მსოფლიოში ძუძუმწოვრების , ფრინველების, თევზების, ამფიბიებისა და რეფტილიების რაოდენობა, 1970 წლიდან 60%-ით შემცირდა. ამის შესახებ მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის (WWF) ანგარიშშიასაუბარი.
ფონდმა ლონდონის ზოოლოგიურ საზოგადოებასთან ერთად გამოითვლა ინდექსი, რომელიც ასახავს სხვადასხვა სახეობის ცხოველების რაოდენობას. ანგარიშის თანახმად, 1970-დან 2012 წლამდე აღნიშნული ინდექსი 58%-ით შემცირდა. ფონდში დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლისთვს ინდექსი, 1970 წელთან შდარებით, 67 %-ით შემცირდება.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი აღნიშნულს ადამიანის ქმედებებს უკვაშირებს. ადამიანები სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და ურბანული განვითრების უფროდაურფო მეტ მიწას ითვისებენ.
ცხოველების რაოდენობის შემცირების მიზეზებად გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ნადირობა, ასევე ადამიანის მიერ კონკრეტული გარემოსთვის არადამახასიათებელი მცენარეებისა და ცხოველები შემატება სახელდება.
„ჩვენ შევდივართ დედამიწის ისტორიის ახალ ერაში - ანტროპოცენში“ - განაცხადა WWF-ის გენერალურმა დირექტორმა მარკო ლამბერტინიმ. ეს ტერმინი აღნიშნავს გეოლოგიურ ეპოქას, რომელშიც ეკოსისტემა დამოკიდებულია ადამიანის საქმიანობაზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე მეტად შემცირდა იმ ცოცხალი არსებების რაოდნეობა, რომლებიც ტბებში, მდინარეებსა და ჭაობებში ცხოვრობენ. ბოლო 40 წლის განმავლობაშო მტკნარ წყალში მობინადრე ცხოველების პოპულაცია 81%-ით შემცირდა.
ფონდში აღნიშნავენ, რომ აფრიკაში სპილოების რაოდენობა და თევზჭერის გამო ზვიგენების რაოდენობა, მნიშნელოვნად შემცირდა.