ძაღლი, რომ პატრონის ერთგული ცხოველია, ამისი უამრავი მაგალითი არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა ის ჯიშიანია, თუ "უჯიშო". ძაღლები ყოველთვის გამოხატავენ პატრონის მიმართ უანგარო სიყვარულსა და გმირობას. ეს ცხოველი ბავშვის საუკეთესო მეგობარიც არის და ამასთანავე მათი დამცველიც.
ჩვენი პატარა ამბავიც ტენესის შტატში მცხოვრებ ოჯახზეა. მათ რამდენიმე თვის წინ აიყვანეს მეტისის (უჯიშო) ძაღლი, რომლის პატრონებიც სხვა ქალაქში გადადიოდნენ საცხოვრებლად. როდესაც ეს ამბავი პირსცილა ეფერსონმა გაიგო, გადაწყვიტა ძაღლი სახელად კოკო თავის ოჯახში წაეყვანა და მასზე ეზრუნა.
ერთ საღამოს, როდესაც პრიცილა მეორე სართულზე იმყოფებოდა შემოესმა კოკოს გაუჩერებელი ყეფა პირველი სართულიდან, სადაც პრიცილას სამ შვილს ეძინა.
"მე ჩავედი პირველ სართულზე და წარმოუდგენელი რამ დავინახე. ჩვენს სახლშ დათვი შემოსულიყო, რომელიც ბავშვების საძინებლის კარებთან დაბნეული დადიოდა, ხოლო კოკო მას ოთახში არ უშვებდა და თავგანწიურელი უყეფდა. ხმას ვერ ვიღებდი, რადგან მეშინოდა ჩემს ხმაზე დათვს ძაღლისთვის რამე ზიანი არ მიეყენებინა."- ამბობს ბავშვების დედა.
დათვი თითქმის ერთი საათის განმავლობაში დაბნეული დადიდოდა. კოკო ყველანაირად ცდილობდა გარეული ცხოველი ბავშვების საძინებელში არ შეეშვა. დათვი რამდენჯერმე გაიწია ძაღლისკენ, თუმცა კოკო თავს არ ზოგავდა, რომ ცხოველი სახლიდან გაეგდო, რაც მან საბოლოოდ მოახერხა.
"არ ვიცი რა მეშველებოდა, იმ საღამოს კოკო, რომ ჩვენი ოჯახის გვერდით არ ყოფილიყო. მან მოახერხა და ეს უზარმაზარი ცხოველი სახლიდან გააძევა. შეიძლებოდა, რომ დათვს მისთვის სასიკვდილო ზიანი მიეყენებენინა, თუმცა კოკო არ შეუშინდა ამ საშიშ ცხოველს და ბოლომდე იბრძოლა ჩემი შვილების დასაცავად."- ამბობს პრისცილა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!