მთავარი » 2015»მაისი»17 » სოციალური ექსპერიმენტი: თავშესაფრის ცხოველები გასაყიდად ზოომაღაზიაში გაიყვანეს (+ვიდეო)
16:11:55
სოციალური ექსპერიმენტი: თავშესაფრის ცხოველები გასაყიდად ზოომაღაზიაში გაიყვანეს (+ვიდეო)
ყველა შინაური ბინადარი მოსიყვარულე პატრონს იმსახურებს. ბრაზილიის ცხოველთა უფლებების ორგანიზაციამ გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ ყველა ძაღლსა და კატას, განურჩევლად ჯიშისა, შეუძლია იპოვოს პატრონი. ისინი დაუკავშირდნენ ერთ-ერთ ზოომაღაზიას და თავშესაფრის ბინადრები გასაყიდად გაიყვანეს. ცხოველებზე არ მიუთითებიათ არანაირი ინფორმაცია. თუ რა მოხდა შემდეგში, ვიდეო რგოლში იხილავთ.
მყიდველებისთვის არაფერი იყო განსაკუთრებული - ისინიც ისეთივე საყვარელი კნუტები და ლეკვები იყვნენ, როგორც სხვა ჯიშიანი ცხოველები. როცა მყიდველი მიდიოდა სალაროსთან, რათა შერჩეული ლეკვის ან კნუტის სანაცვლოდ თანხა გადაეხადა, მხოლოდ მაშინ ეუბნებოდნენ, რომ ცხოველის წაყვანა უფასოდ შეეძლოთ. მსურველების უმეტესობა თავიდან საეჭვოდ აღიქვამდა ამ სიტუაციას, თუმცა, შემდეგ ხვდებოდნენ, რომ ყოველივე ეს ცხოველების დასახმარებლად იყო მოწყობილი და სიხარულით მიჰყავდათ თავიანთი ოჯახის ახალი წევრები სახლში.
"AccoviaccaoQuatroPatinhas"-მა გადაიღო ვიდეო რგოლი, სახელად "შეუფასებელი ცხოველები". მათ დაგვანახეს, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველისთვის იპოვოს მოსიყვარულე პატრონი. ადამიანები მიდიან ზოომაღაზიაში, რომ კნუტის ან ლეკვის შეძენისას ფული გადაიხადონ იმ დროს, როცა თავშესაფარში ცხოველები დარდით, ავადმყოფობით ან ევთანაზიით კვდებიან.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!