2013 წელს ბლუმის ოჯახმა ავტრალიიდან ადგილობრივ ბიბლიოთეკასთნ კაჭკაჭი აღმოაჩინა. ფრინველი მიწაზე მიფორთხავდა და ვერ ფრინდებოდა
ფრინველის გადასარჩენად ბლუმებმა ის სახლში წაიყვანეს და პინგვინი დაარქვეს. მას შემდეგ ფრინველი მათი ოჯახის ხშირი სტუმარი გახდა. პინგვინი ძალიან ჭკვიანი კაჭკაჭი აღმოჩნდა. ის ეთამაშება ბავშვებს, ზის მხარზე და უყვარს ლოგინზე წოლა.
დღის დასაწყისშივე კაჭკაჭი ყველას სკოლასა და სამსახურში აცილებს, ხოლო საღამოს ხვდება ოჯახს.
"პატარა კაჭკაჭი ჩვენს ოჯახში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხიდან ჩამოვარდა. ის მხოლოდ სამი კვირის იყო. ჩვენ მას ვუვლიდით და კაჭკაჭი ნელ-ნელა გამოკეთდა.
ის უყურებს ტელევიზორს, თამაშობს ბავშვებთან, უყვარს მათთან ერთად ლოგინში ყოფნა. არასოდეს გვეგონა, რომ ოდესმე კაჭკაჭი ჩვენი ოჯახის წევრი გახდებოდა. ჩვენ იგი მართლა ძალიან გვიყვას. ის დაფრინავს იქ, სადაც სურს. ხშირად უბრალოდ ჩვენთან ერთადაა დილაობით, ხოლო როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიან, მიფრინავს თავის საქმეებზე. თუ ვიწყებთ ხელების ქნევას, ის იმავეს იმეორებს ფრთებით. ჩვენი კაჭკაჭი ბევრ დროს ატარებს სახლში, ეთამაშება ბავშვებს. როდესაც ბავშვებთან მეგობრები მოდიან, ის მათან ერთადაც თამაშობს. ეს ძალიან სასაცილოა. რამოდენიმე თვის წინ ჩვენთან კაჭკაჭის უცხო ბარტყი შემოფრინდა. პინგვინი დიდხანს ეთამაშა მას. შემდეგ კი ისინი უბრალოდ ერთად ისხდნენ ჩვენს სახლში. ძალიან კარგია მასთან ერთად დროის გატარება. ის ძაღლივითაა: ზის თავისთვის ხეზე, ხოლო როდესაც ჩვენ გვხედავს ფრთხიალებს და გვაჩვენებს, როგორ უხარია", - ამბობს ოჯახის უფროსი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!