მთავარი » 2015»აპრილი»23 » ბუნების საოცრება შავი ფლამინგო - "მახინჯი იხვის ჭუკი" (+ვიდეო)
14:22:59
ბუნების საოცრება შავი ფლამინგო - "მახინჯი იხვის ჭუკი" (+ვიდეო)
მლაშე ტბა აკროტირი, რომელიც კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს - ულამაზესი ვარდისფერი ფრინველების სამოთხეა . აქ უამრავი პატარა კიბორჩხალაა, რაც ფლამინგოების ძირითად საკვებს წარმოადგენს. ყოველ გაზაფხულზე ტბასთან ამ სახეობის 20 000-მდე ფრინველი მოფრინავს.
წელს ორიონტოლოგებმა ნაზ-ვარდისფერ ფლამინგოებში ამ სახეობის შავი ფერის ფრინველი აღმოაჩინეს. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ფრინველი უდაოდ უნიკალურია და შესაძლოა ერთადერთია მსოფლიოში.
ეს ფლამინგო თითქმის სულ შავია, მხოლოდ რამოდენიმე თეთრი ბუმბული აქვს ზურგზე. ასეთი შეფერილობა მის გენეტიკურ დაავადებაზე მეტყველებს, რის შედეგად ფრინველის ორგანიზმი საჭიროზე მეტ მელანინს, მუქ პიგმენტს გამოიმუშავებს, რომელიც ფრინველის თვალების, კანის და ბუმბულის ფერზე ახდენს გავლენას.
შარშან ასეთივე ფლამინგო ისრაელში შეამჩნიეს. ორინტოლოგები ფიქრობენ, რომ ეს იგივე ფრინველია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!