ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » თებერვალი » 1 » იარაღის გაფორმებისთვის საგამოცდო ტესტირების კითხვები და პასუხები    

00:51:39
იარაღის გაფორმებისთვის საგამოცდო ტესტირების კითხვები და პასუხები
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ტესტირება​ს ნახავთ ამ ლინკზე





სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ტესტირებას ნახავთ ამ ლინკზე



სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გაფორმებისთვის საგამოცდო ტესტირების კითხვები და პასუხები

დანართი №2
 
1. საჭიროა თუ არა ფიზიკური პირის მიერ შეძენილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია
ა. საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ძველი მესაკუთრე მას მართლზომიერად არ ფლობდა
ბ. რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ აღურიცხავი (მანამდე დაურეგისტრირებელი) იარაღის
გ.  ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა.
 
2. მოიპოვებს თუ არა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ ტიპის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის შეძენის უფლებას, რომელი ტიპის იარაღის  შეძენის (შენახვის და ტარების) ლიცენზია (ნებართვა) არ გააჩნია
ა. დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ცეცხლსასროლი იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტები მოერგება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღს
ბ. არა
გ.  დიახ.
 
3. იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მფლობელ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვს
ა. იმ შემთხვევაში, თუკი დარეგისტრირებული აქვს რომელიმე ტიპის იარაღი
ბ. ნებისმიერ შემთხვევაში, შეზღუდვის გარეშე
გ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აქვს თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ნებართვა
დ. მხოლოდ იმ შემთხვევაში,  როცა საბრძოლო მასალა განკუთვნილია თავის საკუთრებაში  არსებული რეგისტრირებული იარაღიდან გასროლისათვის.
 
4. დასაშვებია თუ არა პირმა დაირეგისტრიროს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, თუ იარაღის რომელიმე ძირითადი ელემენტი დამზადებულია ლიცენზიის არმქონე პირის მიერ
ა.  დასაშვებია
ბ.  არ არის დასაშვები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი
გ. არ არის დასაშვები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის არმქონე პირის მიერ დამზადებულია იარაღის ლულა.
 
5. ჩამოთვლილთაგან რომელი არის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის (ლიცენზია) არგაცემის საფუძველი
ა. ნებართვის მაძიებელი არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი
ბ. ნებართვის მაძიებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები
გ. ნებართვის მაძიებელი არის 21 წლის.
 
6. ფიზიკური პირის მიერ დაურეგისტრირებელი იარაღის განკარგვა
ა. დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა
ბ. დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში
გ. დასაშვებია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული იარაღი პირის მფლობელობაში დანაშაულებრივი გზით გადავიდა.
 
7. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი
ა. ფიზიკური პირი ვალდებულია იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარადგინოს მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობა
ბ. პირს შეუძლია დაირეგისტრიროს საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი იმ შემთხვევაშიც, თუკი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე,  ვერ აკმაყოფილებს ნებართვის (ლიცენზიის) მიღების პირობებს
გ. ფიზიკური პირი ვალდებულია შეძენილი იარაღის რეგისტრაციისათვის მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.
 
8. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი არის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი
ა. მხოლოდ კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი
ბ. მხოლოდ შაშხანა
გ. არბალეტი
დ. შაშხანა და კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
 
9. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია სწორი
ა. იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მფლობელ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების ერთი და იგივე წესები
ბ. იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ ვრცელდება იარაღის შენახვისა და ტარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები
გ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რეგისტრირებული იარაღის ტარებისა და შენახვის განსხვავებული შეზღუდვები უწესდებათ.
 
 
10. ჩამოთვლილთაგან რომელი არის ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი
ა. მხოლოდ კარაბინი
ბ. მხოლოდ შაშხანა
გ. ჩამოთვლილთაგან ორივე.
 
11.  ჩამოთვლილი ვერსიებიდან რომელი არის ცეცხლსასროლი იარაღი
ა. მხოლოდ პისტოლეტი
ბ.მხოლოდ გლუვლულიანი თოფი
გ. მხოლოდ შაშხანა
დ. ჩამოთვლილთაგან სამივე იარაღი.
 
12. შეიძლება თუ არა  დამცავი ან შემაკავებელი ორდერი წარმოადგენდეს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის ამკრძალავ გარემოებას
ა. დიახ
ბ. არა.
 
13. მოიპოვებს თუ არა ფიზიკური პირი შესაბამის ნებართვას კონსტრუქციული ნაკლის/დაზიანების მქონე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შესაძენად
ა. დიახ, თუკი ასეთი იარაღის გამოყენება საფრთხის შემცველი არ არის
ბ. არა, თუ ასეთი ნაკლის გამო შეუძლებელი იქნება მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება ან ექსპლოატაცია
გ.  ასეთ შემთხვევაში შეზღუდვა არ არსებობს.
 
14. დასაშვებია თუ არა და რა შემთხვევაში სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემა
ა. არა
ბ.  დასაშვებია შეზღუდვის გარეშე
გ. დასაშვებია, თუკი იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ნადირობას ან ამ პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას, კუთვნილ რეგისტრირებულ იარაღს ნადირობისათვის დროებით გადასცემს იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
 
15. ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებია
ა. ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი
ბ. მხოლოდ ლულა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი
გ. ლულა,  ჩამკეტი, ლულის კოლოფი, ფისტონი, ნემსი.
 
16. ჩამოთვლილთაგან რომელი იარაღი არ არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან
ა. ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა
ბ. კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები
გ. მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის ხმის დასახშობად
დ. სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
 
17. რომელი  იარაღი არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან
ა. მხოლოდ გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი
ბ. მხოლოდ ის იარაღი და სხვა მოწყობილობები, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს
გ. მხოლოდ ის საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა
დ. ჩამოთვლილთაგან ყველა  იარაღი.
 
 
18. ჩამოთვლილთაგან რომელი გარემოებაა   სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ლიცენზიის გაუქმების საფუძველი
ა. მხოლოდ იარაღის მესაკუთრის მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში ნებაყოფლობით ჩაბარება დადგენილი წესით
ბ. მხოლოდ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა
გ. მხოლოდ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის სისტემატური დარღვევა
დ.  ჩამოთვლილთაგან ყველა გარემოება.
 
19. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია სწორი
ა. ფიზიკურ პირს შეუძლია ატაროს რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი
ბ. სანადირო ცეცხლსასროლი  იარაღი რეგისტრირდება მხოლოდ შენახვის უფლებით
გ. ტარების უფლება მოიპოვება მხოლოდ გლუვლულიან სანადირო თოფზე.
 
20. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილია
ა. ფიზიკური პირის მიერ არჩეული ნებისმიერი ადგილი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იარაღის შენახვის წესების დაცვა
ბ. ფიზიკური პირის სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული საცხოვრებელი ადგილი
გ. ამ ბილეთში ჩამოთვლილი ორივე ადგილი.
 
21. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს
ა. მხოლოდ ისეთ მდგომარეობაში/პირობაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება
ბ. მხოლოდ ისეთ პირობებში/მდგომარეობაში, სადაც გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა
გ. მხოლოდ ისეთ პირობებში/მდგომარეობაში, სადაც არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება
დ. ჩამოთვლილთაგან ყველა  პირობებში/მდგომარეობაში.
 
22. ფიზიკურ პირს სურს მასზე რეგისტრირებული გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 200 ვაზნის გადატანა. სჭირდება თუ არა მას გადატანა-გადაზიდვის ნებართვა
ა.  სჭირდება
ბ. არა, რადგან ვაზნების გადატანას არ სჭირდება ნებართვა
გ. არა, რადგან რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკურ პირს არ სჭირდება გადატანა-გადაზიდვის ნებართვა გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე გადატანა-გადაზიდვის დროს.
 
 
23. რა რაოდენობის დენთის გადატანა არის დასაშვები რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ შესაბამისი ნებართვის გარეშე
ა. ერთ კილოგრამამდე დენთის
ბ. ორ კილოგრამამდე დენთის
გ. სამ კილოგრამამდე დენთის.
 
24. საქართველოს მოქალაქეს სურს რეგისტრირებული  ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს  საზღვრებს გარეთ გატანა. სჭირდება თუ არა მას უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა
ა.დიახ
ბ. არა
გ. სჭირდება  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მუდმივად საცხოვრებლად მიდის საზღვარგარეთ.
 
 
25. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევა ხდება
ა. მხოლოდ იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
ბ. მხოლოდ მოძალადისგან მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და  ვადით
გ. ორივე აღნიშნულ შემთხვევაში
დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 
26. ვალდებულია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე  მიმართოს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციის მიზნით
ა. დიახ
ბ. არ არის ვალდებული, თუკი აქვს რომელიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა
გ. არა, რადგან მოპოვებული აქვს შესაბამისი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის და ტარების უფლებით) ნებართვა.
 
27. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ვალდებულია ხელახალი რეგისტრაციის მიზნით მიმართოს სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობიდან
ა. 20 სამუშაო დღის ვადაში
ბ. 10 სამუშაო დღის ვადაში
გ. 15 სამუშაო დღის ვადაში.
 
28. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა
ა.თუკი მოხდა იარაღის შეკეთება ლიცენზირებული პირის მიერ
ბ.იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებული მონაცემის შეცვლის შემთხვევაში
გ. თუ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში.
 
29.  ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი
ა.სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა
ბ.სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე იარაღის მესაკუთრე არ არის ვალდებული იარაღის ტარებისას  იქონიოს იარაღის რეგისტრაციის მოწმობა
გ. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადაცემა სხვა პირთათვის აკრძალულია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
 
30. ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მცდარი
ა. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე პირი პირადად არის პასუხისმგებელი იარაღის დაცვასა და მოვლაზე
ბ. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის ბრუნვის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები.
გ. ფიზიკური პირი არ არის უფლებამოსილი  ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.
 
31. მოცემული დებულებებიდან რომელია მცდარი
ა.  სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია დასაშვებია, თუ მოთხოვნის დროისათვის განმცხადებელს აქვს შესაბამისი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვა
ბ.  სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია დასაშვებია, თუ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტები დამზადებულია შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ
გ.  სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია დასაშვებია, თუ ბალისტიკური შემოწმების შედეგად გამოვლინდა კონსტრუქციული ნაკლი/დაზიანება, რის გამოც შეუძლებელია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება.
 
 
32. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ლიცენზიის  გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს
ა. იარაღის ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის სისტემატური  დარღვევა
ბ. იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენება
გ. კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე ან იარაღის დამატებით ძირითად ელემენტზე მესაკუთრის უფლებამოსილების სხვა პირზე გადაცემა (გადაფორმება)
დ. იარაღის ძირითადი ელემენტების იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტით ჩანაცვლება.
 
33. ჩამოთვლილთაგან რომელი შემთხვევა არ არის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის მაძიებლისთვის შემაფერხებელი გარემოება
ა. თუ ნებართვის მაძიებელი ფსიქიკურად დაავადებულია
ბ. თუ ნებართვის მაძიებელს აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ იარაღის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობას
გ.  თუ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე
დ. თუ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
 
34. რომელი არ არის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევის საფუძველი
ა. პირი არ იყენებს თავის სახელზე რეგისტრირებულ სანადირო ცეცხლსასროლ იარაღს
ბ. იარაღის ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება
გ. იარაღის ბრუნვის წესების დარღვევა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
 
 
35. ერთდროულად რამდენი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანასა და გატანაზე შეუძლია საქართველოს მოქალაქეს მიიღოს ნებართვა
ა. არაუმეტეს 5 ერთეულის
ბ. არაუმეტეს 7 ერთეულის
გ. არაუმეტეს 10 ერთეულის.
 
 
36. ერთდროულად რამდენი ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანასა და გატანაზე შეუძლია საქართველოს მოქალაქეს მიიღოს ნებართვა
ა. არაუმეტეს 1000 ერთეულის
ბ. არაუმეტეს 1200 ერთეულის
გ. არაუმეტეს 1300 ერთეულის.
 
37. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული
ა. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს დამუხტულ მდგომარეობაში, გამორიცხული უნდა იყოს იარაღთან არასრულწლოვანთა დაშვების შესაძლებლობა
ბ. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობაში/პირობებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა
გ. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს განმუხტულ მდგომარეობაში და ოჯახის წევრთათვის ხელმისაწვდომ ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება საჭიროების შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის დროული გამოყენება.
 
38. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაკარგეთ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი
ა. დაუყოვნებლივ ატყობინებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს
ბ. შეგიძლიათ არ შეატყობინოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თვითონ მიიღოთ ზომები იარაღის მოსაძიებლად.
 
39. ჩამოთვლილთაგან ცეცხლსასროლი იარაღის დარეგისტრირება არ არის ნებადართული
ა. მხოლოდ იმ პირისთვის, რომელიც არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი
ბ. მხოლოდ იმ პირისთვის, რომელსაც არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა
გ. როგორც იმ პირისთვის, რომელიც არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი, ასევე იმ პირისთვის, რომელსაც არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა.
 
40. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ნებადართულია თუ არა მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის მოპოვება
ა. დიახ, თუკი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი არ იმყოფება  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში
ბ. დიახ, თუკი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის
გ. არა, პირზე არ გაიცემა იარაღის შეძენის ლიცენზია (ნებართვა), თუკი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.
 
41. დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრემ თვითონ (შესაბამისი ლიცენზიის გარეშე) დაამზადოს ან შეაკეთოს ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები
ა. დიახ
ბ. არა
გ. დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქვს შესაბამისი განათლება.
 
42. მოცემული დებულებებიდან რომელია მართებული
ა.საქართველოს მოქალაქის მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა  (შენახვისა და ტარების უფლებით), საქართველოში შემოტანა და გატანა დაიშვება  სათანადო ნებართვის საფუძველზე
ბ. საქართველოს მოქალაქის მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა (შენახვის და ტარების უფლებით), საქართველოში შემოტანა და გატანა არ საჭიროებს ნებართვას
გ.   ნებართვას საჭიროებს მხოლოდ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა (შენახვის და ტარების უფლებით).
 
43. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი
ა.იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაკარგავს ნებართვას
ბ. იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელი დაკარგავს ლიცენზიას იარაღის მომსახურების სააგენტოში ჩამოწერისას
გ.  იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ლიცენზიის  მფლობელის მიერ ლიცენზიაზე ნებაყოფლობით უარის თქმა დაუშვებელია.
 
44. ჩამოთვლილთაგან, რომელი დებულებაა მართებული
ა. ფიზიკური პირი ვალდებულია დაირეგისტრიროს მემკვიდრეობით მიღებული იარაღი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მიღების შემაფერხებელი გარემოება
ბ. იარაღის მესაკუთრე არ არის ვალდებული უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო მოხელეთა დაშვება და მათთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა
გ. ამ ბილეთში ჩამოთვლილი ორივე დებულება მართებულია.
 
45. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის და ტარების უფლებით) ნებართვას გასცემს
ა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ბ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
გ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დ. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
 
46. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში
ა. დაუშვებელია
ბ. დასაშვებია, მხოლოდ დამსაქმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნებართვით
გ. დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში.
 
47. რა ასაკიდან არის ნებადართული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დარეგისტრირება
ა. 16 წლიდან
ბ. 17 წლიდან
გ. 18 წლიდან.
 
48. დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება
ა. არა,  სანადირო იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება აკრძალულია, გარდა ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული ადგილებისა (ტირი, სასროლეთი, სასროლო-სანადირო სტენდი, ნადირობისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები)
ბ. დიახ, დასაშვებია ნებისმიერ ადგილას.
 
 
49. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება დასაშვებია
ა. შესაბამისი ნებართვის არსებობისას
ბ.  ნებართვის გარეშე.
 
50. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას წარმოიშობა თუ არა ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება
ა. არა, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება
ბ. დიახ, სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულებას წარმოშობს
გ. დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარაღის მესაკუთრე საცხოვრებლად გადადის სხვა ქალაქში.
 
51. დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მემკვიდრეობით მიღება
ა. დიახ
ბ. არა
 
52. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მართებული
ა. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები
ბ. შესაბამისი ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოში შემოტანილი ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის
გ. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეს უფლება არ აქვს გაასხვისოს  საკუთრებაში არსებული იარაღი
დ. ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა დებულება მართებულია.
 
 
53.  აქვს თუ არა უფლება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეს საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავის საკუთრებაში არსებული იარაღი გადასცეს სხვა პირს
ა. დიახ, მხოლოდ ოჯახის წევრს
ბ. დიახ, მხოლოდ იმ პირს, ვისაც აქვს იარაღის ტარების უფლება
გ. დიახ, ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ პირს
დ.  არა, არ აქვს.
 
54. რა შემთხვევაშია დასაშვები თქვენს საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი შეინახოთ ისეთ ადგილას, სადაც ის გარეშე პირთათვის ხელმისაწვდომი იქნება
ა. არცერთ შემთხვევაში
ბ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გამორიცხულია იარაღთან არასრულწლოვანთა დაშვების შესაძლებლობა
გ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარაღი ხელმისაწვდომია იმ პირისთვის, ვისაც აქვს იარაღის შენახვის ან/და ტარების უფლება.
 
55. შეუძლია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეს თვითონ (შესაბამისი ლიცენზიის გარეშე) გადააკეთოს  კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი
ა. დიახ, თუ იგი ამის შესახებ შეატყობინებს შესაბამის ორგანოებს
ბ. არა
გ. დიახ, მას შეუზღუდავად შეუძლია იარაღის გადაკეთება, ვინაიდან  არის იარაღის მესაკუთრე.
 
56. ჩამოთვლილთაგან  რომელი არის ცეცხლსასროლი იარაღი
ა. სასიგნალო იარაღი
ბ. პნევმატური  სპორტული შაშხანა
გ. გლუვლულიანი თოფი.
 
57. რომელი ცეცხლსასროლი იარაღი არ არის საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული
ა. ნახევრადავტომატური გლუვლულიანი თოფი
ბ. ავტომატური შაშხანა მაყუჩით
გ. ავტომატური შაშხანა კომპენსატორით.
 
58. საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან მისი დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ფიზიკური პირი
ა. 14 დღის ვადაში მიმართოს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს იარაღზე საკუთრების უფლების სხვა პირზე გადაცემის, იარაღის ჩამოწერის, ან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მისაღებად
ბ. შეინახოს იარაღი საცხოვრებელ ადგილას, ისე რომ არ გამოიყენოს
გ. გადასცეს მესამე პირს რეგისტრაციის განხორციელებამდე.
 
59. დასაშვებია თუ არა ფიზიკურმა პირმა თავის საკუთრებაში არსებული რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბაროს (საკომისიო წესით) იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე დაწესებულებას
ა. დიახ
ბ. არა.
 
 
60. აქვს თუ არა ფიზიკურ პირს თავის საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გასხვისების უფლება
ა. დიახ
ბ. არა.
 
61. დასაშვებია თუ არა ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დაგირავება
ა. დიახ
ბ. არა.
 
62. ვის აქვს იარაღით ვაჭრობის უფლება
ა. მხოლოდ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისთვის შექმნილ პირებს კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო ნებართვის საფუძველზე
ბ. იარაღის მესაკუთრე ნებისმიერ ფიზიკურ პირს
გ. იარაღის მესაკუთრე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის განცხადებას წარადგენს  მომსახურების სააგენტოში.
 
63. როგორ უნდა მოიქცეს მემკვიდრე, თუკი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის დროს არსებობს გარემოება, რომელიც ზღუდავს მასზე ამ იარაღის რეგისტრაციას
ა. სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოს თანხმობის გარეშე გაასხვისოს ეს იარაღი
ბ. სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოს თანხმობის გარეშე იარაღი ჩააბაროს (საკომისიო წესით) იარაღით ვაჭრობის მქონე ლიცენზირებულ დაწესებულებას
გ. სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს თანხმობით გადასცეს იარაღზე საკუთრების უფლება მესამე პირს, იარაღი ჩააბაროს (საკომისიო წესით) იარაღით ვაჭრობის მქონე ლიცენზირებულ დაწესებულებას ან ჩამოწეროს იგი.
 
64.  დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ლეგალიზაცია (აღურიცხავი იარაღის დარეგისტრირება)
ა.  დასაშვებია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იარაღის შეძენის ნებართვის მიღების შემაფერხებელი გარემოება
ბ.  არ არის დასაშვები.
 
65. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ზოგადი მოთხოვნა ვრცელდება თუ არა სამოქალაქო ცეცხლ­სასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემო­ტანაზე
ა. დიახ
ბ. არა.
 
66. თუ პირს გაფორმებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისი იარაღის რამდენი ვაზნა შეუძლია ჰქონდეს ერთდროულად
ა. არაუმეტეს 50 ვაზნა
ბ. არაუმეტეს 100 ვაზნა
გ. კანონმდებლობით ასეთი შეზღუდვა არ არსებობს.
 
 
67. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. გაუქმდება თუ არა აღნიშნული ლიცენზია
ა.  აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს
ბ. გაუქმდება
გ. გაუქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამართალდარღვევა ჩადენილია განმეორებით.
 
 
68.   ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ა. დიახ
ბ. არა.
 
69. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფის), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ა. დიახ
ბ. არა.
 
 
70.  ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ა. დიახ
ბ. არა.
 
71. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დამზადება იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ა. დიახ
ბ. არა.
 
72. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ა. დიახ
ბ. არა.
გ. სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო გასაღება.
 
 
73. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი
ა. იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
ბ. არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
 
 
74.  სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის  ან შეძენის წესის დარღვევა გამოიწვევს  თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
ა. დიახ
ბ. არა.
 
75.  სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა გამოიწვევს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
ა. დიახ
ბ. არა.
 
 
76. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) ან  შს ორგანოებში მისი აღრიცხვაზე აყვანის წესის დარღვევა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროს გამოიწვევს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
ა. დიახ
ბ. არა.
 
77. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტებსა და  საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში, აგრეთვე გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით
ა. გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
ბ. არ გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
გ. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს მხოლოდ დასახლებულ პუნქტებში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა.
 
78. საქართველოს მოქალაქის მიერ სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენა, შენახვა, სხვა პირისთვის გადაცემა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე
ა. იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
ბ. არ იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
გ. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს მხოლოდ სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შესაბამისი ნებართვის გარეშე სხვა პირისთვის გადაცემა.
 
79. ნადირობა იმ  იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლითაც ნადირობა აკრძალულია
ა. არ გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
ბ. გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მხოლოდ ზოგიერთ ტერიტორიაზე ნადირობისას
გ. გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
 
 
80. ნადირობის წესის დარღვევა გამოიწვევს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
ა. დიახ
ბ. არა
გ. დიახ, გამოიწვევს  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სისტემატური ხასიათი აქვს.
 
81. ჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაში აქვს  იარაღის მესაკუთრეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
ა.  საკუთარი ღირსების დაცვის მიზნით
ბ. ნებისმიერი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად
გ. საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
 
82. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩადენილად ჩაითვლება
ა. თუკი პირი მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს სამართლიანობის აღდგენის განზრახვით
ბ. თუკი პირი მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად
გ. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პირი მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს.
 
83. რომელი პასუხია სწორი
ა. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას
  ბ. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ შეუძლია თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.
 
 
84. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ჩადენილად ჩაითვლება
ა. თუკი პირი სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, იმისდა მიუხედავად, შეიძლებოდა თუ არა საფრთხის აცილება სხვა საშუალებით
ბ. თუკი პირი სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.
 
 
85. უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამუხტულ მდგომარეობაში დატოვება დანიშნულებით გამოყენების შემდგომ
ა. დიახ
ბ. არა
გ.დიახ,   თუკი იარაღს შევინახავთ საცავში.
 
86. რა იგულისხმება ნახევრადავტომატურ სანადირო შაშხანაში
ა. იარაღი, რომელიც აწარმოებს მხოლოდ ერთეულ გასროლას, რომელიც გასროლის შედეგად თავად ტენის ყოველ მომდევნო ვაზნას და მზადაა სასხლეტზე ყოველ ჯერზე გამოკვრის შედეგად აწარმოოს გასროლა მჭიდის დაცლამდე
ბ. ცილინდრული, სიგრძივ მოძრავ საკეტიანი შაშხანა, რომელიც ყოველი გასროლის შედეგად საჭიროებს მექანიკურად გადატენვას, ანუ მსროლელის მიერ მექანიკური წესით  გასროლილი ჰილზის ამოგდებასა და ახლის მჭიდიდან სავაზნეში გადატანას
გ. ტყვიამფრქვევი, რომლის სასხლეტზე ერთხელ გამოკვრის შედეგად ხორციელდება სასხლეტზე თითის აუღებლად მჭიდის დაცლა.
 
87 .  ჩამოთვლილი ვერსიებიდან რომელი არის ნახევრადავტომატური იარაღი
ა. რევოლვერი, რომელიც აღჭურვილია ერთჯერადად მტენი  სისტემით
ბ. თვითმტენი შაშხანა
გ. სანადირო ორლულიანი თოფი.
 
88. რა იგულისხმება  „სანადირო მცირეკალიბრიან შაშხანაში“
ა. ცეცხლსასროლი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი კალიბრით 9x19
ბ. ცეცხლსასროლი იარაღი ყალიბით 22 ლ.რ. (5,6 მმ)
გ. გლუვლულიანი თოფი ყალიბით 12.  
 
89.  ჩამოთვლილი ვერსიებიდან რომელი კომპონენტი ეკუთვნის გლუვლულიანი თოფის ვაზნას
ა. ისარი
ბ.საფანტი
გ.პნევმატური სისტემის იარაღის ბურთულები კალ. 4,5მმ.
 
90. როდის არის იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, რათა მსროლელმა შეძლოს გასროლა
ა. მაშინ, როდესაც იარაღი განმუხტულია და  დგას მცველზე
ბ. მაშინ, როდესაც ვაზნა განთავსებულია ლულის სავაზნეში და იარაღი მოხსნილია მცველიდან.
 
91. რომელი კალიბრის ვაზნების გასროლაა შესაძლებელია 16 კალიბრიანი თოფით
ა. მხოლოდ 16 კალიბრის
ბ. 12 და 16 კალიბრის
გ. 7,62x39 მმ შაშხანის ვაზნების.
 
92. დასაშვებია თუ არა იარაღის ადამიანზე მიმართვა
ა. არა
ბ. დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარაღი დაუმუხტავია
გ.დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითი სასხლეტს გარეთაა.
 
93.  რა იგულისხმება სიტყვა „კალიბრში“
ა. ლულის შიდა დიამეტრის ზომა
ბ. ლულის მოცულობა
გ. ლულაში ნაჭდევების რაოდენობა.
 
94. რომელი ვაზნების გასროლაა დასაშვები სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან
ა. ნებისმიერი ვაზნის, რაც ჩაეტევა მჭიდში ან ლულაში
ბ. მხოლოდ შესაბამისი კალიბრის მქონე ვაზნის, რომლის მიხედვითაც აიგო იარაღი და რომელიც მითითებულია თავად იარაღზე
გ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 
95. რომელი მიეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით ხრახნილლულიან იარაღთა კატეგორიას
ა.  თოფი
ბ.  შაშხანა
გ. პნევმატური პისტოლეტი.
 
96. სანადირო თოფისათვის ტიპურად დამახასიათებელია
ა. მხოლოდ გლუვი ლულა
ბ. მხოლოდ ხრახნიანი ლულა
გ.ორივე ჩამოთვლილი.
 
97. რას წარმოადგენს გლუვლულიანი თოფის შემთხვევაში „ჩოკი“
ა. ლულის ბოლოში, სანათურში არსებულ შევიწროებას
ბ. იარაღის სავაზნე კოლოფს
გ. სროლის წარმოებისას უკუცემას.
 
 
98. ცეცხლსასროლი იარაღის გაწმენდის წინ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია თუ არა ლულის სავაზნე არხის შემოწმება მასში ვაზნების არსებობაზე
ა.  აუცილებელია
ბ. არ არის აუცილებელი
გ. დამოკიდებულია ცეცხლსასროლი იარაღის ტიპზე.
 
 
99. უსაფრთხოა თუ არა იარაღის შენახვა ისეთ საცავში, სადაც საწვავი, ადვილადაალებადი და ქიმიური ნივთიერებები ინახება
ა. დიახ
ბ.  არა
გ. უსაფრთხოა მხოლოდ ისეთ შენობაში, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება.
 
100.  მიზანშეწონილია თუ არა დასაშვებ რაოდენობაზე მეტი ვაზნის ძალით ჩასმა  სავაზნეში
ა. მიზანშეწონილია ნებისმიერ შემთხვევაში
ბ. მიზანშეწონილია მჭიდის ზამბარის დამოკლების ხარჯზე
გ. არ არის მიზანშეწონილი.
 
 
101. უსაფრთხოა თუ არა დაზიანებული ვაზნების გამოყენება
ა. უსაფრთხოა
ბ. არ არის უსაფრთხო
გ. უსაფრთხოა თუ  ვაზნის მასრა დამზადებულია მუყაოსაგან.
 
 
102.  მიზანშეწონილია თუ არა მტყუნების კვალის მქონე ვაზნების მეორეჯერ გამოყენება
ა. მიზანშეწონილია
ბ. არ არის მიზანშეწონილი
გ. არ არის მიზანშეწონილი მხოლოდ რგოლური აალების ვაზნებისათვის.
 
103. რას ნიშნავს ფუჭი ვაზნა
ა. ვაზნას, რომელიც დამუხტულია ჭურვით
ბ. ვაზნას, რომელსაც არ გააჩნია ჭურვი
გ. ორივე პასუხი მცდარია.
 
104. იარაღის სასხლეტის გეომეტრიული ფორმიდან გამომდინარე  გათვალისწინებულია
ა. სასხლეტზე საჩვენებელი თითით დაწოლა
ბ. სასხლეტზე ცერა თითით დაწოლა
გ. სასხლეტზე ერთდროულად ორი თითით დაწოლა.
 
105. მცველი იცავს იარაღს
ა.  დაზიანებისგან
ბ. უნებლიე გასროლისგან
გ. აკონტროლებს ვაზნების რაოდენობას მჭიდში.
 
106. სასხლეტზე თითის დადება მიზანშეწონილია
ა. ყოველთვის, როდესაც იარაღი ხელში გიჭირავთ
ბ . მხოლოდ მას შემდეგ, როცა სროლას გადაწყვეტთ.
 
107. არასრული დაშლის შემდეგ იარაღის აწყობა უნდა ვაწარმოოთ
ა. უკუთანმიმდევრობით
ბ. ნებისმიერი თანმიმდევრობით
გ. იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც დავშალეთ.
 
108. ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი
ა.  სასხლეტს თითი დაადეთ მაშინ, როდესაც აპირებთ გასროლას
ბ. იარაღი ჩათვალეთ დამუხტულად, სანამ თვითონ არ შეამოწმებთ და განმუხტავთ მას.
გ. იარაღი მიმართული უნდა იყოს უსაფრთხო ადგილისაკენ
დ. ამ ბილეთში აღნიშნული ყველა პასუხი  სწორია.
 
109. უცხო საგნის სანადირო თოფის ლულაში ჩარჩენამ შეიძლება გამოიწვიოს
ა. ლულის დაზიანება
 ბ. ნემსას დაზიანება
 გ. ჩახმახის მოშლა.
 
110. რას ნიშნავს აღნიშვნა Magnum
ა. მწარმოებელი ფირმის დასახელებას
ბ. გარკვეული კალიბრის განსაკუთრებულად ძლიერი ვაზნის კლასს
გ. კალიბრს.
 
111.  გადამფრენ მფრინველზე ნადირობისას პირი ვადლებულია თან იქონიოს
ა. მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი
ბ. მხოლოდ  სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
გ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
დ. როგორც გადამფრენ ფრინველზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ასევე სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
112. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის
ა. აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ აპრილამდე
ბ. აგვისტოს  მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე
გ. აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.
 
113. დაშვებულია თუ არა ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში
ა. დაშვებულია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
 ბ. დაშვებულია
გ. დაუშვებელია.
 
114. დასაშვებია თუ არა ნადირობა ეროვნული პარკის გარშემო  500-მეტრიან ზოლში
ა. არა
ბ. დიახ.
 
115.   საქართველოს რომელი ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებშია დაშვებული ნადირობა
ა. ყველა ქალაქში ქ.თბილისისა და ქ.ქუთაისის გარდა
 ბ. ყველა ქალაქში ქ.თბილისის, ქ.ბათუმის, ქ.სოხუმის და ქ.ქუთაისის გარდა
 გ. მხოლოდ რაიონული დაქვემდებარების ქალაქებში
დ. არცერთი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ არის დაშვებული.
 
116. როდის არის აკრძალული ცხოველების მოპოვება
ა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხოველი დაუძლურებულია სტიქიური უბედურების დროს
ბ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხოველი წყალზე გადადის
გ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხოველი ციცაბო ფერდობზე გადაადგილდება
დ. როდესაც ცხოველი დაუძლურებულია სტიქიური უბედურების დროს ან როდესაც ცხოველი წყალზე გადადის.
 
117. ნადირობისას მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება აკრძალულია
ა. მცირე კალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრი 5 მმ-ზე ნაკლებია
 ბ. მცირე კალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრი 5 მმ-ზე მეტია.
 
118. ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში  მონადირე ძაღლების წვრთნისას სანადირო იარაღის გამოყენება
ა. ნებადართულია
 ბ. აკრძალულია
გ. ნებადართულია მხოლოდ მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღის
დ. ნებადართულია მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნებით.
 
119.  ტყის ქათამზე ნადირობის დღიური ლიმიტია
ა. 3 ცალი
 ბ. 5 ცალი
გ. 7 ცალი
დ. 10 ცალი.
 
120.   მწყერზე ნადირობის დღიური ლიმიტია
ა. 5 ცალი
 ბ. 10 ცალი
გ. 20 ცალი
დ. 25 ცალი.
 
121.  ქედანზე ნადირობა ნებადართულია
ა. პირველი  აგვისტოდან პირველ იანვრამდე პერიოდში
 ბ. 15 აგვისტოდან პირველ იანვრამდე პერიოდში
გ. აგვისტოს მეორე შაბათიდან  15 თებერვლამდე პერიოდში
დ. აგვისტოს მესამე შაბათიდან  15 თებერვლამდე პერიოდში.
 
122.   მწყერზე ნადირობა ნებადართულია
ა. პირველი აგვისტოდან პირველ იანვრამდე პერიოდში
 ბ. 15 აგვისტოდან პირველ იანვრამდე პერიოდში
გ. აგვისტოს მეორე შაბათიდან  15 თებერვლამდე პერიოდში
დ. აგვისტოს მესამე შაბათიდან  15 თებერვლამდე პერიოდში.
 
123.  ტყის ქათამზე ნადირობა ნებადართულია
ა. 15 აგვისტოდან პირველ  მარტამდე პერიოდში
 ბ. 15 სექტემბრიდან პირველ  მარტამდე პერიოდში
გ. 15 ოქტომბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში
დ. 15 ნოემბრიდან პირველ აპრილამდე პერიოდში.
 
124. ჩამოთვლილთაგან რომელი ძუძუმწოვრები არიან შეტანილი საქართველოს წითელ ნუსხაში
ა. მხოლოდ ირემი
ბ. მხოლოდ ჯიქი
გ. მხოლოდ მურა დათვი
დ. ამ ბილეთში ჩამოთვლილი  ყველა ძუძუმწოვარი.
 
125. ჩამოთვლილთაგან  რომელი ძუძუმწოვარი არ არის შეტანილი საქართველოს წითელ ნუსხაში
ა. დასავლეთკავკასიური ჯიხვი
ბ.  ნიამორი
გ. მგელი
დ. ჩამოთვლილთაგან არცერთი არ არის შეტანილი.
 
126.  ჩამოთვლილთაგან რომელი ფრინველი არის შეტანილი საქართველოს წითელ ნუსხაში
ა. მხოლოდ რუხი წერო
ბ. მხოლოდ კავკასიური როჭო
გ. გარეული მტრედი
დ.რუხი წერო და კავკასიური როჭო.
 
127. ჩამოთვლილთაგან რომელი ფრინველი არ არის შეტანილი საქართველოს წითელ ნუსხაში
ა. მხოლოდ ჩიბუხა
ბ. მხოლოდ ჩვეულებრივი გვრიტი
გ. თეთრკუდა ფსოვი
დ. ჩიბუხა და ჩვეულებრივი გვრიტი.
128. ჩამოთვლილთაგან რომელ ძუძუმწოვარზე არ არის დაშვებული ნადირობა
ა. კურდღელი
ბ. გარეული ღორი
გ. ნუტრია
დ. არჩვი
129. ჩამოთვლილთაგან რომელ ფრინველზე  არ არის დაშვებული ნადირობა
ა. მელოტა

ბ. ტყის ქათამი

გ. ველის კაკაჩა
დ. ხოხობი.
 

130. უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ტრანსპორტირებული უნდა იქნეს

ა. მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში
ბ. ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში ზემოთ აწეული ქვემო კიდურებით
გ. გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში (გვერდულად).
 

131. სისხლდენის შეჩერების მიზნით, კიდურებზე ლახტი უნდა დაიდოს

ა.  სისხლმდენი ადგილიდან ქვემოთ, ზედ ტანსაცმელზე, ლახტის დადების დროის ჩანიშვნით
. სისხლმდენი ადგილიდან ზემოთ, ზედ ტანსაცმლზე, ლახტის დადების დროის ჩანიშვნით
გ. სისხლმდენი ადგილიდან ზემოთ, ტანსაცმლიდან განთავისუფლებულ უბანზე, ლახტის დადების დროის  ჩანიშვნით.
 
132.  სისხლდენის შესაჩერებლად ლახტი კიდურზე  უნდა დაიდოს
ა. ჭრილობიდან  4-6 სმ-ით ქვემოთ
ბ. ჭრილობდან 4-6 სმ-ით ზემოთ  
გ. უშუალოდ ჭრილობაზე.
 

133. სისხლდენის შემაჩერებელი ლახტის დადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს

ა. ზამთრის პირობებში - არაუმეტეს 1 საათისა,  ზაფხულის პირობებში – არაუმეტეს 2 საათისა
ბ. ზამთრის პირობებში - არაუმეტეს 2 საათისა,  ზაფხულის პირობებში – არაუმეტეს 1 საათისა
გ. არაუმეტეს 1 საათისა გარემოს ტემპერატურის მიუხედავად.
 

134. უშუალოდ ჭრილობა შეიძლება დამუშავდეს

ა. კალიუმის პერმანგანატის ხსნარით
ბ. იოდის ხსნარით
გ. წყალბადის ზეჟანგით
დ. სუფთა წყლით.
 

135.  რა დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ დაზარალებულს გულისა  და სუნთქვის გაჩერების შემთხვევაში

ა. ვაწარმოოთ მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
ბ. გავათავისუფლოთ სასუნთქი გზები, ჩავატაროთ ხელოვნური სუნთქვა და  გულის არაპირდაპირი მასაჟი.
გ. მხოლოდ გავათავისუფლოთ სასუნთქი გზები და ჩავატაროთ ხელოვნური სუნთქვა.
დ. ჩავატაროთ მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა.
 

136. დაზარალებულის შემთხვევაში, რომელსაც არ აღენიშნება სუნთქვა და გულისცემა, სინათლეზე თვალის გუგების  რეაქციის არსებობა მეტყველებს

ა. სიცოცხლის ნიშნების არსებობაზე
ბ. ცნობიერების დაკარგვაზე
გ. ბიოლოგიური სიკვდილის დადგომაზე.
 

137. დაზარალებული გულ-მკერდის ტრავმვით ტრანსპორტირებული უნდა იქნეს

ა. ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში
ბ. მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში
გ. ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში.
 

138. როგორია ტანსაცმლის (პერანგის) მოშორების თავისებურება ზედა კიდურის ცეცხლნასროლი დაზიანების შემთხვევაში

ა. პერანგის გახდა უნდა დავიწყოთ დაზიანებული კიდურიდან
ბ. პერანგი უნდა მოვაშოროთ  ორივე კიდურიდან ერთდროულად
გ. ჯერ უნდა გავათავისუფლოთ ჯანმრთელი კიდური, ხოლო შემდეგ – დაზიანებული.
 

139. რომელი ქმედებაა უფრო მისაღები უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებულის გონზე მოსაყვანად

ა. ავუწიოთ დაშავებულს ფეხები სხეულის დონეზე მაღლა
ბ. ნიშადურის სპირტის ცხვირთან მიტანა
გ.  დაშავებულის გათბობა.
 

140. ხელოვნური სუნთქვისა და გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარებისას აუცილებელია,რომ დაშავებული

ა. მოთავსებული იყოს ზურგზე, რბილ საწოლზე
ბ. მოთავსებული იყოს ზურგზე, სწორ და მყარ ზედაპირზე
გ. დავტოვოთ საწყის ანუ იმავე მდგომარეობაში, რომელშიც აღმოვაჩინეთ.
 

141. ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას მეთოდით „პირით პირში“ აუცილებელია

ა. დავაწვინოთ დაშავებული გვერდზე
ბ. დაშავებულს გადავაწევინოთ თავი უკან და წამოვუწიოთ ნიკაპი წინ
გ. დაშავებულს თავი დავახრევინოთ წინ.
 

142. როგორია პირველადი დახმარების აღმოჩენის თანმიმდევრობა ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს

ა. ჭრილობის დამუშავება, ნახვევის დადება, სისხლდენის შეჩერება
ბ. სისხლდენის შეჩერება, ჭრილობის დამუშავება, ნახვევის დადება
გ. სისხლდენის შეჩერება, ნახვევის დადება.
 

143. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის დროს პირველადი დახმარების რა წესები უნდა იქნეს დაცული

ა. დაშავებულს არ მივცეთ სითხე, ჭრილობიდან ამოვიღოთ  უცხო სხეული, დავაფინოთ ჭრილობაზე სტერილური საფენი
ბ. დაშავებულს ავუწიოთ თავი, დავალევინოთ თბილი სითხე, დავაფინოთ ჭრილობაზე სტერილური საფენი
გ. დაშავებულს არ მივცეთ სითხე, არ ამოვიღოთ ჭრილობიდან უცხო სხეული, დავაფინოთ ჭრილობაზე სტერილური საფენი.
 

144. როგორია ხელოვნური სუნთქვისა და გულის არაპირდაპირი მასაჟის რიტმი, რომელსაც ატარებს ერთი ადამიანი

ა. ჰაერის 1 ჩაბერვა – 5 ზეწოლა გულ-მკერდზე
ბ. ჰაერის 2 ჩაბერვა – 15 ზეწოლა გულ-მკერდზე
გ. ჰაერის 3 ჩაბერვა – 30 ზეწოლა გულ-მკერდზე.
 

145. არტერიული სისხლდენის ნიშნებია

ა. ჭრილობიდან მდორედ გადმოედინება ალისფერი სისხლი
ბ. ჭრილობიდან შადრევანივით გადმოედინება ალისფერი სისხლი
გ. ჭრილობიდან მდორედ იღვენთება მუქი წითელი სისხლი.
 

146.  თვალის მიდამოში ცეცხლნასროლი ჭრილობის შემთხვევაში

ა. დაშავებულს უნდა გავუწმინდოთ დაზიანებული თვალი
ბ. დაშავებულის თვალზე უნდა დავამაგროთ ამობურცული საგანი და დავაფიქსიროთ ის კანზე თვალის ირგვლივ
გ. დაშავებულს თვალზე უნდა დავადოთ სუფთა (სტერილური) საფენი და გავუკეთოთ ნახვევი ორივე თვალზე.
 

147. ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს ჰაერის ჩაბერვისას

ა. გულ-მკერდი გაფართოვდება და აიწევს ზემოთ
ბ. გულ-მკერდი არ რეაგირებს ჩაბერვაზე
გ. გულ-მკერდი იწევა ზემოთ მუცლის მიდამოს შებერვის პარალელურად.
 

148. კისრის მალების დაზიანებისას ან მასზე ეჭვის მიტანისას

ა. დაშავებულს უნდა დავუფიქსიროთ თავი, კისერზე დავადოთ სპეციალური საყელო (ან რაიმე ხელმისაწვდომი საშუალება)
ბ. დაშავებული უნდა დავაწვინოთ გვერდულად
გ. დაშავებულს თავი უნდა მოვუთავსოთ რბილ საგანზე, მაგალითად, ბალიშზე.
 

149. თუ დაშავებულს აღენიშნება მხოლოდ პულსაცია საძილე არტერიაზე და არ აღენიშნება სუნთქვა

ა. უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
ბ. უნდა ჩაუტარდეს ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი
გ. უნდა ჩაუტარდეს გულის არაპირდაპირი მასაჟი.
 
150. რომელი სისხლდენის დროს შეიძლება დაიდოს ლახტი
ა. ვენური
ბ. არტერიული
გ. კაპილარული.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი 
ბილეთი
N
სწორი პასუხი ბილეთი
N
სწორი პასუხი
1 76
2 77
3 78
4 79
5 80
6 81
7 82
8 83
9 84
10 85
11 86
12 87
13 88
14 89
15 90
16 91
17 92
18 93
19 94
20 95
21 96
22 97
23 98
24 99
25 100
26 101
27 102
28 103
29 104
30 105
31 106
32 107
33 108
34 109
35 110
36 111
37 112
38 113
39 114
40 115
41 116
42 117
43 118
44 119
45 120
46 121
47 122
48 123
49 124
50 125
51 126
52 127
53 128
54 129
55 130
56 131
57 132
58 133
59 134
60 135
61 136
62 137
63 138
64 139
65 140
66 141
67 142
68 143
69 144
70 145
71 146
72 147
73 148
74 149
75 150
 
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ტესტირება​ს ნახავთ ამ ლინკზე
 

წყაროhttp://bazieri.ge
კატეგორია: საიტის ამბები | ნანახია: 7493 | დაამატა: Admin | ტეგები: sanadiro, გაფორმებისთვის, კითხვები, iaragis, ტესტირების, პასუხები, და, იარაღის, იარაღის გაფორმებისთვის საგამოცდო te | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика