იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დედამიწაზე ხეები დათვალეს.
იელის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, ხეების რაოდენობა დედამიწაზე 3 ტრილიონს აჭარბებს და ეს უფრო მეტია, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ.
მეცნიერებმა, თომას კროუტერის ხელმძღვანელობით, ხეების საერთო რაოდენობა სატელიტური სურათების და ცალკეული უბნების გამოკვლევის საფუძველზე დაითვალეს. კვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ დედამიწაზე 3.04 ტრილიონი ხეა.
ხეების უმრავლესობა ტროპიკებში იზრდება, ხოლო ყველაზე მჭიდროდ – წიწვოვან ტყეებში - ტუნდრიდან სამხრეთით.
ამ კვლევის საფუძველი, გაეროს ეგიდით მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციის თხოვნა გახდა, რომელმაც მიზნად დაისახა, პლანეტას კიდევ 1 მილიარდი ხე შემატოს. ორგანიზაციამ თომას კროუტერს კითხვით მიმართა, შენელდება თუ არა გლობალური დათბობის პროცესი თუ ისინი 1 მლრდ ხეს დარგავენ და მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ არ შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, სანამ არ ეცოდინება დედამიწაზე ხეების ზუსტი რაოდენობა.
კროუტერის თქმით, მათ მიერ დადგენილი ციფრის განხილვა არ მიიღონ, როგორც კარგი ან ცუდი. თუმცა მან აღნიშნა, რომ ხეების რაოდენობას საბოლოო ჯამში ადამიანები განსაზღვრავენ: ყოველწლიურად ისინი 15 მლრდ ხეს ჭრიან და 5 მლრდ ახალს რგავენ და შესაბამისად ყოველწლიურად ხეების რაოდენობა 10 მლრდ-ით მცირდება.
კომპიუტერულმა მოდელებმა აჩვენა, რომ ადამიანურ ცივილიზაციამდე დედამიწაზე 5.6 ტრილიონი ხე იყო.