ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 25 » The 2014 International Festival of Falconry. UAE-Abu Dhabi    

13:08:26
The 2014 International Festival of Falconry. UAE-Abu Dhabi

The 2014 International Festival of Falconry.
UAE-Abu dhabi

 5.12.2014 14 12 2014
 
     2014 წლის 4 დან 14 დეკემბრამდე არაბეთის გაერთიანებული საემირატოს დედაქალაქში აბუ დაბიში შეიხი ხალიფა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის დაფინანსებით და პატრონაჟით ჩატარდა ბაზიერთა მესამე საერთაშორისო ფესტივალი.  

  
     ფესტივალს ორგანიზება გაუწია ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაციამ IAF -მა, რომლის წევრიცაა ჩვენი, საქართველოს ბაზიერთა კლუბი.

     
     ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 80 ქვეყნის 800 - მდე ბაზიერმა და მტაცებელი ფრინველების მოყვარულმა.
 საქართველოდან იყო 5 დელეგატი: ალექსანდრე აბულაძე, ანზორ მიქელაძე, ლევან დობორჯგინიძე, ბექა ელიაშვილი და მე, გიორგი გაბუნია.


 
     ფესტივალი ჩატარდა ორ ეტაპად.
     5 დან 10 დეკემბრამდე ფესტივალის მონაწილეები დაბანაკებულები იყვნენ აბუ დაბიდან საათნახევრის სავალზე  მდებარე უდაბნოში მოწყობილ საველე კარვებში. 

 
 

     10 დან 15 დეკემბრამდე კი აბუ დაბიში მდებარე სასტუმრო "Premier Inn"-ში.


     თუმცა სასტუმრო მხოლოდ დასასვენებელი ადგილის ფუქციის როლს ასრულებდა, რადგან დროის უმეტეს ნაწილს მონაწილეები აბუ დაბიში, სპეციალურად ფესტივალისთვის გამოყოფილ ადგილას ვატარებდით.
 

 
     აბუ დაბიში დეკემბერში  თბილი ამინდებია. დღისით 30-35, ღამით 18 გრადუსი სითბო, რამაც  მთელი ეს დღეები მეტად სასიმოვნო გახადა.
     ორგანიზაციულადაც ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. უდაბნოშიც კი შექმნილი იყო ისეთი კომფორტი, რომელითაც ყველა კმაყოფილი დარჩა. 
     ერთადერთი პრობლემა უდაბნოში, ინტერნეტის არქონა იყო, თუმცა ამასაც ქონდა თავისი პლიუსი, არავინ იყო ლეპტოპს და ფეისბუქს მიჯაჭვული, ყველა ბაზიერი დროს ერთმანეთთან კომუნიკაციაში ატარებდა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდა. ყველაფერი სრულდებოდა წინასწარ გაწერილი დღის წესრიგით.
     მთელი დღეები დატვირთული იყო ღონისძიებებით, ტურებით (ნადირობა,  ფრინველების ჰოსპიტლის დათვალიერება, მტაცებელი ფრინველების ვარჯიში  ელექტრომოტორიან პლასტიკატის სავათებზე, კინოთეატრი, კონფერენციები, კონცერტები და ...












 
    ჩაიხანებში დღე-ღამის ნებისმიერ დროს ნახავდი  სხვადასხვა ქვეყნის ბაზიერებს ერთმანეთში საუბარში და აზრისა და გამოცდილების გაცვლა-გამოცვლაში გართულს. 
 


 
     აქვე  იმართებოდა კონცერტები, სადაც აღმოსავლურ მუსიკაზე ადგილობრივები და სტუმრებიც მშვენივრად ერთობოდნენ.




      იყო სახალისო სიმღერები და ცეკვები.

 
 

 
     იყვნენ ბედუინები, იყო  „უდაბნოს გემები“ აქლემები, არაბული მწევრები სალუკები, არაბული ცხენები და რაც მთავარია ყველგან იყო ულამაზესი მტაცებელი ფრინველები.
 


















 
     თითქმის ყველა კარავში სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები იყო დაბინავებული, რაც მათ შორის ურთიერთობის გაღრმავებას იწვევდა. თუმცა იყო გამონაკლისებიც, მაგალითად ჩვენს, საქართველოს კარავში გერმანელთა რამდენიმე კაციანი ჯგუფი იყო. მათთან კი ღიმილიანი სალამის მეტი ურთიერთობა ვერანაირად ვერ ავაწყვეთ. ეს ხალხი ვერანაირად ვერ მიხვდა რატომ იყო ჩვენს კარავში სულ რამდენიმე სტუმარი, რატომ ვსაუბრობდით სტუმრებთან ერთად, ჩვენთვის ჩვეულებრივად, მათთვის კი ხმამაღლა და რატომ არ ვიძინებდით შუაღამემდე. გაკვირებულები იყვნენ როდესაც ჩვენს დანახვაზე რუმინელი „გამარდჟობა გეორგია“, რუსი „გამარდჟობა გენაცვალე“-ს უკრაინელი, ყაზახი და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეები „პრივეტ გრუზინი“-ს ამბობდა, მექსიკელი „ჰელოუ გეორგია“-ს ყვიროდა,  ხოლო უბრალო „ჰელოუს“ გარეშე ბანგლადეშელი და კორეელიც არ კადრულობდა ჩავლას.   
     აბუ დაბიში ყველა ქვეყნის ბაზიერისთვის გამოყოფილი იყო კარავი, რომელიც მათ თავიანთი ქვეყნის ტრადიციული ბაზიერობის  წარმოსაჩინებლად და დამთვალიერებელთათვის გასაცნობად სხვადასხვა ექსპონატებითა და ფოტო ექსპოზიციებით უნდა მოეწყოთ. 

 


     ყველას ქონდა დაბეჭდილი მნახველებზე დასარიგებელი პატარა  ბუკლეტები,  რომელშიც მათი ქვეყანა და ქვეყანაში ბაზიერობის განვითარება იყო მოკლედ აღწერილი.
 


 
      არცერთ კარავს არ აკლდა დამთვალიერებლები, დაწყებული პატარა სკოლის მოსწავლეებით, ასაკოვანი ხალხით დამთავრებული.
 
 
 
     საღამოობით იმართებოდა საერთო საზეიმო მსვლელობა, სადაც წამყვანი მიკროფონით ამცნობდა შეკრებილ საზოგადოებას გამომსვლელი გუნდის შესახებ. ყველა ქვეყნის ბაზიერი კი ეროვნული სამოსით და ქვეყნის დროშით საპატიო წრეს ურტყამდა, ამისთვის გამოყოფილ არენაზე.
     ძალიან ლამაზი და საინტერესო სანახავი იყვნენ თავიანთ ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი ბაზიერები.
      იყო ექსტრავაგანტული გამომსვლელებიც.  მაგალითად ახალზელანდიელები თავიანთ ტრადიციულ ცეკვას ჰაკას (მაორის ცეკვა) ასრულებდნენ

 


     ქართული ეროვნული სამოსი, დამთვალიერებლებში დიდ ყურადღებას იწვევდა.
 

 
     დიდი იყო ქართველ ჩოხოსნებთან სურათების გადაღების მსურველებიც.




     მოკლედ, უდიდესი სიამოვნება და გამოცდილება მივიღეთ ამ ფესტივალიდან, გავიცანით უამრავი ადამიანი, ბევრ ბაზიერთან მეგობრობის საძირკველს ჩავუყარეთ საფუძველი.
      ჩვენი სამშობლოს მსოფლიოსთვის დადებითად გაცნობაში, ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ. საქართველოს დროშაც აბუ დაბის უდაბნოში ამაყად ავაფრიალეთ.
 
 
      ეს იყო ჩვენი ცხოვრების ერთერთი ულამაზესი დღეები იმ დღეთაგან რომლებიც ლამაზ მოგონებად რჩება ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ბევრ რამეს სხვანაირად შევხედეთ, გამოცდილებაც დიდი მივიღეთ ბაზიერობის უფრო განვითარებისთვის. იქ დავრწმუნდით, რომ საქართველოში გასაკეთებელი ძალიან ბევრია ამ კუთხით, რადგან როგორც უმრავლეს სფეროში, ბაზიერობის განვითარებაც წინ თითქმის არ მიდის.  
      დიდი მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ ფესტივალის ასე ლამაზად ჩატარებაში.


 
     ქართული დელეგაციის საუკეთესოდ წარმოჩინებაში დაგვეხმარა და თავისი ფულადი წვლილი შეიტანა საზღვაო სააგენტო „სოფმარ“-მა და მისმა დირექტორმა ვახტანგ ალანიამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ბაზიერებისა და ჩვენი საიტის სახელით. 


გიორგი გაბუნია
  GIORGI GABUNIA
 


წყაროhttp://www.bazieri.ge
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 5164 | დაამატა: Admin | ტეგები: festival, The 2014 International Festival of , საერთაშორისო, 2014, აბუ დაბი, ფესტივალი, The, ბაზიერთა, international | რეიტინგი: 5.0/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 10
0   Spam
10 cece   (22.03.2015 21:43:57) [მასალა]
10

0   Spam
9 levana90   (20.12.2014 19:07:36) [მასალა]
გაიხარეთ !! მადლობა გია ესეტი ლამაზი და სრულყოფილი აღწერისთვის/////!

0   Spam
8 TURA   (20.12.2014 00:56:30) [მასალა]
10 10 10 10

0   Spam
7 mirzagg   (18.12.2014 21:20:54) [მასალა]
გენაცვალეთ ბიჭებო, ასე უნდა ასახელოთ ქართული სული და გული. უნდა გაიცნოს მსოფლიომ საქართველო თავისი საუკეთესო კუთხით ღმერთმა დაგლოცოთ და გამარჯვება მოგცეთ 10 10 10 10 10 10

0   Spam
6 tereos   (18.12.2014 12:50:11) [მასალა]
10 მართლა დიდ საქმეს აკეთებთ. ყოჩაღ თქვენ.

0   Spam
5 tyupi007   (17.12.2014 21:32:50) [მასალა]
საღოლ საღოლ 10 10 გენაცვალეთ ბიჭებო 10 39

0   Spam
4 akson777   (17.12.2014 20:01:25) [მასალა]
10 10 10 23_30_126

0   Spam
3 ზურა333   (17.12.2014 19:27:27) [მასალა]
ძალიან მაგარია 10 ამ ინფორმაციით ტოვებს დიდ შთაბეჭდილებას და ადგილზე რა იქნებოდა წარმომიდგენია.
კარგი იქნება ტელევიზიებითაც თუ გაშუქდება 166

0  
2 dudu-duda   (17.12.2014 18:53:47) [მასალა]
მალადეც გიოოო შესანიშნავი სიახლეა კარგად აწყობილი 10 10 10 10 10 10

+1   Spam
1 მამუკა   (17.12.2014 18:44:22) [მასალა]
ღმერთმა ქნას ასეთი ფესტივალი საქართველოში დაგვეგვირგვინებიოს და თავად შეიხი ხალიფა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი ჩვენ ფესტივალს დასწრებოდეს

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика