ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » თებერვალი » 28 » შინაური ცხოველები, ადამიანი და ჯანმრთელობა    

15:54:26
შინაური ცხოველები, ადამიანი და ჯანმრთელობა
შინაური ცხოველები, ადამიანი და ჯანმრთელობა
 
 
შინაური ცხოველები, ადამიანი და ჯანმრთელობა
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, იგი განიცდის იმავე გრძნობებს, რომლებიც ადამანისთვის არის დამახასიათებელი: შიმშილს, წყურვილს, შიშს და ტკივილს”. გარდა ამისა, ცხოველი ხშირად ქცეულა თავისი პატრონის მკურნალად, ზოგიერთი ცხოველის ერთგული ბუნება მალამოდ დასდებია ადამიანის სულს. ამის დამადასტურებელი უამრავი ცხოვრებისეული მაგალთი არსებობს.


ტერმინი “ზოოთერაპია” ჯერჯერობით არ არის შესული სამედიცინო ლექსიკონში, თუმცა ცხოველებით მკურნალობას ჯერ კიდევ მეზოლითის ხანაში მიმართავდნენ. ჩვ.წ.აღ-მდე 10-15 ათასი წლის წინ პუდელებისა და დობერმანების წინაპრები ლოკვით უშუშებდნდენ ჭრილობებს თავიანთ პირველყოფილ პატრონებს. ცხოველები შესანიშნავად გრძნობენ ბიოველს და განასხვავებენ ადამიანისთვის შეუგრძნობ სუნს, ე.ი. ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მოლეკულურ და ბიოენერგეტიკულ დონეზე. ექიმები დიდი ხანია დარწმუნდნენ, რომ ცხოველებთან მუდმივი კონტაქტი მეტად სასიკეთოა ადამიანის როგორც ფიზიოლოგიისთვის, ასევე ფსიქიკისთვისაც. ასე რომ, ჩვენი საყვარელი არსებები ადამიანის არა მხოლოდ სულს, არამედ სხეულსაც კურნავენ. შუა საუუნეებში ევროპაში კატის გასაოცარ შესაძლებლობებს ეშმაკისეულად მიიჩნევდნენ. საბრალო ცხოველებს კოცონზე წვავდნენ იმ ქალებთან ერთად, რომელთაც ჯადოქრობა ედებოდათ ბრალად. კატებზე ნადირობა ევროპელებს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ - XIV-XV საუკუნეებში ჭირის ეპიდემიამ გაანადგურა კონტინენტის მოსახლეობის 30%. ჭირის გავრცელება ვირთხების უზომოდ გამრავლებას მოჰყვა. 

მკურნალი ფისო და მკურნალი ძაღლი
თუ ნევრალგია ან ართრიტი გაწუხებთ, კატა უშეცდომოდ მიაგნებს მტკივან ადგილს და შეეცდება, ისე მოგეკრათ, რომ არ შეგაწუხოთ. მისი მონოტონური კრუტუნი და თბილი სხეულის ვიბრაცია აყუჩებს ტკივილს. ამ ცოცხალ სათბურას შეუძლია, უმტკივნეულო მასაჟიც გაგიკეთოთ. მოკლედ, ეს არის ერთდროული ანესთეზია და თერაპია. ფისო ეხმარება ადამიანს ჰიპერტონიული კრიზის გადატანაში - ის არეგულირებს წნევას. ასე რომ, მაღალი წნევის დროს მოეფერეთ კატას. მართალია, ეს ვერ შეცვლის მედიკამენტებს, მაგრამ დამატებითი თერაპია ნამდვილად არ გაწყენთ. თუ თქვენი ფისო კისერზე შეგაცოცდათ და ხორკლიანი ენით ყურის ლოკვა დაგიწყოთ, არ გაუბრაზდეთ - პატარა მკურნალმა შესანიშნავად იცის ყურის ნიჟარაში განლაგებული აკუპუნქტურული წერტილების არსებობის შესახებ. ზოოთერაპიის მოულოდნელი და უფასო სენასი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ძაღლი საოცრად გონიერი, ერთგული და მგრძნობიარე არსებაა. მასთან ურთიერთობა სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანზე. ძაღლის პატრონები თავიანთ აღსაზრდელებთან ერთად კვირაში საშუალოდ 20 საათს ატარებენ სუფთა ჰაერზე, სეირნობა კი ადამიანის ორგანიზმზე ისევე მოქმედებს, როგორც მოკლე სამკურნალო კურსი: ფილტვები უკეთ მარაგდება ჟანგბადით, კუნთები აქტიურად და რიტმულად მუშაობს, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რაც აფერხებს ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარებას და თრომბების წარმოშობას. სუფთა ჰაერი ამშვიდებს, აჯანსაღებს იმუნურ სისტემას და ხსნის სტრესს. სტრესთან ბრძოლაში კატა არაფრით ჩამოუვარდება ძაღლს. ნერვული  დაძაბულობა რომ მოიხსნათ, ჩაჯექით სავარძელში და მოფხანეთ ყურები თქვენს ფისოს, მოეფერეთ მას და მის კმაყოფილ კრუტუნს უსმინეთ... მეცნიერულად დადასტურებულია, რომ როცა ადამიანი ეფერება შინაურ ცხოველს, სისხლის წნევისა და გულისცემის მაჩვენებლები რეგულირდება. ავსტრიელმა ეპიდემიოლოგმა ვარვიკ ანდერსონმა დაასკვნა, რომ შინაური ცხოველების მეპატრონეებს ქოლესტერინის მაჩვენებელი სისხლში სხვებზე საშუალოდ 2%-ით დაბალი აქვთ. სენტ-ვინსენტის საავადმყოფოში “ოთხფეხა თერაპევტების” ბრიგადა მორიგეობს. “მკურნალებს” ევალებათ, აიძულონ ავადმყოფები, მეტი იმოძრაონ, გაუმკლავდნენ მარტოობის მძიმე განცდას, ებრძოლონ დაავადებას. სენტ-ვინსეტი პირველი საავადმყოფოა ნიუ-იორკში, რომელმაც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსგან ასეთი ნებართვა მიიღო. ძაღლებმა მკაცრი გამოცდა გაიარეს და მიიღეს სპეციალური სერტიფიკატი, რომელიც მათ “პროფესიულ” ვარგისობას ადასტურებს. ძირითადი მოთხოვნა იყო ძაღლების კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობა ადამიანთა მიმართ. “ოთხფეხა მკურნალების” გამოჩენამ საავადმყოფოს გარემო სრულიად შეცვალა - ავადმყოფები გამოცოცხლდნენ, სიამოვნებით ესაუბრებიან, ამბებს უყვებიან პატარა მეგობრებს. 

ფარული საფრთხე
მართალია, ცხოველებთან ურთიერთობა რგებს ჩვენს ჯანმრთელობას, მაგრამ მათ შეიძლება დაავადებაც შეგვყარონ. ცხადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემატურად არ მივმართავთ ვეტერინარს, ცუდად ვუვლით ოთხფეხა მეგობრებს და სათანადოდ არ ვიცავთ პირად ჰიგიენას.

ნანა კალანდაძე


წყაროhttp://mkurnali.ge
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 2237 | დაამატა: Admin | ტეგები: ცხოველები, ჯანმრთელობა, შინაური, ადამიანი, და | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 solomon   (01.03.2015 15:07:24) [მასალა]
ძველი ჩინელები ნათესავებად მიიჩნევდნენ და "ახალი" ჩინელები ძაღლებს უმოწყალოდ ხოცავენ ჭამენ და ტყავებს ამზადებენ სხვადასხვა სამოსისთვის, ამის დამადასტურებელი ბევრი ვიდეო თუ სტატია არსებობს სხვა სხვა საიტებზე..

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика