ჰოლივუდმა ძაღლებისთვის სპეციალური კინოპრემია დააწესა. "ოქროს საყელური" იმ ოთხფეხა არსებებს გადაეცემათ, რომლებიც ფილმებში შესრულებული როლებითა და "სამსახიობო ოსტატობით" ჟიურის მოხიბვლას შეძლებენ.
ახალი კინოპრემიის პირველი ნომინანტები საზეიმო ვითარებაში დასახელდნენ. მათი ჩამოთვლის პატივი შესაძლებლობის ფარგლებში, ძაღლს, სახელად უგის დაეკისრა, რომელიც წლევანდელ "ოსკარზე" ნომინირებული ფილმის "მსახიობის" მონაწილეა. მას მსახიობი პენელოპა ენ მილერი ეხმარებოდა, რომელიც უგის ყეფას საზოგადოებას ადამიანურ ენაზე "უთარგმნიდა" და დამსწრეთ "ოქროს საყელურის" ნომინანტებს აცნობდა.
ნომინანტად დასახელდა ტერიერის ჯიშის ძაღლი სახელად კოსმო ფილმში "დამწყებები" შესრულებული როლისთვის. მას კონკურენციას გაუწევენ მინიატიურული შპიტსის ჯიშის ძაღლი სახელად ჰამერი, რომელიც წარდგენილია ფილმისთვის "ახალგაზრდა არასრულწლოვანი" და გრეიჰაუნდი, სახელად დენვერი ფილმისთვის "ჩონჩხი 50/50".
საღამოს წამყვანი უგი 2 ნომინაციაში წარადგინეს – ფილმებში "მსახიობი" და "წყალი სპილოებს" შესრულებული როლისთვის.
პრემიის დამაარსებლები ირწმუნებიან, რომ ღონისძიებიდან შემოსულ თანხას ლოს-ანჯელესის გარეუბნებში არსებულ ძაღლთსაშენებს მოახმარენ.
"ოქროს საყელურის" დაჯილდოების ცერემონია 13 თებერვალს სასტუმრო "პალომარში" გაიმართება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!