მთავარი » 2013»ნოემბერი»20 » "ჩემი ძაღლი მოკლა, თავი მოაჭრა და ყველას აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია"
15:32:22
"ჩემი ძაღლი მოკლა, თავი მოაჭრა და ყველას აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია"
"ჩემი ძაღლი მოკლა, თავი მოაჭრა და ყველას აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია"
19-11-2013
”ბიბი მხოლოდ და მხოლოდ ყეფის გამო გამო მოკლეს.” "იმუქრებოდა, მოვკლავო, რადგან მისი ყეფა აღიზიანებდა და აასრულა კიდეც, დაამტკიცა, რომ ვაჟკაცია"
"პატრულში დარეკვა და მეზობლის დაკარგვა ძაღლის გამო იქაური მოსახლეობისთვის მიუღებელია."
"ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი" ცხოველისადმი სისასტიკის მართლაც შემზარავი ფაქტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 11 ნოემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში მცხოვრებმა თამაზ ხუსკივაძემ ორლულიანი თოფით მოკლა ორი წლის კავკასიური ნაგაზი, ხვადი ბიბი, ნაჯახით თავი მოაჭრა, შემდეგ კი ცხოველის მოჭრილი თავით ხელში სურათები გადაიღო.საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვახტანგ მამალაძე ამბობს, რომ ფოტო დამნაშავის ინიციატივით იქნა გადაღებული და გავრცელებული. იგი შემთხვევის დეტალებზეც გვესაუბრა.
ვახტანგ მამალაძე:
- ეს ფაქტი ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში დაფიქსირდა. თამაზ ხუსკივაძემ ქართული ნაგაზის ჯიშის ძაღლი იარაღით მოკლა და შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა. მერე გამართა ფოტოსესია, ყველას აჩვენებდა, თუ როგორი ვაჟკაცია და როგორ იძია შური ძაღლზე. სანამ ამ შემზარავ ქმედებას ჩაიდენდა, იმუქრებოდა, რომ ამ ძაღლს მოკლავდა, რადგან ის უყეფდა ხოლმე. კი არ იკბინებოდა, მხოლოდ უყეფდა. თამაზ ხუსკივაძე "თავისებური" ბიჭია, ის 20 წლის ახალგაზრდაა.
- შურისძიება ახსენეთ. შური რის გამო იძია? ძაღლმა მის რომელიმე ახლობელს რამე ხომ არ დაუშავა?
- აბსოლუტურად არაფერი, მსგავსი რამ არ მომხდარა. ბიბი მხოლოდ და მხოლოდ ყეფის გამო გამო მოკლეს.
- არის შემთხვევები, როცა ექიმები ძაღლის თავს ითხოვენ იმის დასადგენად, ცხოველს ცოფი ჰქონდა თუ არა. იქნებ, თავის მოჭრის მიზეზი ეს იყო?
- არა, ძაღლს ცოფის ნიშნები არ ჰქონდა. თანაც, არავისთვის უკბენია. მან უბრალოდ ძაღლს ”აჯობა”, მოკლა, მერე ტანიც და თავიც იქვე, ხეებში მიაგდო. განახორციელა, შეასრულა ის მუქარა - ძაღლს მოვკლავო. ეს არის და ეს. - ცხოველების გადარჩენის სახალხო ფრონტის განცხადებაში ნახსენებია, რომ ხუსკივაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით უნდა გასამართლდეს. რას ითვალისწინებს ეს პუნქტი?
- 259-ე მუხლი ითვალისწინებს ან ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. როგორ კვალიფიკაციას მიანიჭებენ და რა დაემუქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
ბიბის პატრონი, ლეილა კიკნაველიძე:
- ჩვენთან, სოფელში რკინიგზის სატვირთო სადგურია. მატარებლებს ძალიან ხშირად მოჰყვებიან უპატრონო, მაწანწალა ძაღლები. პატარა ბიბი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, სოფელში ძალიან მოწყენილი დაბოდიალობდა, ფეხი ჰქონდა მოტეხილი და თავზეც ტრავმა ჰქონდა მიღებული. როგორც ჩანს, ბავშვები რაღაცებს ესროდნენ. მე და ჩემმა მშობლებმა შევიფარეთ და ვუმკურნალეთ. დეპრესია ჰქონდა, რადგან სულ ძველ პატრონს ელოდებოდა. ეტყობოდა, რომ ჭკვიანი და გაწვრთნილი, გაწონასწორებული ძაღლი იყო. არავის არაფერს ერჩოდა, ცოფზე აცრილი გვყავდა.
- გარეთ უპრობლემოდ უშვებდით? არ გეშინოდათ, რომ ვინმეს ზიანს მიაყენებდა?
- ხანდახან ჩვენ თვითონ ვუშვებდით. არ გვეშინოდა, რადგან უკვე ვიცოდით, რომ აბსოლუტურად არავის არაფერს ერჩოდა. მაგ ბიჭს, თამაზ ხუსკივაძეს, როცა ნასვამი იყო, უყეფდა ხოლმე და ერთი-ორჯერ გამოეკიდა კიდეც, მაგრამ ნამდვილად არ უკბენია. არა მარტო მისთვის, საერთოდ არავისთვის უკბენია. ერთხელ იყო შემთხვევა, რომ ჩემი ბავშვების თვალწინ ამ ბიჭმა ძაღლს ქვები ესროლა. რა თქმა უნდა, შენიშვნა მივეცი, რომ ბავშვების წინ ნუ აკეთებდა და საერთოდაც, ნუ ესროდა ქვებს. მითხრა, შენი ძაღლია და მაშინ სახლში შეიყვანეო. ბიბი ერთხელ გასული იყო გარეთ, ეს ბიჭი ისევ ნასვამი იყო, თანაც ძალიან და ამ დროს მოხდა ეს ფაქტი. მე თბილისში ვცხოვრობ და არ შევსწრებივარ. მითხრეს, რომ ბიბის ჯერ თოფი ესროლა, მოკლა, მერე თავი მოაჭრა და ყველას აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია.
- ამ ამბავს ან თქვენი მშობლები, ან სოფლის მაცხოვრებლები არ შესწრებიან, რომ მისი მოქმედებისთვის ხელი შეეშალათ?
- ჩემი მშობლები ადგილზე არ იყვნენ, რადგან დილიდან საღამომდე მუშაობენ. ფაქტს, ალბათ, არავინ შესწრებია ან მოსახლეობა იყო, მაგრამ იქ პატარა დასახლებაა და პატრულში დარეკვა და მეზობლის დაკარგვა ძაღლის გამო იქაური მოსახლეობისთვის მიუღებელია. მაგდენი ბევრს არ ესმის, ხომ ხვდებით. - ხომ არ იცით, ახლა თვითონ ხუსკივაძე რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით?
- ვიცი, რომ ძალიან დათრგუნვილები არიან მისი მშობლები. დედამისი არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩვენთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ და როგორც კორპუსში კარის მეზობელი, დაახლოებით ისეთი მეზობლები ვართ. თვითონ თამაზი, როგორც გავიგე, სახლშია და ძალიან განიცდის, რადგან ხალხისგან ამ ყველაფერს ასეთი ცუდი რეაქცია მოჰყვა. - შურისძიება ასეთ წვრილმანის გამო უცნაურია...
- უბრალოდ, დაუმტკიცა ყველას, რომ მაგარი ბიჭია და შეუძლია, ასე უმოწყალოდ მოექცეს ძაღლს. მე მეტ ახსნას ვერ ვუძებნი.
- რაიმე ფსიქიკური პრობლემა ხომ არ ჰქონდა?
- არ ვიცი. მისგან საეჭვო არავის არაფერი ახსოვს, ამიტომ, ეს ფაქტი სრულიად მოულოდნელი იყო.
მოკვლა რათქმაუნდა დაუშვებელია და თავის მოკვეთა და რაღაც სისატიკეც არაა დასაშვები მაგრამ ჩემი აზრით ძაღლის პატრონიც ტყუის,თუ ესეთი აგრესიული იყო ძაღლი ადამიანების მიმართ და პირუტყვის მიმართ მაშინ ან უნდა დაება ან უნდა დაემწყვდია ან ისეთი ღობე უნდა ჰქონოდა რო არ გამძვრალიყო ან არ არ გადამხტარიყო ეზოს გარეთ და ხალხს თავზე არ დასხმოდა მითუმრტეს გაუფრთხილებიათ,კიდევ ვამბობ,მოკვლა და დანაწევრება დაუშვებელია მაგრამ პატრონსაც უნდა გაეთვალისწინებინა გაფრთხილება,
მონადირე კაცმა ძაღლს თოფი როგორ უნდა ესროლოს??? მას მონადირე არ ქვია. ჯვარი მეწეროს ჩემს ძაღლს ერთი ბეწვი რომ ჩამოუარდეს თავს მოვჭრი იმ ადამინს.. შუბლს გაუხვრიტავ, ცოცხალი არსებაა ვერ ლაპრაკობს გული სად ქონდა მაგ უბედურს რა გუმლმა გაუძლო თავი რომ მოჭრა?? არანორმალური.. უნდა დაისაჯოს , ის არც ადამინებს დაზოგავს, თუ შიოდა ერთი ნაჭერი პური რომ გადეგდი არ დაააქცევდათ იმ სოფლელებს, სიკვდილისთვის ცოდოა თან ესეთი სადისტური სკვდილისთვის, საცოდავი ძაგლი..
გასაგებია, ყველას ემოცია, მაგრამ კომენტარებში იყო წარმოუდგენლად უწმაწური სიტყვები. მონადირეების საიტზე ხართ! და რა პორნო საიტზე!!! ყველა ასეთი კომენტარი წაიშლება! ავტორი კი მიიღებს ბანს!
ტქვენი მუხლე ბი და კაონები დაიწვა ცეცხლსში ის ტუ ისჯება მაწანწალას რომ მოკლავ ის ტუ იციან რომ გარეტ გამოუშვებ უპატრონოდ და დაწანწალწბს მასინ უნდა ისჯებოდეს კანონიტ და აგარ აიყვანს ისე ჰაერზე ზაგლს არავინ საზგვარგარეტ ესეა
დაება სახსჰი და აგარ ესროდა ესაა მტავარი მაგას ძაგლიც უნდოდ ტან არ ეჭმია გამოეგდო გარეტ მოკლავდენ აპა რას იზამდენ ჯერ რამ შეაქნევია ამხელა ამბავი მაგის მაწანწალა დედაც ვატირე ერტი ვიგაცა ვიტომ ცხოველტა მოსიყვარულე ლეილა არა ის კიდე თუ ესე ირეოდა ვერ წაიყვანა სახსჰი და დააბა მარა ტავის მოჭრა ეგ მარტლაც სადიზმია ტუ ეგ ეგრე იყო მარა ასე გასაჯაროვება ლეილას მხრიდან მარწმუნებს იმაში რომ პაჯიგაწელია უფრო
26 goga_123 იმედია ჩემი პოსტი კარგად წაიკითხე იქ ეწერა (თუ მართალია) ის ფაქტი რო 20 წლის ადამიანმა შინაური ცხოველი მოკლას თავი მოაჭრა და თავით ხელში სურათი გადაიღოს მის ფსიქიკურ პრობლემაზე (სადიზმი) მიუთითებს თუნდაც იმ გოგონაზე შურისძიების მიზნით გაეკეთებინა, თავდაცვის მიზნით კი ძაღლის მოკვლა ისეთივე დანაშაულია როგორც ქათმის დაკვლა, ხეხვას რაც შეეხება სიტყვის მასალად იყო გამოყენებული და ციხეში ჯდომას გულისხმობდა რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და არა მარო იმიტო რო ვიღაცის პირადი ცხოველი მოკლეს არამედ იმიტომაც რომ სისადისტე ცხოველების მიმართ სამომავლოდ აუცილებლად გამოვლინდება დაუცველი ადამიანების მიმართ და ბოლოს არავინ იცის რა როგორ იყო უბრალოდ ყველა პოსტი ერთი მხარეს იხედებოდა და ამოტომაც დავწერე ჩემი აზრი
შეიძლება ტავაცვის მიზნით ესროლოს კაცმა მაგრამ თავის მოჭრა და მერე ფოტოების გადაღება უკვე ყველა კითხვას სცემს პასუხს რო ეს ადამიანი სადისტია, თუ რა იტყვის სამურაის ხმლით მიდიოდა ამ დროს ძაღლი გამოეკიდა და თავი მოჭრა? მარჯვენა ხელი უნდა მოჭრა ასეთ ადამიანს ჩემს ძაღლს რო მსგავსი რამ გაუკეთოს ვინმემ ჩათვალოს იგივეს გავუკეთებ მას , რამ გაუყინა ადამიანებს სისხლი და რამ გაამხეცა ასე
ძალიან ცუდია, მოკვლას რაც შეეხება მე გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ ( იმის იმედით რო არამონადირე ძაღლს ხმის შეეშინდება) დაუფიქრებლად ვერსვრი ჩემ სოფლეში მცხოვრებ რამდენიმე ძაღლს იმიტო რო ვიცი ან დამკბენს (არაერთი დაუკბენია) ან ლეკვს დამიხრჩობს.ძაღლი მითუმეტეს მასეთი ზომი და მითუმეტეს თუ აგრესიულია თუნდაც ცხოველების მიმართ, დაბმული უნდა იყოს ან ეზოს გარეთ ვერ გადმოდიოდეს. რაც შეეხება თავის მოჭრის ფაქტს ეგ არავის დაუნახია და შესაძლებელია დაჭრილი ცხოველი მატარებელს მოეკლა, სურათი კი იდიოტის გადაღებულია იდიოტისვე თხოვნით დანარჩენი კი ჟურნალისტების საუშაოა. არავის ვამართლებ! მხოლოდ ცოტა სხვა კუთხით დავინახე და თუ სიმართლეა მსგავსი საქციელის ჩამდენი იმდენხანს უნდა ხეხავდეს ციხის ტუალეტს რამდენსაც ეგ საწყალი ცხოველი იცოცხლებდა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!