ჩვენ შევკრიბეთ 5 გავრცელებული მითი, რომლებსაც არ უნდა ენდოთ.
1. თუ ტყეში სეირნობისას დათვი გამოგეკიდათ, თავი მოიმკვდარუნეთ.
თუ ტყეში დათვი შეგხვდათ, პირველი, რაც აზრად მოგივათ, ადგილიდან გაქცევაა.
დათვის კარავში ან ეზოში შემოღწევის შემთხვევაში ეცადეთ თავი წარმოაჩინოთ უფრო დიდად, ვიდრე სინამდვილეში ხართ. ამასთანავე, რაც შეგიძლიათ ბევრი იხმაურეთ და იყვირეთ, შესაძლოა, ამან ცხოველი შეაშინოს და ის ტერიტორიას გაეცალოს.
თავდასხმის შემთხვევაში ყველანაირად გაუწიეთ მას წინააღმდეგობა. თუ დათვი შეტევაზე გადმოდის, თავი არავითარ შემთხვევაში არ მოიმკვდარუნოთ.
მურა დათვი ან გრიზლი ადამიანს თავს ესხმის მაშინ, თუ ჰგონია, რომ მისი ბელები ან თავად საფრთხეშია. ის თავიდან შეეცდება თქვენს შეშინებას (და არა თავდასხმას), გამოსცემს მაღალ ხმას და თავდასხმის დემონსტირებას მოახდენს. მსგავსი ქცევების დროს, საშუალება გაქვთ, სწრაფად გაეცალოთ ტერიტორიას.
თუ დათვი ისე დაგესხათ თავს, რომ გაქცევის საშუალება არ გაქვთ, ბოლო გამოსავალი თავის მომკვდარუნებაა. დაწექით მუცელზე და ხელებით დაიფარეთ კისრის არე, ამან შესაძლოა, გადაგარჩინოთ.
საბოლოოდ კი, ყველა გარეული ცხოველთა სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ თავდასხმის შემთხვევაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე უკან დაიხიეთ ნელი ნაბიჯით და ტერიტორია დატოვეთ.
2. თუ გველმა გიკბინათ, შხამის გამოყვანა გამოწოვით შეიძლება.
გველის კბენის შემთხვევაში, შხამი სისხლში პირდაპირ ხვდება. თუ მის ამოწოვას შეეცდებით, სისხლში უამრავი ბაქტერია მოხვდება. შხამი მოხვდება თქვენს პირის ღრუში, ხოლო შემდეგ - საჭმლის მომნელებელ სისტემაში.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს თანამგზავრს გველმა უკბინა, კლინიკაში მიყვანამდე აუცილებელია, პერიოდულად შეამოწმოთ მისი გულის ცემის რითმი.
3. ხეზე ხავსი ჩრდილოეთით იზრდება.
სინამდვილეში ხეზე შეიძლება, ხავსი ნებისმიერ მხარეს გაიზარდოს, ეს დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. ტყეში დაკარგვის შემთხვევაში, არ მოახდინოთ ხავსზე ორიენტაცია და ნუ გაიხსენებთ "ბებიების მოთხრობილ ზღაპრებს".
4. რითიც იკვებებიან ცხოველები, საკვებად ვარგისია ადამიანისთვისაც.
სინამდვილეში ზოგიერთი კენკრა და სოკო,
5. თუ თავს დაგესხათ ზვიგენი, მთელი ძალით ცხვირზე რამდენჯერმე დაარტყით.
სინამდვილეში რთულია ძლიერი დარტყმის მიყენება ზვიგენზე, რომელიც თავს გესხმით. მიუხედავად ამისა, როდესაც თვალნათლივ ხედავთ, როგორ ცდილობს შეტევას ზღვის მტაცებელი, ამ დროს თქვენსა და მას შორის უნდა გააკეთოთ ბარიერი მყარი საგნით, რათა ცხვირით მას დაეჯახოს. ეს თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, ამის განხორციელება პრაქტიკულად - შეუძლებელი.
ზვიგენის თავდასხმის შემთხვევაში, ყველანაირი ძალებით შეეცადეთ, დააზიანოთ მისი თვალები და ლაყუჩები. სასაცილოდ ჟღერს, თუმცა, სხვა გამოსავალი არაა. ბოლომდე უნდა იბრძოლოთ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.