ირმების წყვილი საღამოს გასეირნებაზე ხიდ "ოქროს კარიბჭეზე" გამოვიდა .
ზუსტად პიკის საათის დროს, საღამოს 17:30 საათზე, ხიდზე ირმები გამოჩნდნენ.
საბედნიეროდ, მანქანები გაჩერდნენ, რათა ცხოველები გაეტარებინათ.
ირმებს მარინისკენ აეღოთ გეზი, სადაც საოცარი ტყეა და შესანიშნავი ადგილი, დაუვიწყარი უიკენდის გასატარებლად.
ირმებმა ნახევარ საათში წარმატებით გაიარეს ხიდი.
ცხოველებსაც კი სურთ დროდადრო ქალაქიდან თავის დაღწევა.