როდესაც ციმბირული ჰასკი, სახელად სილვი გაყინული ტბის ზედაპირზე დარბოდა, უეცრად ყინული ჩატყდა და ის ტბაში ჩავარდა. ძაღლი გადარჩენას ცდილობდა, პატრონიც ეხმარებოდა, თუმცა, ამოსვლას ვერ ახერხებდა. პატრონმა სამაშველო სამსახური გამოიძახა, ბოსტონელმა მეხანძრემ სენ კოლმა საკუთარი რისკის ფასად, ძაღლი ამოიყვანა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.
რამდენიმე წუთიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, 13 წლის ძაღლი პატრონს დაუბრუნდა. სილვი მადლობის ნიშნად თავის გადამრჩენელს მხარზე თავს ადებდა.
პატრონმა ის სასწრაფოდ ვეტერინართან წაიყვანა, თუმცა, სილვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.ძაღლი სახლში უვნებელი დაბრუნდა.
მისი საქციელი ნამდვილი გმირობა იყო
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!