ძაღლი ლემონის ცხოვრება სავსებით განსვავებულია სახვა ბინადრებთან შედარებით . საოცარია, თუმცა ფაქტია, როდესაც ძაღლი ორ თათზე დგას და მიწას ამუშავებს.
ლემონი დიდი ზომის შნაუცერია. ის ცხოვრობს რუსეთში, ომსკის რეგიონში. ლეკვობიდანვე ფერმერის საუკეთესო ოთხფეხა მეგობარმა, საოცარი ნიჭი გამოავლინა სხვადახვა სამუშაოს მიმართ.
ლემონისთვის პრობლემა არ არის, ორ თათზე დამდგარი, მიწას რამდენიმე საათის განმავლობაში ამუშავებდეს.
ძაღლს, ასევე შეუძლია ჭიდან წყლის საქაჩი მოწყობილობით, ქეთლით წყალი აავსოს.
ლემონის პატრონი ალექსანდრე ამბობს, რომ წყლის ავსება, მისთვის ყველაზე სახალისო საქმეა.
ძაღლი 10 თვის იყო, როდესაც პატრონის დახმარებას ცდილობდა. ამ საქმიანობისთვის, ლემონს არ დასჭირვებია სპეციალური მომზადება. ნელ-ნელა მან თვითონ ისწავლა ყველაფერი.
დღის განმავლობაში, თუ დრო დარჩება, ძაღლი თავის თავს თვითონ ასეირნებს.
რა თქმა უნდა პატრონი, ცდილობს ძაღლმა მთელი დღის განმავლობაში იმ დატვირთვით არ იმუშავოს, როგორც ადამიანი, თუმცა როდესაც ლემონი ხედავს, რომ საქმეა გასაკეთებელი, არავის ბრძანებას არ ელოდება, თვითონვე აკეთებს ყველაფერს.
"თუ რამეს ვაკეთებ, ლემონს სურს ყველაფერი თვითნ გააკეთოს. ხელები რომ ჰქონდეს, ალბათ ყველა საქმეს თვითონ გააკეთებდა და მე არც მამუშავებდა. კიდევ კარგი ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია, ხანდახან ვუშლი, რათა დაისვენოს და ისეირნოს."- ამბობს ძაღლის პატრონი.