გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სხვადასხვა სამონადირეო საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის სტრუქტურა და მიმართულებები განიხილეს, რომლის შემუშავების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. კანონმდებლობის მომზადებაში, სამინისტროსთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლები და გერმანელი ექსპერტები მონაწილეობენ. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: https://web.facebook.com/
|