ცვლილებები ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავირებით, ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებზე ინფორმაცია გააცნო. ცვლილების მიხედვით, 2016-2017 წლების სანადირო სეზონისთვის ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ნადირობის ვადა გაგრძელდება 31 დეკემბრამდე, ნაცვლად 10 ნოემბრისა. ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს და ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ღალღა (Crex crex). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტი - 5 ცალით; ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ჩიბუხელა/გარშნეპი (Lymnocryptes minimus). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტი - 5 ცალით; ტყის ქათმის მოპოვების დღიური ლიმიტი განისაზღვრა 5 ცალით, ნაცვლად სამისა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!