე დიდი კატების საწინააღმდეგო ბარიერით, ასევე განიხილავენ საერთონაციონალურ კომენდატის საათს შინაური კატებისთვის.

     ავსტრალიის შტატების ხელისუფლება და ასევე ადგილობრივი საბჭოები საკუთარ ხელში ღებულობენ ინიციატივას კატების დომინირებასთან ბრძოლაში -  კატებს ეკრძალებათ სახლიდან სახლიდან გამოსვლა შებინდების შემდეგ, შემოღებულია კვოტები ოჯახებისთვის და აუცილებელი მოთხოვნებია დაჩიპვა და სტერილიზაცია.

     თუმცა, ამ ინიციატივებმა გამოიწვია ბევრი დაპირისპირება. გასულ წელს, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ  განსაკუთრებით მწვავედ გააკრიტიკა ერთ-ერთი, კვისლენდის ადგილობრივი საბჭო, რომელმაც გამოაცხადა ჯილდო $ 10 თითოეული მოტანილ კატის სკალპზე.
 


PETA-მ ავსტრალიაში განათავსა ბილბორდები, რომელიც აფრთხილებას კატის მფლობელებს იმ ადგილებზე, სადაც ხელისუფლებამ გამოაცხადა ჯილდო კატის მოკვლაზე.
​​​​​​​

     ომაუის ადგილობრივმა მოსახლეობამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შოკირებული და შეწუხებულნი არიან დაგეგმილი აკრძალვით, და პირობა დადეს, რომ ისინი შეეწინააღმდეგებიან ამას.

     ომაუის მაცხოვრებემა ქალბატონმა ნიკო დჟარვისმა განაცხადა, რომ მისი სამი კატა მას ეხმარება სახლში ვირთხებთან ბრძოლაში და თქვა რომ ეს აკრძალვა მას ახსენებს პოლიციურ სახელმწიფოს. "ეს რეგულირებაც არაა კატის აყვანის შესაძლებლობაზე, შენ უბრალოდ პირდაპირ გეუბნებიან - კატის ყოლა არ შეიძლება" - შესჩივლა მან გაზეთს Otago Daily Times-ს.

     ახალი ზელანდიის არასამთავრობო ორგანიზაციამ Paw Justice რომელიც იბრძვის ცხოველებზე სასტიკო მოპყრობის წინააღმდეგ, დაწერა ამ გეგმების შესახებ ფეისბუქ გვერდზე, დაეჭვებულმა იმ მონაცემების საფუძვლიანობაში რის საფუძველზეც ეს მიიღეს.

     კატების მოყვარულები აღშფოთებულები არიან, მათი განმარტებით ადგილობრივ ფაუნას არანაკლებ ზიანს აყენებენ შხამქიმიკატები, ავტომობილები და თვით ადამიანები.

     ადგილობრივ მცხოვრებლებს დრო ოქტომბრის ბოლომდე აქვთ, რათა დააფიქსირონ თავიანთი აზრი რეგიონალური ადმინისტრაციის კატების საწინააღმდეგო გეგმებზე.
წყარო BBC



წყაროhttps://www.bbc.com/russian/other-news-45356588
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 1554 | დაამატა: Admin | ტეგები: დედამიწაზე, კატების, ფრინველთა, შემცირებაში, რაოდენობის, როლი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 bessius   (14.09.2018 14:07:12) [მასალა]
cat062

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика