გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტზე ორი პირი გამოავლინეს. სამართადამრღვევებს მოკლული ჰყავდათ 2 ცალი კაკაბი. მათ ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს. შეგახსენებთ, რომ კაკაბი წარმოადგენს ნადირობას მიუკუთნებელ სახეობას და მასზე ნადირობა კანონით დაუშვებელია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. დუშეთის რაიონის სოფელ ხომის მიმდებარედ მოქალაქემ, მის დროებით მფლობელობაში არსებული თოფით მოკლა არჩვი, რომელიც ჩამოიტანა ხევში წყლისპირას და გაატყავა. სამართალდამრღვევს თან არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. შესაბამისად, იდენტიფიკაციის მიზნით მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და გადაყვანა მცხეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ დაილუქა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი და მოპოვებული ნანადირევი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
ბაღდათის რაიონის დიდმაღლის ალპურ საძოვრებში ნადირობის დროს შეჩერებული იქნა რვა პირი, რომელთაც დათვალიერებისას აღმოაჩნდათ მოკლული შველი, ე.წ."მანოკი", ორი ცალი გასანათებელი ხელსაწყო ე.წ."ფარი".
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეგზავნა ბაღდათის რაიონულ სამმართველოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთის ტერიტორიაზე, მდ. რიონზე მოქალაქე თევზაობდა ხელნაკეთი ელექტროშოკური თევზსაჭერი მოწყობილობით.
შედგა შესაბამისი ოქმი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.
საქართველოში ძაღლის ყიდვა და მისი მოვლა-პატრონობა უკვე ძალიან გამარტივებულია. ინტერნეტ-საიტები, სოციალურ ქსელი თუ ფორუმი, დიღომში არსებული ბაზრობა, კინოლოგიური კლუბები... ეს ის ადგილებია, სადაც არჩევანის გაკეთება ჯიშისა და ფასის გათვალისწინებით შეგიძლიათ. როგორ უნდა მოიქცეს გამოუცდელი მყიდველი, ვის მიმართოს ძაღლის შეძენის მსურველმა იმისთვის, რომ საბოლოოდ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!