ძაღლმა დიდი ერთგულება გამოიჩინა, როდესაც საშინელი წყალდიდობის დროსაც კი, თავისი სახლი დაიცვა და ტერიტორია არ მიატოვა.
2013 წელს რუსეთის აღმოსავლეთი ნაწილი წყალმა დაფარა. სახლები დაინგრა და არა ერთი ადამიანი დაზარალდა. ანდრეევის ოჯახისა და მათი 4 წლის კავკასიური ნაგაზის მეტისი, დრუჟოკის ევაკუირება აუცილებელი გახდა, რადგან მათი სახლი წყალში იდგა.
ანდრეევის ოჯახი დროებით ნათესავთან გადავიდა, თან ძაღლიც წაიყვანეს, თუმცა ძაღლმა ბინაში ვერ გაძლო და მესამე ღამეს გაუჩინარდა.
პატრონი ძაღლის მოსაძებნად დილითვე წავიდა. ის ნავით მიუახლოვდა თავის სახლს და დაინახა, რომ დრუჟოკი სახლის კართან იჯდა. ძაღლის სხეულს წყალი ნახევრად ფარავდა.
"ძაღლი გაუნძრევლად იჯდა კართან. ჩვენ გვინდოდა მისი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა, თუმცა, როდესაც ვუახლოვდებოდით, ის გვიღრენდა და სახლთან არავის უშვებდა."- განუცხადა პატრონს ერთ-ერთმა მაშველმა.
თუმცა, როდესაც დრუჟოკმა პატრონი დაინახა, ის მაშინვე გაემართა ნავისკენ.
"საოცრად ერთგული ძაღლია. ის მთელი ღამე, ცივ წყალში, კართან იდგა და სახლს დარაჯობდა. როდესაც ჩვენ მივედით, სიცივისგან კანკალებდა, თუმცა სახლი მაინც არ მიატოვა. ჩვენი დანახვა ძალიან გაუხარდა და მაშინვე ნავისკენ გამოცურა."- ამბობს ძაღლის პატრონი.
ძაღლის სამშვიდობოს გამოყვანის შემდეგ, ოჯახმა იპოვა დროებითი საცხოვრებელი სახლი, სადაც დრუჟოკთან ერთად დროებით გადავიდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ, ძაღლი ოჯახთან ერთად თავის სახლში დაბრუნდა.