2 ივნისი მტკვარ-არაქსის აუზის დაცვის დღეა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, სიმბოლური აქცია გაიმართა. ახალგაზრდები მტკვრის სანაპიროზე შეიკრიბნენ და და გამვლელებს მოუწოდეს, რომ დაიცვან გარემო და არ დააბინძურონ მდინარე მტკვარი. თბილისის მერიის დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა კი კატერებით, ნავებითა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მტკვრის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
2 ივნისი მტკვარ-არაქსის აუზის დაცვის დღედ 1999 წელს გამოცხადდა და მას საქართველოს გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანში აღინიშნავენ. საქართველოში ეს დღე პირველად 2001 წელს აღინიშნა.
წყარო: http://www.youtube.com
|