მთავარი » 2015»ივლისი»1 » საქართველოს ბაზიერთა 2015 წლის ფესტივალის ორგანიზება
15:00:28
საქართველოს ბაზიერთა 2015 წლის ფესტივალის ორგანიზება
მოგესალმებით!
საქართველოს ბაზიერთა 2015 წლის ფესტივალის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის თანხის მოზიდვის მიზნით, ჩვენი საიტის BAZIERI.GE-ს დახმარებით ხდება "საქართველოს ბაზერთა კლუბი" -ის მიერ ERTAD.GE-სა და VIVUS.GE-ს მიერ გამოცხადებულ საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობის მიღება. ჩვენი სურვილია საქართველოშიც ჩატარდეს ბაზიერთა სანახაობრივი ფესტივალი. საიტის ადმინისტრაცია მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ პროექტში ჩვენი გამარჯვებისათვის. პროექტში გამარჯვებისათვის აუცილებელია ჩვენმა პროექტმა დააგროვოს სხვა პროექტებზე მეტი ხმა. ხმის მიცემა ხდება ფეისბუქზე დარეგისტრირებული მომხმარებლის მეშვეობით. ხმის მიცემა ძალიან მარტივი, წამიერი და უფასოა.
ხმის მიცემა ხდება ამ ლინკზე გადასვლით და ასეთ სურათზე დაკლიკებით.
ერთად ავაღორძინოთ ძველი ტრადიციები!!! ყველას წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისათვის და გვერდში დგომისთვის!!!
ბაზიერობა სულ მომწონდა, მაგრამ შეუძლებლად მეჩვენებოდა, რადგან არ ვიცოდი რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. ამ საიტის დახმარებით ბევრი რამე ვისწავლე და პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ. წიგნების ძებნაც დავიწყე სადაც კი რამე წიგნს დავინახავდი, ყველგან ვკითხულობდი, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ვიყავი, მაგრამ... საერთოდ არაფერი არაა არსად. ზოგი გაკვირვებულიც კი მიყურებდა რა არის ვაბშე ბაზიერობაო მეკითხებოდა. მაგრად გამიტყდა, - ქვეყანაში, სადაც ბაზიერობა უძველესი ტრადიციაა(იყო), სადაც დედაქალაქიც კი - ბაზიერობამ დააარსა, არ იციან რას ნიშნავს სიტყვა ბაზიერობა!!!! მოკლედ გამიგრძელდა და იმის თქმა მინდა, რომ ამ ფესტივალის ჩატარება ძააალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ბაზიერობის აღორძინების და პოპულარიზაციის საქმეში. მეც მაგრად მისწორდება, რომ პატარა წვლილი შევიტანე, ისევე როგორც ყველა ბაზიერმა, მონადირემ და ამ საიტის მოყვარულმა და გულშემატკივარმა. მადლობას გიხდით ასევე ყველას, ვინც პროექტი წამოიწყო და გაგიმარჯოთ ყველა ბაზიერს!!!
როგორც მახსოვს, დაახლოვებით 14-15 წლის წინ 2 ჯერ ჩატარდა ქობულეთში მზგავსი ღონისძიება, რამდენად ფესტივალი შეიძლებოდა გვეწოდა არვიცი მაგრამ რაღაც შეჯიბრების მსგავსი იყო მახსოვს.. ძალიან კარგია ასეთი ლამაზი და უძველესი ტრადიციის აღორძინებას რო ცდილობთ!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!