ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » აპრილი » 29 » როგორ მოვუაროთ ახალგაზრდა ბოცვერს    

18:39:20
როგორ მოვუაროთ ახალგაზრდა ბოცვერს
ვიდრე ბოცვერს შეიძენდეთ, კარგად დაფიქრდით, სად მოუწყობთ მას ბინას , ვინ იკისრებს პასუხისმგებლობას მის მოვლაზე, მოახერხებთ თუ არა, სათანადო დრო დაუთმოთ "აღსაზრდელს".

პატარა ერთი თვისა მაინც უნდა იყოს. მისი შეძენისთანავე უნდა იყიდოთ გალიაც. ეგებ აპირებთ, ძვირფას ცხოველს ბინაში თავისუფლად სეირნობის უფლება მისცეთ, მაგრამ გალია მაინც დაგჭირდებათ. ისე კი, სჯობს, ეს პრობლემა უფრო ადრე მოაგვაროთ. უმჯობესია, გალია თავიდანვე დიდი ზომისა იყოს, რათა რამდენიმე თვეში არ მოგიხდეთ მისი გამოცვლა.



მოზრდილი ბოცვრის გალიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 60 სანტიმეტრი სიგრძის პლასტმასის სადგამი. ლითონისცხაურიანი ფსკერი დაუშვებელია - ბოცვრის თათების რბილი ბალიშები ასეთ "იატაკს" ვერ აიტანენ.

გალიისთვის ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოთ, რომ ის არც გამათბობელთან იყოს ახლოს და არც ორპირი ქარი მოხვდეს. მის ფსკერზე შეგიძლიათ დაყაროთ ნახერხი ან ჩალა.
გალიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპეციალური სათავსი თივისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში იატაკზე დაყრილი თივა მალე უვარგისი გახდება. აუცილებლად უნდა შეიძინოთ სპეციალური ავტომატური წყლის ჭურჭელი მღრღნელებისათვის და ჯამი მარცვლოვანი საკვებისათვის. უმჯობესია, ჯამი კერამიკისა იყოს და მძიმე ფსკერი ჰქონდეს, რათა ბოცვერმა ვერ გადააბრუნოს. კარგია სპეციალური ლითონისგან დამზადებული ჯამებიც. ისინი გალიაზე მაგრდება და იოლად იხსნება, როცა საკვების დამატება გვსურს.
ახალგაზრდა ბოცვრებისთვის ძირითადი საკვები თივა და სპეციალური ნარევია. მათ შეიძლება დავუმატოთ ჰერკულესი. შეგვიძლია, გამოვიყენოთ ბოცვრებისთვის განკუთვნილი სპეციალური მზა საკვებიც, რომელიც ზოომაღაზიებში იყიდება. უმჯობესია, ახალი საკვები ბოცვერს მცირე რაოდენობით, ძველ, ჩვეულ საკვებთან შერეული მივცეთ. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ წიწიბურა, შვრია. თივა ბოცვერს ყოველთვის უნდა ჰქონდეს.
მიზანშეწონილია, ბოცვერს გაფილტრული ან ოთახში ნადგამი ონკანის წყალი ვასვათ. ანადუღარი წყალი არ არის სასურველი - ის ჟანგბადით ღარიბია და არც მინერალებს შეიცავს. არც მინერალური წყალია საჭირო - ის მეტისმეტად მდიდარია მარილებით და შესაძლოა, შარდკენჭოვანი დაავადება გამოიწვიოს.

ორი თვიდან მენიუ შეიძლება გავამდიდროთ ხილით, ბოსტნეულით და მწვანე ბალახით. ყოველი ახალი საკვები თავდაპირველად თითო ნაჭერი უნდა მივცეთ. უმჯობესია, ბოცვერმა პირველად სტაფილოსა და ვაშლს გაუსინჯოს გემო, კომბოსტო კი 3-4 თვიდან არის მიზანშეწონილი.

გალიაში ბოცვერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოწითალო-მოყავისფრო მინერალური ქვა. შესაძლოა, კარგა ხანს არც კი მიაქციოს ყურადღება, მაგრამ მინერალების დეფიციტის შემთხვევაში მის ლოკვას დაიწყებს და ასე შეივსებს დანაკლისს.

ის ადამიანები, რომლებიც მებოცვრეობას მისდევენ, მიიჩნევენ, რომ სპეციალური ნარევები, რომლებიც ზოომაღაზიაში იყიდება, მუდმივ საკვებად არ გამოდგება. ის იშვიათად, ჯილდოდ უნდა გამოვიყენოთ. ამავე მიზნით ბოცვერს შეიძლება გავუმასპინძლდეთ თეთრი პურის ორცხობილათი.

აუცილებელია, სიფრთხილე გამოვიჩინოთ ვიტამინების მიმართ. ბოცვრისთვის მათი სიჭარბე უფრო საზიანოა, ვიდრე დეფიციტი.

სასურველია, ბოცვერი დღეში ერთხელ, ნახევარი საათით მაინც გავასეირნოთ. ამ დროს იატაკიდან უნდა ავიღოთ ზედმეტი სადენები, თორემ ცხოველი მათ მცენარის ტოტებად ან ფესვებად მიიჩნევს და გადაღრღნის.

სეირნობისას შპალერი ან ავეჯი რომ არ დაღრღნას, ბოცვერს კბილების გალესვის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამისათვის გალიაში ყოველთვის უნდა ედოს ცარცის ნატეხი, ხის ტოტი.
ბოცვერი ძალიან სუფთა ცხოველია. როცა წამოიზრდება, ტუალეტისთვის ერთ ადგილს აირჩევს. ბოცვერს შეიძლება ვასწავლოთ, რომ სპეციალურად კატებისთვის დამზადებული "ტუალეტით" ისარგებლოს. გარდა ამ ჩვევებისა, ბოცვერი საკუთარ სახელზე რეაგირებასაც სწავლობს.



დაუშვებელია ბოცვრის საკვებად დაძველებული პროდუქტების გამოყენება. თივა წინასწარ დაყნოსეთ. მას მშრალი ბალახის ან აფთიაქში შეძენილი ბალახების სუნი უნდა სდიოდეს. თუ სუნი გეუცნაურათ, თივა ბოცვერს არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ. მშრალი საკვებიც საღი და მავნებლებისგან დაუზიანებელი უნდა იყოს, თორემ ცხოველს ფაღარათი დაეწყება.
გალია სუფთა უნდა იყოს. მისი გაწმენდა კვირაში ორჯერ მაინც არის საჭირო. დაბინძურებული და სველი სადგამი საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა გავრცელებას უწყობს ხელს.

პატარა ბოცვრის ქცევას ყურადღებით დააკვირდით. თუ მოწყენილია, უხალისოდ ჭამს და ფაღარათიც დაემართა, ესე იგი, ავად არის. ფაღარათი ბოცვრისთვის უფრო საშიშია, ვიდრე ადამიანისთვის - თუ გაუხანგრძლივდა, შესაძლოა, სიცოცხლესაც კი გამოასალმოს.

ფაღარათის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება, შეუფერებელი საკვები, გაფუჭებული საკვები, რაციონის მკვეთრი შეცვლა, ხილისა და ბოსტნეულის ნაადრევი და ჭარბი მიღება, ვირუსული ინფექცია, კუჭის დაავადებები, კოკციდიოზი, რომელიც განსაკუთრებით.

თუ ბოცვერს ფაღარათი დაეწყო, მიეცით აფთიაქში შეძენილი გვირილის ნაყენი. თუ არ დალია, პირში შპრიცით ჩაასხით. შემდეგ კი გალიას მიხედეთ - გაასუფთავეთ, შიგ მარტო თივა და წყალი დატოვეთ, სადგამი გარეცხეთ. თუ მეორე დღეს ფაღარათი არ შეწყდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს - არ არის გამორიცხული, ბოცვერი მძიმედ იყოს ავად.

შეგიძლიათ, ფაღარათის პროფილაქტიკისთვის კვირაში ერთი-ორჯერ ბოცვერს გვირილის ნაყენი ასვათ.

წყაროhttp://mkurnali.ge
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 2274 | დაამატა: Falconry | ტეგები: ახალგაზრდა, მოვუაროთ, როგორ, ბოცვერს | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика