გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებების გატარებისას ბაღდათისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
სამართალდამრღვევები მდინარეებზე: რიონსა და ძირულაზე თევზაობდნენ კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით - ელექტროშოკური აპარატითა და სახლართი ბადით.
ბრაკონიერებს, საერთო ჯამში, მოპოვებული ჰქონდათ 4 კგ. სხვადასხვა ჯიშის თევზი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა მოახდინეს სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის თევზის კონფისკაცია.
დგინდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს.