ქამელეონს შეუძლია ერთდროულად სხვადასხვა მხარეს იყუროს, მისი თვალები ისეა მოწყობილი, რომ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობს.
ქრცვინს დღე-ღამის განმავლობაში 20 საათი სძინავს.
ფრანგები მტრედს "მფრინავ ვირთხას" ეძახიან.
ვეფხვს არა მარტო ბეწვი აქვს ზოლიანი, არამედ კანიც
ცხენს 18 ძვალზე მეტი აქვს, ვიდრე ადამიანს.
ჟირაფს ყველაზე დიდი გული აქვს, ხოლო ენა – მთლიანად შავი.
ვეშაპის გული წუთში მხოლოდ 9 იმპულსს აკეთებს.
ქათამმა ყველაზე დიდხანს 13 წამს იფრინა.
პინგვინი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც შეუძლია ცურვა, მაგრამ არ შეუძლია ფრენა
მუშა ჭიანჭველას შეუძლია ასწიოს და გადააადგილოს მის წონაზე 50-ჯერ მძიმე ტვირთი.
როდესაც 1850 წელს ევროპიდან ამერიკაში პირველად ბეღურები ჩაიყვანეს, გახარებულმა ამერიკელებმა ფრინველებს იმდენი, საკვები დაუყარეს, რომ ბეღურების უმეტესობა ჭამით დაიხოცა.
ერთადერთი შინაური ცხოველი, რომელიც არ არის მოხსენიებული ბიბლიაში, კატაა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!