მთავარი » 2015»აპრილი»27 » ტრაქტორს ძაღლი მართავდა, რამაც გზაზე მოძრაობა შეაფერხა
09:37:24
ტრაქტორს ძაღლი მართავდა, რამაც გზაზე მოძრაობა შეაფერხა
ტრაქტორს ძაღლი მართავდა, რის შემდეგაც გზაზე მოძრაობაშეფერხდა.
"ძაღლმა, რომელიც ტრაქტორის საჭესთან იჯდა, ცენტრალურ სამანქანო გზაზე საცობები გამოიწვია. ეს ფაქტი შოტლანდიის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა", - აცხადებს ტელეკომპანია ბიბისი. ამის შესახებ შოტლანდიის გზების დეპარტამენტის Twitter-ის გვერდზეც დაიწერა.
"ძაღლი მართავს ტრაქტორს და ეს არ არის ხუმრობა. შემთხვევის ადგილზე უკვე გამოცხადდა პოლიცია და ძაღლის პატრონი."- წერენ Twitter -ის გვერდზე.
როგორც გაირკვა, ძაღლი, სახელად დონი დაჯდა ტრაქტორის საჭესთან, რომელიც პატრონს ეკუთვნოდა და მინდვრიდან გამოვიდა სამანქანო გზაზე. მოგვიანებით, გზების დეპარტამენტის გვერდზე დაიწერა: "გზა უკვე გათავისუფლდა საცობისგან. ძაღლი კარგად არის. ეს ყველაზე უცნაური ფაქტია ჩვენი მუშაობის პერიოდში."
Twitter -ის მომხმარებლები დაინტერესდნენ ამ ამბით და საგზაო დეპარტამენტის გვერდზე შემდეგ კითხვებს სვამდნენ: "ჰქონდა, თუ არა ძაღლს მართვის მოწმობა?", "დააპატიმრეს, თუ არა ძაღლი?" და ა.შ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, პატრონი რამდენიმე წუთით გადავიდა
ტრაქტორიდან, ამ დროს ძაღლი გვერდით სავარძელში იმყოფებოდა, ის გადავიდა საჭის მხარეს
მანქანის პედალს დააწვა, ტრაქტორი დაიძრა და ცენტრალური გზის მხარეს გადავიდა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!