ნაკრძალად ის ადგილი ცხადდება, რომელიც შეიცავს სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფას ბუნებრივ ობიექტებს (მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტის ტიპებს, მინერალებს). საქართველოში 20 ნაკრძალია, რომელთა საერთო ფართობი 159,900 ჰა-ს შეადგენს. ნაკრძალებში ჩატარებული სამეცნიერო მუშაობა არაერთი მიმართულებით დიდძალ მასალას იძლევა.