საკრებულოს კომისიაში უპატრონო ძაღლების თავშესაფართან დაკავშირებით შესულ წერილზე იმსჯელეს
09.10.2014
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიაში დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის სახელზე შემოსულ წერილზე იმსჯელეს.
დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, საქმე ეხება ვაკის რაიონში არსებულ უპატრონო ძაღლების თავშესაფარს, რომელიც დასახლებულ ადგილზე მდებარეობს. წერილში საუბარია ეკოლოგიურ საშიშროებაზე და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ფაქტორებზე. კომისიის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილის თქმით, მოქალაქეები წუხილს გამოთქვამენ შექმნილი ვითარების გამო.
"იქიდან გამომდინარე, რომ თავშესაფარი კერძო საკუთრებაშია და კანონი არ არეგულირებს ასეთ საკითხებს, თემა საკმაოდ რთულია. თუმცა, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით", –აცხადებს შორენა ბუხრაშვილი.
დღეს საქართველოს პარლამენტში თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის ანგარიშს მოისმენენ, სადაც კომისია სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულ საკითხსაც დააყენებს.
წყარო: http://www.zooclub.ge
|