ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » აგვისტო » 8 » ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ირმების რაოდენობა იზრდება    

11:56:37
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ირმების რაოდენობა იზრდება
.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ ირემი დააფიქსირა. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსის გიორგი სულამანიძის თქმით, ვიდეო ადასტურებს, რომ ნაკრძალში ირმების რაოდენობა იზრდება. მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სულ მცირე 300 ირემი ბინადრობს.

 

„ამ ადგილას ირემი პირველად გადავიღეთ. განაპირა ადგილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ირმები იქაც დაცულად გრძნობენ თავს და დღისით გამოჩენას არ ერიდებიან“, - უთხრა გიორგი სულამანიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

საქართველოში კავკასიური კეთილშობილი ირემია გავრცელებული. გიორგი სულამანიძის თქმით, გასული საუკუნის 50-იან წლებამდე ირემი მთელ საქართველოში გვხვდებოდა, გარდა კოლხეთის დაბლობისა. მომდევნო პერიოდში ირმების რაოდენობამ ნელ-ნელა იკლო და დღეს, სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია მხოლოდ ლაგოდეხსა და ბორჯომშია შემორჩენილი.

„ირემი საქართველოში იშვიათობა გახდა. 1989 წლის მონაცემით, ლაგოდეხის ნაკრძალში  1400 ირემი ბინადრობდა. 90-იან წლებში განუკითხაობა იყო ტყეშიც. შედეგად, 1999 წელს ნაკრძალში მხოლოდ 70–მდე ირემი დარჩა“, - ამბობს გიორგი სულამანიძე.

მისივე თქმით, 2007 წლის შემდეგ, რაც დაცული ტერიტორიების სისტემის რეფორმა დაიწყო, მდგომარეობა გაუმჯობესდა. გასული წლის აღრიცხვით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სულ მცირე 300 ირემი ბინადრობს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ირმის გამრავლებას. უზრუნველვყოფთ მათ დაცვას არა მხოლოდ ბრაკონიერებისგან, არამედ ხმაურისგანაც. ხმაურის შემთხვევაში ირემმა შესაძლოა დატოვოს ტერიტორია და გადავიდეს სხვაგან, მაგალითად, დაღესტანში ან აზერბაიჯანში. ლაგოდეხისა და ბორჯომის პოპულაცია უნდა გამრავლდეს, რათა მთელ საქართველოში ირმების რაოდენობა გაიზარდოს“, - ამბობს გიროგი სულამანიძე.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფართობი 25 ათასი ჰექტარია. გიორგი სულამანიძის თქმით, ამ ტერიტორიის ტევადობა დიდია და 1000-ზე მეტი ირმის გამოკვება შეუძლია



წყაროhttp://კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 2307 | დაამატა: daviti911 | ტეგები: დაცულ, იზრდება, ირმების, რაოდენობა, ლაგოდეხის, ტერიტორიებზე | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
5 Dartsimelia   (10.08.2016 02:33:09) [მასალა]
საგამო მსვიდობისა მეგობრებო, საღამო მშვიდობისა მეგობრებო, თუ შეგიძლიათ რომ მასწავლოთ, როგორ უნდა დაუგო ხოხობს მახე, ახლა ბელგიაში ვცხოვრობ და თოფით ნადირობის უფლება არ მაქ, და მინდა ვისწავლო როგორ უნდა დაუგო მახე ხოხობს, ტუ შეგიძლიათ მასწავლოთ?

0   Spam
6 daviti911   (10.08.2016 19:47:17) [მასალა]
YOUTUBE-ZE შედი და იქ ნახე არის ვიდეოები

0   Spam
3 panati   (09.08.2016 19:49:17) [მასალა]
რაკარგია იმრავლეთ იმრავლეთ 166

0   Spam
2 SHOTHUNTER   (09.08.2016 18:03:08) [მასალა]
ეე აწი დაემშვიდობეთ ირმების რაოდენობის ზრდას :) ეგ არ უნდა გეთქვათ :)

0   Spam
4 daviti911   (09.08.2016 20:58:33) [მასალა]
ეს არის დაცული ტერიტორია ამიტომაც სანერვიულო არაფერია. 166 166

0   Spam
1 zaza123   (09.08.2016 15:13:36) [მასალა]
კარგია 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика