კუბაში მამაკაცი დააკავეს - მას 66 ჩიტი შარვლის უბეში ჰყავდა მიკერებული.
სამართალდამცავებმა მგზავრი აეროპორტში დააპატიმრეს - ის ამერიკაში გაფრენას აპირებდა. ინციდენტი ქალაქ კამაგუეიში მოხდა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცს შარვლის გახდა მას შემდეგ მოსთხოვეს, როდესაც შენიშნეს, რომ ნაჭერი
ფოტოსერია ასახავს ამერიკული შავი დათვი – ბალუს, აფრიკული ლომი – ლეოსა და ბენგალური ვეფხვი – შერხანის ძალზედ უჩვეულო მეგობრობას. ისინი ერთად ცხოვრობენ მას შემდგომ, რაც ჯერ კიდევ პატარაობის ასაკიდან ერთად გაიზარდნენ. 2001 წელს სამივე მათგანი პოლიციელების მიერ იქნენ ნაპოვნი. ჯერ კიდევ თვეების ცხოველები პარაზიტებით იყვნენ დაავადებულნი, უჭმელობით დასუსტებულნი და ნარკოდილერთა მიერ ტრავმირებულნი. ისინი ჯორჯიას შტატის ქალაქ – Locust Grove–ში არსებულ ცხოველთათვის განკუთვნილ თავშესაფარში განათავსეს, სადაც სათანადო ქირურგიული ჩარევა და შესაფერისი მზრუნველობა ჩაუტარდათ.
''ვერ გაუძლო ამ უზარმაზარმა ძაღლმა პატრონზე დარდს. რა გული გქონია ტაისონა, რამხელა სიყვარული შეგძლებია და რა უგულო ყოფილა შენი პატრონი. მაპატიე რომ ვერ განუგეშე და პატრონი ვერ შეგიცვალე. დღეს მოკვდა ტაისონა.''
2 ივნისი მტკვარ-არაქსის აუზის დაცვის დღეა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, სიმბოლური აქცია გაიმართა. ახალგაზრდები მტკვრის სანაპიროზე შეიკრიბნენ და და გამვლელებს მოუწოდეს, რომ დაიცვან გარემო და არ დააბინძურონ მდინარე მტკვარი. თბილისის მერიის დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა კი კატერებით, ნავებითა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მტკვრის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 2 ივნისი მტკვარ-არაქსის აუზის დაცვის დღედ 1999 წელს გამოცხადდა და მას საქართველოს გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანში აღინიშნავენ. საქართველოში ეს დღე პირველად 2001 წელს აღინიშნა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!