მთავარი » 2015»მაისი»17 » ახალგაზრდა კაცი თავისი გადარჩენილი ლეკვის ყოველ ნაბიჯს იღებს (+ვიდეო)
16:10:13
ახალგაზრდა კაცი თავისი გადარჩენილი ლეკვის ყოველ ნაბიჯს იღებს (+ვიდეო)
ეს უსაყვარლესი ლეკვი ახალგაზრდა კაცმა ძაღლების გასამრავლებელი ფერმიდან დაიხსნა. მისი და-ძმის უმეტესობა დაბადებისთანავე დაიღუპა. ამ ლეკვს კი ღირსეული ცხოვრების შანსი მიეცა.
მას პეგასი დაარქვეს. იგი პიგმენტების ნაკლებობას განიცდიდა. ამ პრობლემის მქონე ლეკვები, როგორც წესი, მხედველობის გარეშე ან სმენადაქვეითებულები იბადებიან. მის მომავალ პატრონს ასეც უთხრეს.
"იმის ნაცვლად, რომ ცუდზე გამემახვილებინა ყურადღება, გადავწყვიტე, აღმებეჭდა ყოველი დღე, რომელსაც ერთად გავატარებდით", - ამბობს პეგასის პატრონი, - "ყველაფერს ვიღებდი, რას ვაკეთებდით, როცა ის კარგად გრძნობდა თავს და მშვენიერ ხასიათზე იყო. ვიღებდი ფაქტობრივად ყოველ ნაბიჯს, რადგან არ ვიცოდი რამდენ ხანს იცოცხლებდა. ეს საოცარი დრო უკვე ნახევარი წელი გრძელდება, მომენტიდან, როდესაც ის სულ ერთიბეწო, 4 კვირის იყო, სანამ 7 თვის ძაღლად არ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ პეგასის წინაშე ყოველთვის იქნება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემები, დღესდღეობით იგი ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე ხასიათის სრულიად ბედნიერი ძაღლია."
ფოტოგრაფი დეივ მეინერტი, პეგასის პატრონი სამხრეთ აფრიკაში რეჟისორია. მისი სიტყვებით, იგი ბევრს მუშაობს ცხოველებთან, ქმნის ფილმებს, რომლებიც ადამიანებს თავისი ემოციურობით იზიდავს. ეს ვიდეო პეგასის ცხოვრების შესახებ დეივისთვის პირადი აღმოჩენაა და თავის საყვარელ ძაღლს მიუძღვნა.
"მითხრეს, რომ თუ პეგასი გადარჩება, მას ან მხედველობა ან სმენა ექნება დაქვეითებული და ამიტომ გადავწყვიტე, მისი ყოველი ბედნიერი დღე გადავიღო", - ამბობს დეივი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!